იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოგალერეა >

15 სართულიანი შენობისხელა აისბერგი ატლანტის ოკეანის გამთბარ ზღვებში დნება და წყლად იღვრება.
გადმოწერა

ინდური მარტორქები
ფორტ-უორთის ზოოპარკი, ტეხასი
4 თვის აშუ (იმედი - ჰინდის ენაზე) 2 წლის ასაკამდე დედაზე იქნება მიწებებული. ზოოპარკებშიც და ველურ ბუნებაშიც მარტორქის ამ სახეობის რაოდენობა თანდათან იზრდება.
გადმოწერა

თეთრი დათვები
კოლუმბუსის ზოოპარკი და აკვარიუმი, პაუელი, ოჰაიო
ტყუპებს, ავრორასა და ანანას საკმარისი სივრცე აქვთ საცეკვაოდ „პოლარული საზღვრის“ გამოფენაზე. მაყურებელი კი სწავლობს ყინულის დნობის გავლენას ველურ თეთრ დათვებზე.
გადმოწერა

აფთრისებრი ძაღლები
ომაჰას ჰენრი დორლის ზოოპარკი და აკვარიუმი, ნებრასკა
2010 წელს ორ სხვადასხვა ზოოპარკში დაბადებული, ხელით გამოზრდილი ლეკვების სამეული ომაჰაში ხროვაში შესაშვებად შეკრიბეს. ეს აუცილებელია მათი ჯანმრთელობისა და გადარჩენისთვის.
გადმოწერა


1980 წელს ბელოგმა პირველად გადაიღო ატალახებული მყინვარი „კოლუმბია“. მას შემდეგ მყინვარმა დაახლოებით 18 კმ-ით უკან დაიხია. ბელოგმა კლიმატის ცვლილების დასამტკიცებლად, 18 მყინვარზე „ყინულის ზედმიწევნითი გამოკვლევა“ დაეწყო.
გადმოწერა

ფლორიდული პუმა
ზოოპარკი ტამპას ლოურის პარკში, ფლორიდა
კალუსა, მეტსახელად „ლუსი“, 2007 წელს გადაარჩინეს, როდესაც ბოკვერი დედამ მიატოვა. ფლორიდულ პუმებს შორის დღემდე შემორჩენილთაგან ლუსი ერთ-ერთია. მათი რაოდენობა 165-ს არ აღემატება.
გადმოწერა

ოქროსფერი ცხვირპაჭუა მაიმუნები
ოუშენ პარკი, ჰონკონგი
ცხოველები გარეგნობით „დოქტორ სუსის აღწერილს“ გვანან. ფოტოგრაფი ჯოელ სარტორი ამბობს, რომ ეს იშვიათი ჩინური პრიმატები მნახველებს იზიდავენ და ზოოპარკებში კვლევისთვის საჭირო ფული შემოაქვთ.
გადმოწერა

ისლანდიის სანაპირო. 360 კგ-იანი ყინულის ლოდი მთვარის შუქზე ბზინავს. ლაგუნაში შეჭრილი ყინულის მშობი მყინვარი უკან იხევს. ბელოგი მას ყინულის ალმასს ეძახის - მშვენიერსა და ტრაგიკულს.
გადმოწერა

სანაპირო კერნსის სამხრეთით. ბარტყი მამასთან გარბის. ისინი დაახლოებით ცხრა თვე იქნებიან ერთად, სანამ მამიკო შეწყვილებას და ახალი შთამომავლობის გამოზრდას დააპირებს.
გადმოწერა

ჩრდილო-აღმოსავლეთი კვინსლენდი. ორი ბარტყი. ღინღლი უკვე წამოეზარდათ, მაგრამ სანამ სქესობრივ სიმწიფეს არ მიაღწევენ (ასე ოთხი წლის ასაკისთვის), ბუმბული არ გაუშავდებათ.
გადმოწერა

ბარტყი ხილის საპოვნელად გარბის. დამფრთხალ ზრდასრულ ფრინველებს 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება შეუძლიათ. კარგია, თუ კაზუარი არ გამოგეკიდებათ.
გადმოწერა

მამრი კაზუარი უდაბნოს კვანდონგს - თავის საყვარელ ხილს მიირთმევს: ხილს ნისკარტის წვერით იღებს, შემდეგ თავს მაღლა სწევს და ნისკარტს ფართოდ აღებს, რომ მთლიანი ნაყოფი გადაყლაპოს.
გადმოწერა

მდედრი კაზუარი მომავალ მეწყვილეს საბანაოდ ეპატიჟება - ეს არშიყობის რიტუალის შემადგენელი ნაწილია. ასეთ დიდ, ბებერ კაზუარებს ყველაზე შთამბეჭდავი მუზარადები აქვთ.
გადმოწერა

ჩრდილო-აღმოსავლეთი კვინსლენდი (ავსტრალია). კაზუარი ფოთლებიდან იყურება. ასეთი მდედრი ზოგჯერ 73 კილოგრამსაც იწონის. თავზე მუზარადი, შესაძლოა, სექსუალური აქსესუარიც კი იყოს.
გადმოწერა

"იპოვეთ გზა ან თვითონ გაიკვლიეთ", - თქვა მკვლევარმა (ადმირალი რობერტ ე. პირი) 1909 წელს, როდესაც მესამედ ცდილობდა ჩრდილოეთ პოლუსამდე მიღწევას. მისი თქმით, იმ წელს ეს მოახერხა, თუმცა ბევრს მისი მიღწევა საკამათოდ მიაჩნდა.
გადმოწერა

ანკერზე ჩამოკიდებული მაიკ ლიბეკი დედოფალ მოდის შორეულ მიწაზე გრანიტის კოშკზე ადის.
გადმოწერა

ქვიშიანი ქარიშხალივით აუტანელი ქარბუქი თოვლს ჰაერში ატრიალებს. ამ რეგიონის ზოგიერთ ნაწილს სიმშრალის გამო ხანდახან ცივ უდაბნოსაც ეძახიან.
გადმოწერა

პატარა კექსი
15 დეკემბერი ამ ნამცხვრის ეროვნული დღეა. ნიუ-იორკის სკოლებში მას არ ზეიმობენ. 2009 წელს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოლიტიკის გამო, ნამცხვრებს ომი გამოუცხადეს. 1826 წელს ამერიკის სამზარეულო წიგნში შემცირებული ზომის ნამცხვრის დებიუტი შედგა, - ამბობს კვების ისტორიკოსი ენდრიუ სმიტი. ეს ნამცხვარი ელიტარული 2000 წელს გახდა, როცა სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ კერი ბრედშოუმ ვარდისფერი ნაღებით მორთული კექსი მიირთვა.
გადმოწერა

ბურღულეული
აშშ-ის საპატენტო და სასაქონლო ნიშნის სააგენტო 2000-მდე სახეობის ბურღულეულს ითვლის. 1800 წლიდან ის დაუმუშავებელი მარცვლის სახით იფუთებოდა, როგორც სასარგებლო პროდუქტი. 20-იან წლებში კი შაქრიანი ფანტელები, საწუწნი კანფეტები და შუშხუნა სასმელები გამოუშვეს.
გადმოწერა

გაზიანი წყალი
ბუშტუკებით უკეთესია - ალბათ ასე ფიქრობდნენ დამსვენებლები, როცა სამკურნალოდ შუშხუნა მინერალურ წყალს მიირთმევდნენ. მე-18 საუკუნეში აღმოაჩინეს, რომ ნახშირორჟანგია ის, რაც წყალს ბუშტუკებიანს ხდის. ამან გაზიანი წყლების, შემდეგ კი ტკბილი სასმელების წარმოების სისტემების შექმნა განაპირობა (კოჭას ლიმონათი, "კოკა-კოლა"). 355 მლ-იანი გაზიანი წყალი დაახლ. 42 გ შაქარს შეიცავს.
გადმოწერა

ჰილდური, რომელიც სი-ბოის პარტნიორია, ხშირად გადის დიდ მანძილს, რათა აღმოსავლეთ სიმბას პრაიდს ეწვიოს. მისმა კოალიციამ ორივე პრაიდს ფხიზლად უნდა ადევნოს თვალი.
გადმოწერა

ხვადი ხშირად სარგებლობს პრივილეგიებით. სი-ბოი ზებრას შეექცევა, ვუმბის ძუ ლომები და ბოკვრები შორიახლოს ელოდებიან. ხმადაბალი ღრენა მათთვის გაფრთხილებაა. მათი ჯერიც მოვა.
გადმოწერა

მშრალი სეზონი ყველასთვის მძიმეა. ვუმბის ძუ ლომები გააფთრებით იცავენ თავიანთ ნაშიერებს და სი-ბოის უბრაზდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი მკვიდრი ხვადია.
გადმოწერა

მოზრდილ ბოკვრებს, როგორებიც ვუმბის პრაიდის ეს ახალგაზრდა წევრები არიან, ერთად ზრდიან ბაგაში, მეძუძური ლომების ჯგუფში. პრაიდის ძუ ლომები, რომელთა საერთო მიზანი მომავალი თაობის გამოზრდაა, საკუთარსა და სხვის ნაშიერებს კვებავენ და უვლიან.
გადმოწერა

"მკვლელებმა", ოთხი ხვადისგან შემდგარმა გაერთიანებამ, თავისი მეტსახელი ძუ ლომებზე ლეტალური თავდასხმებით დაიმსახურა. მათ მეტოქე სი-ბოიც კინაღამ მოკლეს. კარგი ტერიტორია ძვირფასი რესურსია, ამიტომ ჩხუბი და კონკურენტების განდევნაც ბუნებრივი ბრძოლის ნაწილია.
გადმოწერა


ვუმბის პრაიდის წევრები საყვარელ გუბურასთან, კოპიეზე ისვენებენ. ლომები კოპიეებს თავშესაფარად იყენებენ. ამ ადგილიდან დაბლობებს აკვირდებიან. როდესაც წვიმის შემდეგ მწვანე ბალახი ამოდის, აქ გნუს ჯოგები მოდიან.
გადმოწერა

აღმოსავლეთ სიმბის პრაიდის ბოკვრები: ისინი ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ ინადირონ, მაგრამ საკმარისად დიდები, რომ ხორცი უნდოდეთ. წვიმების სეზონზე მოზრდილი ძუ ლომები, ზოგჯერ ხვადებიც, ზებრებსა და გნუებზე ნადირობენ.
გადმოწერა

ტიანინი, მდინარე ჰაი. მეთევზეები „სათვალთვალო ბორბლის“ ჩრდილში თევზაობენ. ტურისტების მოსაზიდად აქ სამდინარო არხი აღადგინეს.
გადმოწერა

პენსილვანიის ამ ფერმაში ქათმები სასუქის წყაროა. ნიადაგზე ნაკელის თანაბრად გასანაწილებლად ხელით გადასატან გალიებს ყოველდღე ადგილს უცვლიან.
გადმოწერა

ბარჟები დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდნენ პეკინსა და ჰანჩოუს შორის გამავალ არხსა და მის მოელვარე სამხრეთ სადგურს. მდინარის ნაპირის აღდგენა ითვალისწინებს ასევე უძველესი ტაძრების მოდელების აგებას.
გადმოწერა

ტიმ გრემმა ჭვინტების (ბეღურის სახეობა) გადასაღებად გამჭვირვალე პლასტიკატის რამდენიმე ფირფიტისგან დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის ჩარჩო ააგო. ეს ფრინველები ზამთარს ალასკაზე ატარებენ. ფოტოგრაფმა ჭვინტების მოსაზიდად ამ პლასტიკატის ჩარჩოს თავზე მზესუმზირის მარცვლები მიმოფანტა. როდესაც ფრინველებმა მის თავზე იწყეს ფრენა, ტიმმა ზემოთ მიმართა კამერა და ეს კადრი გადაიღო.
გადმოწერა

ტატიანა დრუზმა კატების გამოფენაზე ბევრ ცხოველს გადაუღო ფოტო. მათ შორის გამოირჩეოდა კანადური სფინქსი - კატის ჯიში, რომელსაც ბეწვი ფაქტობრივად არ აქვს. ფოტოს გადაღებისას ეს ინდივიდი ისე მიუახლოვდა დრუზს, რომ თითქმის მის ობიექტივსაც კი შეეხო.
გადმოწერა

როცა მარსის ნიადაგი პირველად შეაგროვა, „ქურიოზითიმ“ ავტოპორტრეტი გადაიღო, რომელიც 63 გამოსახულებისგან შედგება. მასზე მთლიანად მოჩანს მარსმავალიც და მისი ჩამჩისა და ბორბლების ნაკვალევიც ქვიშაში, მაგრამ არ ჩანს რობოტის ორმეტრიანი ხელი, რომელსაც ფოტოაპარატი ეჭირა.
გადმოწერა

NASA-ს ერთტონიანი, 2,7 მეტრი სიგანის მარსმავალი პლუტონიუმის ენერგიით იკვებება. დღეში 100 მ-ს გადის. აქვს ალუმინის 6 ბორბალი და 4 კამერა, რითიც არასაიმედო მიწას ზვერავს.
გადმოწერა

ლამაზი ბუნებით გამორჩეული სკროვა 80-იან წლებში მთელ ნორვეგიაში ყველაზე მეტი მილიონერით ამაყობდა. აქ იყო თევზის ქარხნები და ვეშაპის ხორცის გადამამუშავებელი სადგური.
გადმოწერა

პუნა, ინდოეთი. 2011 წელს სინგი ინდოეთის უჯანის კაშხალთან ფლამინგოების გადასაღებად გაემგზავრა. ისინი აქ იზამთრებენ. მან დაინახა ყავისფერთავიანი თოლია, რომელიც წყლის ზედაპირს აკვირდებოდა. ფოტოგრაფს გაუმართლა, ფრინველი ზუსტად საკეტის დაჭერის მომენტში თევზის დასაჭერად წყალში ჩაეშვა.
გადმოწერა

გუვაჰატში (ინდოეთი) გამართული სინათლის დღესასწაულის - დივალის დაწყებისას პოლი სამ მეგობართან ერთად წავიდა ქალაქის პატარა უბანში გამართულ ფეიერვერკების სანახაობაზე. როდესაც ცა განათდა პოლი მიხვდა, რომ მას შეეძლო გადაეღო უნიკალური ფოტო: ფეიერვერკით მოჯადოებული მეგობრების რეაქციები.
გადმოწერა

როსტში მიტოვებული ცხვრის ქოხი (მარჯვნივ) ნათელი მაგალითია იმისა, რომ დრო შეიცვალა.
გადმოწერა

მყვინთავები სამგანზომილებიან კამერას უტრიალებენ, პაპუა-ახალ გვინეასთან არსებულ ახალი ბრიტანეთის ღარში საცდელი გადაღების დროს.
გადმოწერა

ბაჰარამპური, ინდოეთი. გარეთ წვიმდა და გოსალს სახლში სურდა რამის გადაღება. სამი ჩანგლითა და ვარდისფერყვავილებიანი ინდური ლოტოსის შუაზე გაჭრილი კვირტით, მან მინის მაგიდაზე შექმნა დიზაინი. ის ჰგავდა გადახლართულ ყვავილს, რომელიც ჰორიზონტალურად იზრდებოდა.
გადმოწერა

8221 მ-ის სიღრმეზე საცდელი ჩაყვინთვის შემდეგ ამწეს გემბანზე ამოაქვს „დიფსი ჩელენჯერი“. ნარინჯისფერიბალიში ტივტივის უნარს აძლიერებს; რუხი კი − ჰორიზონტალურ მდგომარეობას აძლევს.
გადმოწერა

სურატი, ინდოეთი. შაბათ-კვირას ტეილორმა დაათვალიერა იაფფასიანი საქონლის ბაზარი, სადაც ადამიანები ავეჯსა და ძველ ტანსაცმელს ჰყიდიან. შემდეგ მან ჩაუარა მშობლიური ქალაქის მეჩეთის ვარდისფერ კედელს. ამ კედლის წინ ორი ფრინველის თავს ძველი სახურავი ეფარებოდა და ამით რაღაც განმარტოების ელემენტი შემოჰქონდა.
გადმოწერა

პუკალპასთან ახლოს, მდინარე უკაიალიზე, მატყლის ხის მორს ამწეთი სწევენ. ორქიდეებით დაფარული, ცამდე აზიდული მატყლის ხეები პრიმატების, ფრინველების, ამფიბიებისა და ა.შ. საბინადროა. მას ძვირფასი მერქანი აქვს.
გადმოწერა

ვუდლონში დგას მარტოხელა ჭადარი, რომელიც შებინდებისას ჩნდება ნისლიდან. ის დგას დელავერის (აშშ) ეროვნული პარკში.
გადმოწერა

მოგზაურობა მუდმივი ყინულით დაფარული ტერიტორიიდან ბაზრამდე პატარა ნავებით იწყება (ზემოთ). ეშვების 90% ჩინეთში მიდის, სადაც ძვლის კვეთის ათასწლოვანი ტრადიცია აქვთ. გუანდუნის პროვინციის საამქროში ოსტატი ერთი ეშვის დამუშავებას 5 წლამდე ანდომებს. ნაკეთობა შესაძლოა მილიონ დოლარად გაიყიდოს. მამონტის ძვლის გაყიდვის ლეგალურობას სპილოს არალეგალურ ძვალზე მოთხოვნა არ შეუმცირებია.
გადმოწერა

დუპონის შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ 1923 წელს აშენებულ გრანოგის რეზიდენციაში. ის ერთ-ერთი უზარმაზარი მამულია, რომელიც დღემდე ფლობს ბრენდივაინის მდინარის (დელავერი, აშშ) გასწვრივ არსებულ წყლის ბუნებრივ დერეფანს. დელავერში არსებულ ეროვნული პარკის მნიშვნელოვან ნაწილს, სწორედ ამ დერეფნის მონაკვეთები ქმნის.
გადმოწერა

„ძლიერ მოხიბლული ვარ ფრინველებით“, - ამბობს ველური ბუნების ფოტოგრაფი აჰმედი. ამ კადრის მოსახელთებლად, რომელზეც ასახულია, როგორ კვებავს აზიური სამოთხის მემატლია თავის ბარტყს, ფოტოგრაფმა კალარ კაჰარის მლაშე ტბასთან ახლოს ორი თვე გაატარა. „მოდური“ ბუმბული მამრს ბარტყების გამოკვებასა და ბუდეში კვერცხებზე ჯდომაში ხელს არ უშლის.
გადმოწერა

მე-19 საუკუნეში ამერიკის მრეწველობას ბრენდივაინის მდინარე ასაზრდოებდა. ვოკერის საფეიქრო ფაბრიკა ერთ-ერთი იმ მრავალთაგანია, რომლებიც მდინარის ნაპირებზე არიან მიმოფანტულნი. ზემო დინებაზე, დუპონის კომპანია თოფის წამალს (დენთს) ამზადებდა. სხვა ფაბრიკა-ქარხნები კი აწარმოებდნენ ყველაფერს, ქაღალდით დაწყებული ბურნუთით დამთავრებული.
გადმოწერა

მხატვარ ენდრიუ ვაიეთს, საცხოვრებელი სახლიდან ერთი-ორი კილომეტრის მოშორებით, მოწყობილი ჰქონდა საიდუმლო სტუდია, სადაც 2009 წლამდე, გარდაცვალებამდე ქმნიდა გარემომცველი ლანდშაფტებით შთაგონებულ სურათებს. მისი ზოგიერთი ნამუშევარი ზამთრის პეიზაჟებია.
გადმოწერა

ჰიაცინტებით სავსე პენსილვანიის ეს მინდორი 1777 წელს, ბრენდივაინის შეტაკებების დროს, ბრძოლის ველს წარმოადგენდა. ბრიტანელთა ჯარებმა ფლანგიდან შემოუარეს ვაშინგტონის არმიას, რითიც გზა გაუთავისუფლეს ჯარისკაცებს, რომ იერიში მიეტანათ ფილადელფიაზე და ქალაქი აეღოთ.
გადმოწერა

ეშვებზე მონადირე დიდი ლიახოვის კუნძულის სანაპიროს ათვალიერებს. ყოველ გაზაფხულზე ასობით ადამიანი გადაკვეთს არქტიკის გაყინულ ზღვებს მამონტის ეშვის პოვნის იმედით.
გადმოწერა

წყალქვეშ, ერთი მეტრის სიღრმეზე, ჯოუნსი დუმფარებს უღებდა ფოტოებს, როდესაც „შავ ღრუბელს“ მოჰკრა თვალი: თავკომბალების გუნდი მოცურავდა. „ეს ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, - ამბობს 41 წლის ფოტოგრაფი, - თითქოს მდუმარე ფრინველთა უზარმაზარი გუნდი დაფრინავდა ტყეში“.
გადმოწერა

გზის გაყოლებაზე მუხები და ნეკერჩხლები შრიალებენ. ვუდლონი ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი დიდი სივრცეა, იმ ტერიტორიაზე, რომელიც თითქმის მთლიანად გარშემორტყმულია ვილმინგტონისა და ფილადელფიის გარეუბნებით. ქალაქი სულ უფრო მეტად ცდილობს ვუდლონში შეჭრას.
გადმოწერა

1661 წელს ვო-ლო-ვიკონტის საუცხოო ბაღში გამართული ზეიმი მის მფლობელს - ნიკოლა ფუკეს დასასრულის დასაწყისად ექცა; ლუი XIV მოვიდა, ნახა და დაიპყრო; მეფემ ფუკე დააპატიმრა და ქონება ჩამოართვა.
გადმოწერა

პატარა ულრიხი დედა უმას ზურგით გადაჰყავს გამოსაკვებად. ბონობოები დროის დიდ ნაწილს მიწაზე ატარებენ. მარცხენა ნაპირის მცენარეული საკვები მხოლოდ მათ ხელშია, მარჯვენა ნაპირის ბატონ-პატრონები კი გორილები არიან.
გადმოწერა

კორპორაცია „ნორთროპ გრუმანის“ მიერ გამოშვებული უპილოტო საფრენი აპარატი X-47B ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტისთვის გამოიცდება. ის უნდა აფრინდეს ავიამზიდიდან, გადმოყაროს ორი ტონა იარაღი და დაეშვას. ამას ის დამოუკიდებლად, პილოტის მიერ შორიდან მართვის გარეშე ასრულებს. ათავისუფლებს მეომრებს „მოსაწყენი, ბინძური, რისკიანი“ (ეს ფრაზა ინდუსტრიაში გამოიყენება) დავალებების შესრულებისგან. უპილოტო საფრენი აპარატები ზოგიერთ საომარ ოპერაციას უფრო იოლად ასრულებენ.
გადმოწერა

ქალაქ ვოტფორდში, მიტოვებული ფერმის შენობის გაყოლებაზე ჩამწკრივებული მობილური სახლები ასახავენ მიმდინარე ცვლილებას შტატში, რომლის მოსახლეობაც მუდმივად მცირდებოდა. 2010 წლიდან მოყოლებული, სამუშაოს შოვნის იმედით ათიათასობით ადამიანი - მათი უმრავლესობა ლტოლვილია დიდი რეცესიის გამო - მიაწყდა ნავთობის მიწებს. ვისაც არ გაუმართლა, სახლისა და სამსახურის გარეშე დარჩა.
გადმოწერა

დე ოლივეირამ მხოლოდ მატარებლის ორმხრივი მგზავრობის ბილეთითა და ფოტოაპარატით იმოგზაურა ფესტივალზე, რომელზეც ბრაზილიის 1835 წლის ფარუპილიას რევოლუციის წლისთავს აღნიშნავენ. ამ ზეიმზე „მამალი ისტორიული სიმბოლოა და მეფედ არის მიჩნეული“,- ამბობს ის.
გადმოწერა

პატარა ბონობო ზიზუ ძმასთან თამაშობს. შიმპანზისგან განსხვავებით, ბონობო შავი სახით იბადება. შიმპანზეს დაბადებისას ვარდისფერი სახე აქვს და შემდეგ თანდათანობით უმუქდება. მოზრდილი ბონობოს კიდურები უფრო მოხდენილია.
გადმოწერა

„კაიკატის შესაცნობად ადამიანმა უნდა განიცადოს...გვიანი საღამოს სიმშვიდე და ექსპრესიულობა“-თქვა ამ ბაღების დიზაინერმა უილიამ უელეს ბოსუორთმა.
გადმოწერა

ახალგაზრდა მდედრი ბონობო ისვენებს ლუი კოტალეს ტყეში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). თიხის ჭამისგან ტუჩები ნარინჯისფერი აქვს. თიხა რაციონში მცენარეული ტოქსინების გავლენს ამცირებს.
გადმოწერა

გერმანულ 8-კიდურიან მიკროკოპტერს, რომლის ზომა გაშლილი ფრთებით 1მ-ზე ნაკლებია, კამერის დასაყენებელი პლატფორმა აქვს. მისი ფასი 5000 დოლარამდეა.
გადმოწერა

ნიუ-იორკი, სლიფი ჰოლოუ, როკფელერის მამულში გაშენებული კაიკატის ბაღები დღისა და ღამის ბაღებად იყო ჩაფიქრებული. აფროდიტეს ულამაზესი ტაძარი ცაცხვებში.
გადმოწერა

ახლოდან გადაღებული საკვების - თხილეულის, კენკრის, ტკბილეულის - ფოტოების შემდეგ კოლქუჰონი (კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტი) ამ დაობებული ატმის კანის ფერებმა მიიზიდა. „ერთ ან ორ წელიწადში ობმოკიდებული სურსათის კარგი კატალოგი მექნება“, ხუმრობს ის. ფოტო შედგენილია ძლიერ ფოკუსირებული 30 გამოსახულებით.
გადმოწერა

ამბობენ, ისლამური ბაღი არის სასახლე სახურავის გარეშე. მუსლიმანური ხელოვნებით მოხიბლულმა დორის დიუკმა ჰონოლულუში „შანგრილა“ ააგო. ანტიკვარული სპარსული კაფელით მოპირკეთებული ცენტრალური ეზო.
გადმოწერა

თვალუწვდენელი მდინარე კონგო, უამრავი დიდი და პატარა არხით, გაუვალი ბარიერია ბონობოსა და მის მონათესავე მაიმუნებს შორის. შიმპანზე და გორილა მხოლოდ მარჯვენა ნაპირზე ბინადრობენ, ბონობოები კი მხოლოდ მარცხენაზე.
გადმოწერა

დაკოტას პრერიებზე ბუნებრივი აირი გამოუსადეგარი ნარჩენივით იწვის. დაკოტაში ჰიდრავლიკურმა ბურღვამ - ინოვაციური მეთოდი რთულად ამოსაღები ნავთობის მოსაპოვებლად - უამრავი ადამიანი მიიყვანა ამ მხარეში.
გადმოწერა

იაპონია. გაზაფხულის ღამეს ალუბლის ყვავილობის ცქერა განსაკუთრებული მოვლენაა. კიოტოს „ჰორანოს სალოცავი“. „როცა ალუბალი ყვავის, გარშემო უამრავი ხალხი გროვდება“,-წერდა მე-12 საუკუნის პოეტი საიგიო.
გადმოწერა

ბონობო, რომელსაც ერთ დროს ჯუჯა შიმპანზეს ეძახდნენ, მაიმუნის უნიკალური სახეობაა, რომელიც მხოლოდ მდინარე კონგოს მარცხენა ნაპირის ტყეებში ბინადრობს. უახლოესმა კვლევამ ნათელი მოჰფინა მათ სქესობრივ და სხვა ქცევებს.
გადმოწერა

გოგონას ბატკნები დედასთან მიჰყავს ღამით დასატოვებლად. განსაკუთრებულად ცივ დღეებში სუსტ, პატარა ცხოველებს მეჯოგის ქოხში ჩამოკიდებულ ნაჭრის ტომარაში ჩაათბუნებენ ხოლმე. ყირგიზები ჩივიან, რომ მათთან სასტიკი ზამთარი იცის. მაგრამ სურთ კი, რომ სხვა ადგილს დაარქვან თავისი სახელი?
გადმოწერა

მომთაბარე ყირგიზები ჯოგს მიერეკებიან ვახანში, ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ალპური მდელოების და მაღალი მთების ვიწრო ზოლში.
გადმოწერა

ისეთი გველების შხამმა, როგორიც აქ, კამერუნში მობინადრე ჯეიმსონის მამბაა, შესაძლოა, მალე გულის დაავადება დაამარცხოს.
გადმოწერა

შეტლენდის კუნძულებზე დედა წავი და ორი მამრი ნაშიერი ყურადღებით უსმენენ ფოტოგრაფის კამერის ჩხაკუნს. ნაშიერის ცხვირს (მარჯვნივ) კიბორჩხალასთან ახლახან მომხდარი შეტაკების კვალი აჩნია. მოზრდილები წყვილად არ ცხოვრობენ და მამრები პატარების გაზრდაში არ მონაწილეობენ.
გადმოწერა

ვაჭართა ზამთრის ქარავანი, რომელიც ტყის სარტყელზე მაღლა გამავალი სახიფათო ბილიკით ეშვება ძირს, მტკიცე ნაბიჯებით მიმავალ იაკებსაა მინდობილი. 4250 მეტრის სიმაღლეზე, მცირე პამირში ზამთრის სეზონი რვა ან მეტ თვეს გრძელდება. შესაძლოა, ზაფხულშიც მოთოვოს.
გადმოწერა

დასავლეთ ინგლისის მდინარეში მდედრი წავი მსხვერპლს დაეძებს. წყალქვეშ თევზების უკეთ დასანახად მისი თვალები უფრო იბურცება.
გადმოწერა

ზაფხულის სავაჭრო მოგზაურობის დაწყების წინა ღამით საბანშემოხვეული იაკები ახალგაზრდა წყვილის იურთის მახლობლად მოკალათდნენ. ერთმანეთში გადახლართულ ჯოხებზე გადაკრული ქეჩებით აგებული ეს გადასატანი სახლები დაიშლება და სეზონური მიგრაციის დროს ისევ აიწყობა. ხის კარი უტყეო ზეგანზე დაბლობიდან შემოაქვთ.
გადმოწერა

შეტლენდის ლამინარიით სავსე ფსკერის ოქროსფერი სამყაროს ზემოთ დედა წავი დაცურავს და ფოტოგრაფ ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსს ათვალიერებს. მისი ბეწვიდან გამოქცეული ჰაერის გამჭვირვალე ბუშტები შამპანიურის მსგავს კვალს ტოვებს. თუ წყალში წავის პოვნა გსურთ, ბუშტუკებს მიჰყევით.
გადმოწერა

გველებს, გველის კვერცხებს და ხვლიკებს ბრინჯის ღვინოში ამარინადებენ. ადგილობრივთა თქმით, ამგვარი ნაყენების დალევა ტკივილს ამსუბუქებს, ორგანოებს ჯანმრთელ მდგომარეობაში ამყოფებს და მხნეობასა და სქესობრივ ენერგიას მატებს.
გადმოწერა

გასული ზაფხულის ერთ დილას, როცა მზე იუტას ეროვნული პარკის კანიონების თავზე ამოიწვერა, ღრუბლებმა პეიზაჟს დრამატიზმი შემატა. მუკოპადიაიმ (ინჟინერი) დაინახა, როგორ გაამშვენიერა სხივებმა სანახაობა. „ლანდშაფტის ხელოვნება არის უბრალოდ ყოფნა შესაბამის ადგილას შესაბამისი შუქით“, - ამბობს ის.
გადმოწერა

სოფლის მახლობლად, ბრინჯის ყანაში 59 წლის ფეხშიშველი ჰუანგ ვან ტანი გველებს (უპირატესად კობრას) დაეძებს. ის გრძელ ჭოკს იყენებს გველის დასამრგვალებლად, რომ შემდეგ შარვალში ჩაკეცილ ჩანთაში ჩასვას. რამდენიმე გველს ოჯახის გამოსაკვებად იტოვებს, დანარჩენს კი ადგილობრივ რესტორანსა და ექსპორტიორებს მიჰყიდის. კობრას ასობით დოლარის მოტანა შეუძლია, რაც ვიეტნამის სოფლისთვის ძალიან დიდი თანხაა.
გადმოწერა

ჯეიმსონის მამბას კბილის ღრმა ფოსოებში ისეთი ტოქსინებია, რომელთაც სასუნთქი გზების პარალიზება და რამდენიმე საათში ადამიანის მოკვლა შეუძლია.
გადმოწერა

დაახლოებით 20 მეტრზე აზიდული ანტარქტიდის ყინულის ლოდი პირველი შეეგება სმარტსა და მის დედას, როდესაც რუსული ყინულმჭრელით მოგზაურობდნენ ამ კონტინენტზე. ერთი ზღვის ბიოლოგი და გარემოსდამცველი ამბობს: ანტარქტიდა ის ადგილია, სადაც მაშინ მიდიხარ, როდესაც გსურს გაიგო, თუ როგორი იყო დედამიწა.
გადმოწერა

იასუნის ცაზე ცეცხლოვანი ნათება (გადაღებულია ხანგრძლივი ექსპოზიციით) ნავთობის ჭაბურღილიდან ამოსული აირის წვის ალითაა გამოწვეული. სანავთობე ოპერაციები სულ უფრო ახლო მოიწევს და განადგურების საფრთხეს უქმნის ამ პირველყოფილი ტყის უკანასკნელ ხელუხლებელ კუთხეს.
გადმოწერა

ფოტოხაფანგით გადაღებული იაგუარი. ის სანადიროდაა გამოსული იმ ადგილზე, რომელსაც ხშირად სტუმრობს მისი საყვარელი ნადავლი - ღორის მსგავსი პეკარი. გუარანის მოსახლეობის ერთ-ერთი მკვიდრი ჯგუფის რწმენით, იაგუარები წინაპართა სულები არიან. ისინი შამანებს ესიზმრებიან და ტყის დოვლათიანი სანადირო ადგილების შესახებ ამცნობენ.
გადმოწერა

თეთრმუცელა ობობასმაგვარი მაიმუნი (თეთრმუცელა კოატა). საშუალო სიგრძე 51 სანტიმეტრია.
გადმოწერა

სტრეპტოკოკი - ლაბორატორიული სინჯის ფერად გამოსახულებაში ელექტრონული მიკროსკოპი სტრეპტოკოკის წვრილ ჯაჭვებს აფიქსირებს. ზოგი სტრეპტოკოკური ინფექცია სასიკვდილოა, მაგრამ ჩვენს ორგანიზმში მცხოვრები ბევრი შტამი უვნებელია.
გადმოწერა

ნაწლავის ბაქტერიები - ადამიანის ნაწლავები ბაქტერიებითაა სავსე. ისინი გვეხმარებიან საკვების მონელებაში და ხელს უწყობენ ნაწლავების კედლების დაცვას. ნაწლავის ბაქტერიები წონის რეგულირებისა და ავტოიმუნური დაავადებების აცილებაშიც გვეხმარება.
გადმოწერა

კობალტისფრთიანი პატარა თუთიყუშების გუნდი გუბესთან. მეცნიერთა მიერ პარკში ფრინველთა 600-მდე სახეობაა იდენტიფიცირებული. აქ მწერების ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ ცალკეულ ჰექტარზე შეიძლება 100 000 სახეობაც იყოს, მათ შორის აქ გამოსახული არსებები.
გადმოწერა

პირის ღრუში არსებული მიკრობები.
გადმოწერა

გადარჩენით შოკირებულმა კორი რიჩარდსმა ავტოპორტრეტი გადაიღო, გაშერბრუმ II-ის ზვავიდან თავის დაღწევის შემდეგ ორიოდ წუთში. მისმა ჯგუფმა (ქვემოთ) ზამთარში პირველმა დალაშქრა პაკისტანის 8035-მეტრიანი მწვერვალი.
გადმოწერა

მეცნიერთა ჯგუფი დაბანაკებულია მაღალი ტემპერატურისა და მომწამვლელი აირების მომაკვდინებელ გარემოში. ფოტოგრაფი კარსტენ პიტერი დოკუმენტურად ასახავს მეცნიერთა მცდელობას, ჩაწვდნენ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მდებარე ნირაგონგოს ვულკანის ცეცხლოვან ბუნებას.
გადმოწერა

დედამიწიდან დაახლოებით 400 000 კილომეტრის მოშორებით, ასტრონავტი ჯეიმს ირვინი მხედრული სალმით აღნიშნავს აპოლო 15-ის მეოთხე პილოტირებულ მოგზაურობას მთვარეზე (1971წ.). დევიდ სკოტმა, მისიის ხელმძღვანელმა, დედამიწას რადიოთი გადმოსცა: „ახლა ვაცნობიერებ ადამიანური ბუნების ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას - ადამიანმა უნდა იკვლიოს“.
გადმოწერა

ორი კაცი ძლიერ ქარბუქში ყინულს ამტვრევს სასმელი წყლის მისაღებად. ეს ყოველდღიური საქმიანობა იყო ავსტრალიის მიერ დაფინანსებული, სამწლიანი სამეცნიერო ექსპედიციის წევრებისთვის 1911-1914 წლებში.
გადმოწერა

ადელი-პინგვინები ექსპედიციის წევრებისა და მათი ძაღლების საკვებს წარმოადგენდნენ, ისევე როგორც ერთგვარი გართობის წყაროს: ჯგუფის წევრები უჩუმრად ეპარებოდნენ კლდის პირას მდგარ პინგვინებს და ოკეანეში ყრიდნენ მათ.
გადმოწერა

ოჯახური მოგზაურობის დროს ეს მომენტი რეტლეჯისთვის ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩნდა: ის უყურებს, თუ როგორ იცინის და ტრიალებს მისი 14 წლის შვილი მორის კოშკში (ტოკიო). „ფოტოზე ემას ცეკვა ზედმიწევნით ასახავს, თუ როგორ გადადის გოგონა ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპიდან (საშუალო სკოლა) მეორე (უმაღლესი სკოლა) ეტაპზე“, - ამბობს ჟურნალისტი დედა.
გადმოწერა

ხანგრძლივი პანორამული ექსპოზიციით გადაღებისას ჯაჭვიანი კარუსელის გარშემო გასაფრენად მომზადებული კოსმოსური ხომალდის მსგავსად იკვრება სინათლის წრე. კარუსელის ტრიალი ზაფხულის საღამოს მხიარულ განწყობას ასახავს (შტატის ბაზრობა, მინესოტა).
გადმოწერა

იასუნის ეროვნულ პარკში (ეკვადორი) უამრავი სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. აქ შეხვდებით ბრომელიასებრებს, გვიმრებს და ორქიდებს, რომლებიც ფარავენ ბამბის ხეს მიწიდან 50 მეტრ სიმაღლეზე, და იაგუარებსაც, ნადავლის მოსაპოვებლად რომ დაძრწიან. ყოველ მათგანს ნავთობის მრეწველობის განვითარება საფრთხეს უქმნის.
გადმოწერა

ახალ გვინეაში კუდძაფა სამოთხის ფრინველი ჭაობში გალობს. შეწყვილების წინ მამრები ტორსის ქვედა ნაწილის 12 გამოშვერილ ღეპეპს მდედრებს სახეზე უცაცუნებენ. მეცნიერებმა არ იციან, რატომ. ალბათ მდედრებს ეღუტუნებათ.
გადმოწერა

ქვების გროვა, იგივე ოვუ, მონღოლეთში იმ ადგილის აღმნიშვნელია, სადაც სულები ჩნდებიან ხოლმე. პატივის მისაგებად მოგზაურები მას სამჯერ უვლიან გარს.
გადმოწერა

მტვრევადი ფიქალი ფართოვდება და იბზარება, როდესაც მას საბურღი მილით ათასობით მეტრის სიღრმიდან ტუმბავენ მაღლა. ეს ნიმუში დაახლოებით 2.50 სანტიმეტრია სიგრძე-სიგანეში. თეთრი ლაქები მარილის კრისტალებია - ნარჩენები უძველესი ზღვიდან, სადაც ფიქალი ჩამოყალიბდა. ფიქლის მიწისქვეშ დასამტვრევად და მის პორებში მომწყვდეული ბუნებრივი აირის შესაგროვებლად, კომპანიები მილიონობით ლიტრ მტვრევად სითხეს ტუმბამენ ჭის ქვეშ.
გადმოწერა

ფრინველის ბარტყები რომ არ შეეწუხებინა, ლიზა ფრანჩესკი ბატის სკორეში გაცოცდა, რათა ამ მობაჯბაჯე ჭუჭულის ფოტო გადაეღო ლონგ-აილენდში (ნიუ-იორკი) გუბურასთან, „სიცილს ვერ ვიკავებდი“, - ამბობს ორმოცდარვა წლის ექთანი. „ბატის ჭუჭული ჰგავდა ამერიკული ფეხბურთის გულშემატკივარს, თითქოს იძახდა: „გოოოლ!“
გადმოწერა

ბურხანის კლდის მწვერვალები ტყუპებივითაა ამოშვერილი ციმბირში მდებარე ბაიკალის ტბიდან, რომელიც მსოფლიოში მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარია. აზიელ ხალხს სჯერა, რომ ბაიკალის სულები ოლხონის კუნძულის ქვიან გაშიშვლებულ ქანებზე ბინადრობენ და ამიტომ აქ მომლოცველთა ნაკადი არ წყდება.
გადმოწერა

ირლანდიაში, ტეგასკის საკვები პროდუქტების კვლევით ცენტრში, არც ერთი დაბოყინება არ გამოეპარებათ. „ძროხები ფერმენტაციის მოსიარულე კამერები არიან“, - ამბობს მკვლევარი მეთიუ დეიტონი. თუმცა, მათ რაციონში ცხიმის დამატებით გამოყოფილი მეთანის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
გადმოწერა

ექვს ფრთიან ლოფორინას მედიდურად მოაქვს თავი. მამრი პაროტიები ცნობილნი არიან თავზე ექვსი ღეპეპითა და გახევებული ბუმბულებისგან ფორმირებული ბალერინის „პაჩკით“. ისინი ანთებენ გულმკერდის ნაირფერად ბუმბულებს, როდესაც მდედრებისთვის წარმოდგენას მართავენ. თითოეული მამრი რამდენიმე რადიუსზე ასუფთავებს ტყის საფარს, ქმნის სცენას, სადაც ასრულებს ექსცენტრიულ ცეკვას: აქეთ-იქით ხტის, რევერანსებს აკეთებს და თავს უკრავს მდედრს.
გადმოწერა

ირლანდიაში, ტეგასკის საკვები პროდუქტების კვლევით ცენტრში, არც ერთი დაბოყინება არ გამოეპარებათ. „ძროხები ფერმენტაციის მოსიარულე კამერები არიან“, - ამბობს მკვლევარი მეთიუ დეიტონი. თუმცა, მათ რაციონში ცხიმის დამატებით გამოყოფილი მეთანის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
გადმოწერა

პეკინში ზაფხულის ერთ საღამოს ლი ღრუბლების ფოტოსურათებს იღებდა სახურავიდან. ეს კოშკივით საავდრო ღრუბელი ელვამ გაანათა (ცენტრში, მარცხნივ). 31 წლის ფოტოჟურნალისტს ამ ეფექტმა ბირთვული აფეთქებისას წარმოქმნილი სოკოს ღრუბელი მოაგონა.
გადმოწერა

სპეციალური კუნთების საშუალებით შეწყვილების რიტუალის დროს ორვიმპელიანი სამოთხის ფრინველი თავზე ანტენის მსგავს ბუმბულებს 180 გრადუსზე შლის. ეს ბუმბულები მინიატურული ვიმპელების რიგითაა გაწყობილი და 50 სანტიმეტრამდე შეიძლება გაიზარდოს.
გადმოწერა

საფრანგეთში, კუნძულ ტევიეკზე, მეზოლითური ხანის სამარხზე აღმოჩენილი ორი ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ ირმის რქებით მორთულ სამარხში ერთად დაკრძალეს, ვარაუდობენ, რომ ისინი ზღვის მოქცევის გამო ტერიტორიების შემცირებით გამოწვეული დაპირისპირების მსხვერპლნი გახდნენ.
გადმოწერა

ხის (სახელად „გენერალი შერმანი“) ცოცხალი ვარჯი (ცენტრში) ერთ დროს მიუწვდომელი და საიდუმლოებით მოცული იყო. მეცნიერი სტივ სილეტი ხეების კვლევამ ახალ აღმოჩენებამდე მიიყვანა. ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენაა, რომ ეს ბებერი ხეები კვლავ სწრაფად იზრდებიან.
გადმოწერა

ალასკის ტბაზე შემოდგომის პირველი გამჭვირვალე ყინული ატყვევებს მეთანს, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ბუშტუკებად ამოდიოდა ფსკერიდან. გაზაფხულზე ის ჰაერში გამოიყოფა. მრავალწლოვანი ყინულის ლღობის შედეგად მთელ არქტიკაში ახალი ტბები ყალიბდება.
გადმოწერა
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია