იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ნეანდერტალელთა ტექნოლოგია
01.03.17
დავით ლორთქიფანიძე
მირიან კილაძე; დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ექსპონატებით მოყოლილი საქართველოს ისტორია.

სიტყვა „ნეანდერტალელი“ ხშირად ასოცირდება განუვითარებელ არსებასთან, თუმცა, თანამედ-როვე სამეცნიერო კვლევებით მტკიცდება, რომ მათ ბევრი საერთო აქვთ თანამედროვე ადამიანთან. სწორედ მათთანაა დაკავშირებული ტექნოლოგიური ინოვაცია – ქვის გაპობის რთული ტექნიკა, რომელსაც ლამელარულ-ლევალუაურ ტექნიკას უწოდებენ და მუსტიეური კულტურის სახელითაა ცნობილი.

1856 წელს, გერმანიაში, ნეანდერის ხეობაში მანამდე უცნობი ტიპის ადამიანის ნაშთებს მიაკვლიეს. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ჩონჩხი ავადმყოფი, რაქიტიანი ადამიანის იყო. ადგილობრივმა სკოლის მასწავლებელმა იოჰან ფულროტმა კი განსაზღვრა, რომ ნაშთები თანამედროვესგან განსხვავებულ ადამიანს ეკუთვნოდა. ადამიანის ამ ახალ ტიპს ნეანდერტალელი ეწოდა.

ჩვენგან განსხვავებით, ნეანდერტალელებს უფრო მასიური სხეული, გრძელი ქალა, თითქმის განუვითარებელი ნიკაპი და, ცივ გარემოსთან შესაგუებლად, ძალზე დიდი ცხვირი ჰქონდათ. მა-თი თავის ტვინის მოცულობა თანამედროვე ზომებს აღწევდა. ნეანდერტალელები სხეულის აგებულებით დღეს ჩრდილოეთში მცხოვრებ ესკიმოსებს წააგავდნენ.

მეცნიერები დიდხანს თვლიდნენ, რომ ჰომო საპიენსის ევრაზიაში გავრცელებამ ნეანდერტალელთა გადაშენება განაპირობა, თუმცა ნეანდერტალელისა და თანამედროვე ადამიანის გენომის უახლესი კვლევებისა და არქეოლოგიური მონაცემების შედეგად დადგინდა, რომ ნეანდერტალელები და ჰომო საპიენსები თანაარსებობდნენ და მათი შეჯვარებაც ხდებოდა…

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია