იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ხეების სიბრძნე
01.03.17
კეთი ნიუმანი
დაიენ კუკი და ლენ ჯენშელი

ისინი შთაგვაგონებენ, გვანუგეშებენ და შეგვახსენებენ, რომ ცხოვრება გრძელდება.

თითოეული ხე რაღაც ამბავს ჰყვება, მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრებით მრავლისმთქმელია და უამრავ მოგონებას, ფიქრსა და ტკივილს იტევს. ამ ხეებს ჩვენს წარმოსახვაში ვინახავთ, სადაც ისინი ჩვენი გასაოცარი ფანტაზიით შექმნილ, ჩვენივე შიშებით სავსე ტყეებში იზრდებიან. ზღაპრებსა და ლეგენდებში ტყე სულებისა და ჯადოქრების სამფლობელოა. ჩვენს ბავშვობაში აქ დიდი, ბოროტი მგელიც ბინადრობდა; შეიძლება, თეთრი ქორბუდა ირმისთვისაც მოგეკრა თვალი, მშვილდმომარჯვებულ მონადირეს რომ გაურბოდა. საჭირო დროსა და ადგილას განდეგილი ადამიანიც გამოჩნდებოდა და ზღაპრის კეთილ დასასრულს მოიტანდა.

ხეები იდეებსაც გვთავაზობენ. შთაგონების ატლასზე ყველაზე ცნობილი ვაშლის ხე ხის მესრითაა შემოსაზღვრული ლინკოლნშირის (ინგლისი) ბაღში. ამბობენ, 1666 წელს ამ ხიდან ვაშლი ჩამოვარდა და ერთ ახალგაზრდა კაცს, სახელად ისააკ ნიუტონს, ასეთი რამ აფიქრებინა: რატომ ეცემა ვაშლი ყოველთვის მიწის პერპენდიკულარულად?

ხე ბუნების მეხსიერების ბარათია, მოლეკულურ დონეზეც კი. ხის მერქანში დამატებული ყოველი რგოლი, ნახშირბადის სახით, წინა წლის ჰაერს ინახავს. ამგვარად, ხე მისი გარემომცველი გარემოს წლებსაც ინარჩუნებს.

ზოგჯერ ხეები ტკივილსაც გვაყენებენ. ამსტერდამში ანა ფრანკის სახლის წინ იდგა ერთი წაბლის ხე. ანა სხვენის ფანჯრიდან მთელი წელი აკვირდებოდა, როგორ იცვლებოდა მისი საყვარელი ხე, იმ საბედისწერო 1944 წლის 4 აგვისტომდე.

„ხე ცნობადისა“ - კოლექტიური მეხსიერების მატარებელი, ედემის ბაღში მდგარი ხე, რომელშიც უმანკოება და დანაკარგი განსხეულდა. სწორედ მისი ნაყოფია ცდუნების ვაშლი, რომლის მირთმევაც ძვირად დაგიჯდებოდათ...

ბავშვების მომცემი გინკგო ტოკიო, იაპონია. ლეგენდის თანახმად, ზოშიგაია-კიშიმოჯინის ტაძრის ეზოში აღმართულ ხეს ნაყოფიერება მოაქვს. თურმე, შთამომავლობის გამოსაკვებად, ის ბავშვებს სანსლავდა. მისთვის ჭკუის სასწავლებლად, ბუდამ ერთ-ერთი შვილი შესაწირ თასში დაუმალა. დასჯილმა კიშიმოჯინმა დაიფიცა, რომ ამიერიდან ყველა ბავშვს დაიცავდა.

ნიმის ხე ვარანასი, ინდოეთი. ჩრდილოეთ ინდოეთში ნიმის ხე ცნობილია, როგორც ყველა სნეულების მკურნალი და ინდუისტური ქალღმერთის, შიტალას, განსხეულება. მომლოცველები ამ ხეს ნან-გან-ბირ-ბაბას ტაძარში სტუმრობენ. „ჩემი ვაჟი დროზე ადრე დაიბადა... ექიმმა გვითხრა, რომ ის დაიღუპებოდა“, – უთხრა ერთმა კაცმა დევიდ ჰაბერმანს, ინდიანის უნივერსიტეტის თეო-ლოგს, რომელმაც ეს ამბავი ჩაიწერა. „მე ვილოცე მის ფესვებთან და... ბავშვი გადარჩა“. ხე შემო-სილია და ქალღმერთის ნიღაბი უკეთია.

ნიუტონის ვაშლის ხე ლინკოლნშირი, ინგლისი. ვაშლი, რომელიც ისააკ ნიუტონის სახლის წინ ხიდან ჩამოვარდა, სინამდვილეში, ამ დიდ ადამიანს თავში არ მოხვედრია. ის მიწაზე დაეცა. მაგრამ 1752 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, ნიუტონმა, სწორედ, ამ ვაშლის გამო ფიქრებში გართულმა აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი.
მექსიკური კვიპაროზი სანტა-მარია-დელ-ტულე, ოახაკა, მექსიკა. VI კლასის მოსწავლეები კვიპაროზის წინ გამოჭიმუ-ლან. ხის ტანის გარშემოწერილობა 36 მეტრია, დიამეტრი – დაახლოებით 11,5 მეტრი. ხის ვარ-ჯი თითქმის ორი ჩოგბურთის მოედნისხელაა. 1990-იანებში მექსიკის სახელმწიფომ პან-ამერი-კული გზატკეცილის მარშრუტი შეცვალა, რომ ხისთვის გამონაბოლქვით მიყენებული ზიანი შე-ემსუბუქებინა.
ბაობაბი დერბი, ავსტრალია. რა არ მიუცია ამ გაბერილ ხეს აბორიგენებისთვის: წყალი, საკვები, წამალი, თავშესაფარი, საფლავიც კი. დასავლეთ ავსტრალიაში ეს ბაობაბი საპყრობილის ხედაა ცნობილი. ამბობდნენ, რომ ხე დერბისკენ მიმავალი აბორიგენი ტყვეების დროებითი საპყრობილე იყო. თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს ამბავი ბნელი კოლონიური წარსულის საჩვენებლად შეთხზეს.
მთრთოლავი ვერხვი ფიშლეიკის ეროვნული ტყე, იუტა. მისი კლონი 47 000 ხის ტანისგან შედგება, 43 ჰექტარს ფა-რავს და 5,9 მილიონ კილოგრამს იწონის. ეს ყველაფერი ერთი ორგანიზმია. მთრთოლავი ვერხვი ერთი თესლიდან წარმოიშვა, შემდეგ კი ფესვთა მზარდი სისტემიდან ყლორტები ამოიყარა. გე-ნეტიკურად თითოეული ტანი იდენტურია და მაქსიმუმ 150 წლის, თუმცა ფესვთა სისტემა, შე-საძლოა, პლანეტის უძველესი ცოცხალი ორგანიზმიც იყოს.
მანგოს ხე ნაუნდე, მოზამბიკი. ეს მანგოს ხე უფრო მეტია, ვიდრე ჩრდილი სუბსაჰარული მზის ქვეშ. სხვა „შეკრების“ ხეების მსგავსად, ისიც ზღაპრების მოყოლისა და რიტუალების ადგილია. „აქ ხვდე-ბიან და საუბრობენ, ეძებენ კომპრომისს, წყვეტენ დავებს, აგვარებენ კონფლიქტს და აძლიერე-ბენ ერთობას“, – წერდა თავის მემუარში განელი დიპლომატი, გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი. „თუ პრობლემა გაქვთ, რომელსაც ვერ ჭრით, ხვალ აქ დაბრუნდით და კვლავ ვისა-უბროთ“.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია