იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
სასაქონლო ნიშანი
01.10.17
დავით ლორთქიფანიძე

ზოგადად,სასაქონლო ნიშანი ინდუსტრიულ კაპიტალიზმთან ასოცირდება. მისი სინონიმი კი – სიტყვა „ბრენდი“, ძალიან პოპულარული ტერმინია თანამედროვე საზოგადოებაში. თუმცა, საინტერესოა, როდის ჩნდება პირველი სასაქონლო ნიშანი ან პირველი ბრენდირებული პროდუქცია კაცობრიობის ისტორიაში? საბაზრო ეკონომიკის ელემენტები უძველეს ეპოქაში იღებს სათავეს და პირველადი მოხმარების საგნების გაცვლით იწყება. ვარაუდობენ, რომ პირველი სასაქონლო ნიშნები უკვე ბრინჯაოს ხანაში, ზოგიერთი მეცნიერის აზრით კი, სულაც ნეოლითის ეპოქაში ჩნდება შუამდინარეთში. სავარაუდოდ, დამღის – თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ლოგოს შექმნის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდათ ადამიანებს, რაც მასობრივი წარმოების დაწყება გახდა საჭირო და კონკრეტული ოჯახები თუ ადამიანები რომელიმე სპეციალობაში დახელოვნდნენ. დამღა იმთავითვე ხარისხის ნიშანი იყო და მეტად სავარაუდოა, რომ კარგი სახელის მქონე ხელოსანს კლიენტიც ბევრი ეყოლებოდა. სასაქონლო ნიშნის შემოღებამ კი, კიდევ უფრო დააჩქარა და განავითარა ვაჭრობის კულტურა და ერთ ეპოქალურ სიბრტყეში მდებარე სახელმწიფოების „ბიზნესურთიერთობების“ ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. მინდა, ამჯერად ერთ აღმოჩენაზე მოგითხროთ; ვანის ერთ-ერთ სამარხში, ფილიპე მაკედონელის ოქროს მონეტასთან ერთად, აღმოჩნდა. თიხის სინოპური ამფორაც. ის ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ღირსი ცალ ყურზე დატანილი სწორკუთხა დამღის გამო გახდა. სამსტრიქონიანი ბერძნული წარწერა და ემბლემა - დელფინზე დაფრენილი არწივი იკითხება. წარწერა შეიცავს კერამიკული სახელოსნოს პატრონის - ჰისტიაიოსისადა ასტინომოსის (წარმოებაზე ასუხისმგებელი მოხელე) – კიროსის სახელებს. ჰისტიაიოსის სახელი, დელფინზე დაფრენილი არწივის ნიშანთან ერთად, მხოლოდ უადრესი დამღების ჯგუფზე გვხვდება, შესაბამისად, ამფორის დამზადების თარიღიც ვიცით – დაახლოებით ძვ.წ. 360-320 წწ. დარწმუნებული

დამღა თიხის ჭურჭელზე

ვარ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა გველის, საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი ეს ამფორა, კი კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია იმისა, რომ ანტიკური კოლხეთი იყო ქვეყანა, რომელსაც მჭიდრო პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა იმ პერიოდში არსებულ ცივილიზაციებთან.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია