იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
კოსმოსური რბოლა
01.08.17
სემ ჰოუ ვერჰოვეკი
ვენსან ფურნიე

თითქმის 50 წლის შემდეგ მთვარეზე პირველ გაფრენაში უმთავრესი შეჯიბრების დასასრულიდან, როცა შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი სახელმწიფო ბიუჯეტის უზარმაზარ ნაწილს ხარჯავდნენ, დღეს თავშესაქცევი ახალი რბოლაა წამოწყებული კოსმოსში ჩვენი უახლოესი მეზობლისკენ. ეს ახალი შეჯიბრება უმეტესად კერძო კაპიტალით ფინანსდება და ხარჯიც ბევრად ნაკლებია. პრემია 20 მილიონი დოლარი „Google Lunar XPrize“ ანუ „GLXP“ გადაეცემა ხუთი ფინალისტი გუნდიდან, ერთს. ისინი ისტორიაში პირველი, კერძო დაფინანსებით მომუშავე გუნდებია, რომლებიც ცდილობენ საფრენი აპარატის მთვარის ზედაპირზე დაშვებასა და მისი საშუალებით, დედამიწაზე მაღალი ხარისხის გამოსახულების გადმოცემას.

მრავალფეროვანია გუნდების მიდგომები და კომერციული პარტნიორობაც სამი ძირითადი საკითხის გადაწყვეტის საქმეში; დედამიწიდან გაშვება, მთვარეზე დაშვება და შემდეგ გადაადგილება მონაცემთა შესაგროვებლად და გადმოსაცემად. მესამე დავალებასთან გასამკლავებლად, სამი გუნდი მთვარის ტრადიციული ყველგანმავლის, გაშვებას გეგმავს; დანარჩენი ორი საკუთარი ყველგანმავლის გამოყენებას აპირებს: 500-მეტრიანი მანძილის დაფარვა მათ სვლის ნაცვლად, „ნახტომებით“ ურჩევნიათ.

უდავოა, რომ გამარჯვებული გუნდი გაცილებით მეტს დახარჯავს, ვიდრე პრემიის სახით მიიღებს. თუმცა, იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო აღიარება საბოლოო ჯამში დიდ მოგებას მოიტანს.

ეს ახალი რბოლა კოსმოსში სვამს კითხვას: მართლაც შესაძლებელია, თუ არა, იდუმალსა და უსასრულო კოსმოსში გასვლის გარისკვით, ფულის შოვნა? ბევრი მეწარმისთვის და მეცნიერისთვის პასუხია ენთუზიაზმით აღსავსე: „დიახ!“

TeamIndus, ინდოეთი. 7,5 კგ-იანი მთვარემავალი, კოდური სახელწოდებით ECA, ბანგალორში გამოიცდება. მასზე დამაგრებული ჰელიუმიანი დიდი ბუშტი მთვარის გრავიტაციის სიმულაციას ახდენს, რაც დედამიწის გრავიტაციის ერთ მეექვსედს შეესაბამება.

გერმანია. PT Scientists-ის აგებული Audi Lunar Quattro 120°C-მდე გაცხელებულ მიწაზე 1000 ვატი სინათლის ქვეშ დგას – მთვარის პირობებში. ამ მთვარემავალს შეუძლია „პირადი, კომერციული, საგანმანათლებლო ან ტექნოლოგიური ღირებულების“ ტვირთის წაღება.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია