იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ყინულის კრიზისი
01.07.17
დუგლას ფოქსი
კამილ სიმანი

პაინ-აილენდის შელფური მყინვარი მატარებლების შეჯახების შენელებულ კადრს ჰგავს აეროფოტოზე. მისი დეფორმირებული ზედაპირი ათასობით უზარმაზარი ნაპრალითაა დასერილი. კიდეები თითქმის ნახევარი კილომეტრის სიგანის ბზარებითაა დახეთქილი. 2015-2016 წლებში მას 580 კვ. კმ ფართობის მქონე ვეებერთელა ნატეხი მოსწყდა და ამუნდსენის ზღვაში შეცურდა. ბოლო რამდენიმე ათწლეულში წყალი ნახევარი გრადუსით გათბა, ყინულის დნობისა და მყინვარისგან აისბერგების წარმოშობის სიხშირე კი გაოთხმაგდა.

ყინულის ფარს მხოლოდ მისი განაპირა შელფური მყინვარები აკავებს – აუზის კიდეებზე, იზოლირებულ მთებსა და კლდის შვერილებზე მიბჯენილი ეს მოტივტივე ჯებირები ჩამოშლას იწყებს. დასავლეთ ანტარქტიდის წყნარი ოკეანის ნაპირზე, მთელ ამუნდსენის ზღვაში ყინულოვანი შელფები სუსტდება და მათ მიღმა მდებარე მყინვარები უკან იხევს. ბევრ ადგილას პაინ-აილენდის შელფური მყინვარი 400 მეტრამდე სისქისაა. 1994-დან 2012 წლამდე იგი საშუალოდ, 45 მეტრით გათხელდა.

დღესდღეობით ყინული დასავლეთ ანტარქტიდის დიდ ტერიტორიებზე იკარგება. 1950 წლის შემდეგ, ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში საშუალო წლიურმა ტემპერატურამ თითქმის 2,5°C-ით იმატა, დანარჩენ პლანეტასთან შედარებით რამდენიმეჯერ უფრო სწრაფად, ხოლო ზამთარში 5°C-ით დათბა. ახლა ზღვის ყინული წელიწადში შვიდის ნაცვლად, მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში წარმოიქმნება.

„ეს დედამიწაზე ყველაზე სწრაფად მოძრავი მყინვარებია“, – ამბობს NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის გლაციოლოგი ერიკ რინიოტი. მეცნიერის აზრით, დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის ფარის ჩამოშლა გარდაუვალია. უბრალოდ, საკითხავია როდის - 500 წელიწადში თუ 100-ზე ნაკლებში და ეყოფა თუ არა კაცობრიობას დრო მოსამზადებლად.

ანტარქტიდის დასავლეთი სწრაფად თბება. 674 აისბერგის 90% უკან იხევს და უფრო მეტ აისბერგს წარმოშობს. ასეთია ეს აისბერგიც ანდვორდის ყურეში.

ავსტრალიელი მკვლევრები ტოტენის მყინვარზე ნაპრალებს ეძებენ. თანდათან ისიც სახიფათო ხდება. შემდეგ მყინვარის მოძრაობისა და გათხელების სიჩქარის გასაზომ ხელსაწყოებს გამოიყენებენ.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია