იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
გენიოსი
01.05.17
კლაუდია კალბი
პაოლო ვუდსი

კაცობრიობის ისტორიას ახსოვს ის იშვიათი ინდივიდები, რომელთაც უზარმაზარი კვალი დატოვეს ლიტერატურაში, ხელოვნებასა თუ მეცნიერებაში. „გენიოსი ისე ანათებს თავის ეპოქას, როგორც კომეტა პლანეტების სავალ გზებს“, წერდა გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი. ასეთი იყო აინშტაინი. ადამიანმა, რომელმაც მხოლოდ საკუთარი გონების ძალით ფარდობითობის ზოგად თეორიაში დაუშვა, რომ აჩქარებული მასიური ობიექტები (ერთმანეთის გარშემო მბრუნავი შავი ხვრელები) ჭავლს წარმოქმნიან სივრცე-დროის ქსოვილში. ასი წელიწადი, უზარმაზარი კომპიუტერული ძალა და უდახვეწილესი ტექნოლოგიები დასჭირდა ისეთი გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას, რაც აინშტაინის თეორიის ჭეშმარიტებას დაამტკიცებდა.

ხანდახან, იღბალი, პერსპექტივა და შესაძლებლობა თანხვედრაში მოდის. თუკი არსებობს ადამიანი, რომელშიც გენიოსის არსი ყველა ასპექტში გამოვლინდა, მისი ცალკეული კომპონენტებით დაწყებული, საუკუნოვანი გავლენით დამთავრებული, ეს ლეონარდო და ვინჩია. 1452 წელს დაბადებულმა ლეონარდომ ცხოვრება იტალიაში, ტოსკანას გორაკებზე ფერმერის ქვის სახლში დაიწყო. ასეთი უბრალო დასაწყისიდან ლეონარდოს ინტელექტი და არტისტიზმი მართლაც რომ კომეტასავით აიჭრა ზევით. უპრეცედენტოა მისი მასშტაბი - ფერმწერის თვალი, ადამიანის ანატომიის უბადლო ცოდნა თუ საინჟინრო წინასწარმეტყველება.

როგორ მუშაობს ასეტი ადამიანის გონება ჩვენთვის ჯერაც მკაცრადაა შემოხაზული დედამიწისეული საზღვრებით. რატომ იყო გამორჩეული მათი აზროვნების პროცესი? რით განსხვავდებოდა გენიოსების გონებრივი შესაძლებლობები მათივე ბრწყინვალე თანამედროვეებისგან? რა ქმნის გენიოსს?

გენიოსობის უტყუარი საზომია, უძლებს თუ არა საუკუნეებს მისი ნაშრომი. 500 წელზე მეტია, რაც ფლორენციაში, აკადემიის გალერეაში, მიქელანჯელოს „დავითი“ ღტაცებულ მნახველებს გადმოჰყურებს. 517 სმ სიმაღლის ქანდაკება მარმარილოს მთლიანი ლოდისგანაა გამოკვეთილი.

აუტიზმის მქონე ბრიტანელმა მხატვარმა, სტივენ უილტშირმა მეხიკოს ვერტმფრენიდან გადაავლო თვალი და ქალაქის ზუსტი პანორამა დახატა. ფსიქიატრი დაროლდ ტრეფერტი ფიქრობს, რომ ემოქმედებით რეზერვებზე წვდომას ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის უნიკალური კავშირი განაპირობებს.
კით ჯარეტი იმპროვიზაციისას.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია