იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ხევსურული საჭურველი
01.08.17
დავით ლორთქიფანიძე
მირიან კილაძე

ქართველები ოდითგანვე საუკეთესო მეომრებად იყვნენ ცნობილნი. აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე მდებარე პატარა ქვეყანა, ყოველთვის ძლიერი სახელმწიფოების ინტერესის საგანს წარმოადგენდა და ქართველი ხალხიც იძულებული იყო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მუდმივ მზადყოფნაში ყოფილიყო. ამან თავისებურად განსაზღვრა საქართველოში საბრძოლო იარაღისა თუ სავარჯიშო და სათამაშო ხელოვნებების განვითარების გზა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოგრაფიული კოლექციების უფროსი კურატორების, მამუკა ქაფიანიძის და გულნარა კვანტრიძის მიერ, ჯანაშიას მუზეუმის „XVIII-XX საუკუნეების ქართული კოსტიუმისა და იარაღის“ დროებით გამოფენაზე ოსტატურად წარმოდგენილი ხევსურული იარაღი გამორჩეულ ადგილს იკავებს ქართულ საბრძოლო საჭურველში და უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს.

ხევსურული ხმალი მკვეთელი იარაღია, ფარი – თავდასაცავი, ხოლო საცერული იარაღის დასარტყამ კატეგორიას განეკუთვნება. საჭურვლის სამივე სახეობა ხასიათდება გამოკვეთილი ხევსურული მოტივებით და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფასდაუდებელი საგანძურია.

ხშირად ქართველი ოსტატები ადგილობრივი ტრადიციებით დამზადებულ ხმლის პირებს ევროპულ დამღებს ასვამდნენ, რადგან ევროპული იარაღიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში. ხევსურეთში ევროპული ხმლების საერთო სახელწოდებად „ფრანგული“ იყო მიღებული. აქ წარმოდგენილ ხმლის პირზეც იკითხება ევროპული დამღა, თუმცა მისი ტარისა და ქარქაშის დამზადების ტექნოლოგია და დეკორი მის წმინდა ხევსურულ წარმომავლობაზე მეტყველებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ხევსურული მცირე ზომის `უბისფარი“. ის ჩვეულებრივ ფართან შედარებით, ძალზე პატარაა (დიამეტრი: 20-22სმ). მზადდებოდა რკინის ფირფიტისგან და რკინითვე იჭედებოდა. „უბისფარს“ ფარულად, გულის დასაცავად ჩოხის (ტალავარის) ქვეშ, უბეში ატარებდნენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მას საბრძოლველადაც იყენებდნენ. თუ მებრძოლს თან სხვა იარაღი არ ჰქონდა, მარჯვენა ხელით ამოაძრობდა უბიდან პატარა ფარს და

მხოლოდ ხევსურეთში საცერულის ათამდე სახეობა არსებობდა, აქ ნაჩვენებია მე-18 და მე-19 საუკუნის ნიმუშები – ხერხულა, ზურგანა და აფთარი.

მოწინააღმდეგეს შემოჰკრავდა – „ჩააფარებდა“.

მცირე ზომის ბეჭდისმაგვარ კასტეტთა – საცერულთა (სათითენი) საცემი, სასრესი და საჩხუტი ნაირსახეობებიც ხევსური მებრძოლების განუყრელ იარაღს წარმოადგენდა. ცალ თითზე წამოსაცმელი სათითე საკმაოდ მრისხანე იარაღია მჭიდრო შერკინებაში. მორკინალი მას საკუთარი ხელწერისა და ოსტატობის შესაბამისად ირჩევდა.

დაბოლოს, იმ უმძიმეს ისტორიულ ეპოქებს, რომლის დროსაც მრავალი სახელმწიფო თუ კულტურული წარმონაქმნი სრულიად განადგურდა, საქართველომ მოახერხა გადარჩენა, რაშიც დიდი როლი ქართულმა საბრძოლო ხელოვნებამ და საბრძოლო საშუალებებმა ითამაშა.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია