იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
პატარა ქვეყანა, რომელიც მთელ მსოფლიოს კვებავს
01.09.17
ფრენკ ვივიანო
ლუკა ლოკატელი

თითქმის 20 წლის წინ ჰოლანდიამ მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა დასახა, დევიზით: „ორჯერ მეტი სურსათი ორჯერ ნაკლები რესურსით“. 2000 წლიდან ფერმერებმა ძირითადი მოსავლის წყალზე დამოკიდებულება 90%- ით შეამცირეს; სათბურებში ქიმიური პესტიციდების გამოყენება თითქმის ნულამდე დაიყვანეს; 2009 წლიდან ჰოლანდიაში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში 60%- ით შემცირდა ანტიბიოტიკების გამოყენება.

ეს ყველაფერი კიდევ უფრო გასაოცარია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად პატარა და მჭიდროდ დასახლებულია ჰოლანდია: კვადრატულ კილომეტრზე 500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ციდან თუ გადმოხედავთ, ჰოლანდიას სურსათის ვერცერთ დიდ მწარმოებელს მიამსგავსებთ: დამუშავებული მიწის ფერად-ფერადი ნაჭრების უმეტესობა სოფლის მეურნეობის ბიზნესის სტანდარტებით ძალიან პატარაა. მას აკლია ყველა ის რესურსი, რომელიც ოდითგანვე აუცილებლად ითვლებოდა განვითარებული სოფლის მეურნეობისთვის. არადა, ღირებულების მიხედვით, ის მსოფლიოში სურსათის რიგით მეორე ექსპორტიორია და მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება, რომელსაც ჰოლანდიაზე 270-ჯერ დიდი ტერიტორია აქვს. ჰოლანდია, ასევე, ღირებულების მიხედვით, მსოფლიოში კარტოფილისა და ხახვის ექსპორტით ლიდერობს და ბოსტნეულის რიგით მეორე ექსპორტიორია. ბოსტნეულის თესლის მსოფლიო ბაზრის მესამედზე მეტი ჰოლანდიაზე მოდის.

რა არის ამ ქვეყნის საიდუმლო?

ქათამზე მოთხოვნა იზრდება. ჰოლანდიაში წარმოების ზრდის ტექნოლოგიაზე მუშაობენ, ფრინველისთვის ჰუმანური პირობების შენარჩუნებით. ამ ფერმაში 150 000-მდე ქათამს ზრდიან.

როგორ უნდა დავუდგათ პომიდვრებს შუქდიოდური განათება, რათა საუკეთესო მოსავალი მივიღოთ? ფიტომეცნიერი ჰენკ კალკმანი პასუხს ბლეისვეიკის „დელფის გაუმჯობესების ცენტრში“ ეძებს. ჰოლანდიური ინოვაციის საფუძველი მკვლევრებისა და მეწარმეების თანამშრომლობაა.
ვაგენინგენის უნივერსიტეტის რძის პროდუქტების კამპუსში, სადაც მკვლევრები მჭიდროდ დასახლებულ ნიდერლანდში რძის პროდუქტების წარმოებაზე მუშაობენ, ერთი მბრუნავი მანქანით, საათში 150 ძროხას წველიან.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია