იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
მალე ლეოპარდიც გამოჩნდება
01.10.17
ბოგდანა ვაშჩენკო
ვიქტორ ლიაგუშკინი, ნიკა წიკლაური

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1935 წელს დაარსდა. მაშინ ის სულ რაღაც 84,8 კმ2-ზე იყო გადაჭიმული და უნიკალურ ნათელ ტყეებსა და მცენარის 664 სახეობას (რომელთაგანაც 40 კავკასიის ენდემი) მოიცავდა.

თანამედროვე დაცული ტერიტორია 10-ჯერ დიდია და მოიცავს როგორც ძველ ნაკრძალს (რომელიც იმდენად მკაცრადაა დაცული, რომ შიგნით მხოლოდ თანამშრომლებსა და მეცნიერებს უშვებენ), ისე თავად პარკს, სადაც მანქანით, ფეხით ან ველოსიპედით სეირნობა და ტრადიციული საქმიანობების წარმოება შეგიძლიათ: მაგალითად, ცხვრის მწყემსვა.

თუში მეცხვარე მთელ ზაფხულს ცხვართან ერთად მთაში ატარებს, ზამთარში კი ზამთრის საძოვრებზე ჩამოდის. საბჭოთა კავშირის დროს ბევრი მათგანი ზამთარში ცხვართან ერთად დაღესტანსა და სხვა რესპუბლიკებში მიდიოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, ეს შეუძლებელი გახდა. ვაშლოვანის საძოვრებზე ზეწოლა გაიზარდა. მწყემსებს წასასვლელი არ ჰქონდათ. ახლა ძნელია იმის გაგება, თუ ვინ თქვა პირველი წინდაუხედავი სიტყვა, მაგრამ კონფლიქტი დაიწყო.

„არსებული სიტუაციით, კონსერვაცია კონფლიქტში მოდიოდა ტრადიციულ მომხმარებელთან. მეცხვარეებთან კონფლიქტი შეცდომა იყო“, - ამბობს „ნაკრესის“ მმართველი საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი შავგულიძე.

„ნაკრესმა“ სხვა მიდგომა აირჩია - ცხვარი ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნია. ნაკრესელთა აზრით, ცხვრის ძოვება არ იყო ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი ან დადებითი ფაქტორი. ის არსებული ფაქტორი იყო. მათ უნდა ემუშავათ მეცხვარეებთან და შეემუშავებინათ უარყოფითი ასპექტების ეფექტიანად მართვის გეგმა.

ვაშლოვანში 46 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს: მგელი და დათვი, ფოცხვერი და ზოლიანი აფთარი. სხვა მტაცებლებიდან, აქ სახლობენ ველური კატები, მელები თუ ტურები. გარეული ღორი და ქურციკიც აქაა. 16 სახეობის

ეს ნოეა, ლეოპარდი, რომელიც ვაშლოვანის ტერიტორიაზე სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა. ის 2004 წელს გაება მკვლევრების მიერ დაგებულ ფოტოხაფანგში. რამდენიმე წლის შემდეგ სამწუხაროდ ის ისევ გაქრა. ფოტო: ნიკა წიკლაური

თევზი დაცურავს მდინარე ალაზანში, რომელიც დაცულ ტერიტორიას ესაზღვრება და 25 სახეობის რეპტილიაა გავრცელებული, რომელთა შორის არის ხმელთაშუაზღვის კუ, კავკასიური აგამა (ჯოჯო), კავკასიური ქვიშის მახრჩობელა გველი და გიურზა. 26 სახეობის მტაცებელი ფრინველი სერავს ვაშლოვანის ცას - ბექობის არწივის, ორბის, ძერას, კაკაჩასა და გველიჭამია არწივის ჩათვლით. უამრავ ფრინველს შორისაა ხოხობი და კაკაბი, კვირიონი და ჩიტბატონა, სასარაკი თუ დურაჯი.

ლეოპარდი კი ვაშლოვანში 2004 წელს მოულოდნელად გამოჩნდა. ნაკრესის თანამშრომელმა, ბიოლოგმა ბეჟან ლორთქიფანიძემ და გიორგი დარჩიაშვილმა დიდი თათების ნაკვალევი შენიშნეს. ბეჟანმა ფოტომახეები გამართა იმ ადგილებში, სადაც იდუმალი მტაცებელი ჩნდებოდა და სულ მალე ფირზე ცხოველიც აღიბეჭდა.

სამწუხაროდ, რამდენიმე წლის შემდეგ ნოე (ასე შეარქვეს ლეოპარდს) ისევ უკვალოდ გაუჩინარდა.

ბევრისგან განსხვავებით, ირაკლი არ ფიქრობს, რომ ნოე მოკვდა ან მოკლეს. „ჯარიმის მიუხედავად, ვერცერთი ბრაკონიერი ვერ შეიკავებდა თავს იმაზე ტრაბახისგან, რომ ასეთი ცხოველი მოკლა. თანაც, ერთადერთი საქართველოში!“ ვხვდები, რამდენს ნიშნავდა მათთვის ეს ლეოპარდი, რომლისთვისაც არც ეს სახელი დაურქმევიათ შემთხვევით. ლეოპარდი ახდენილი ოცნებების სიმბოლოდ იქცა, სიმბოლოდ იმისა, რომ შეუძლებელი შესაძლებელი შეიძლება იყოს. ლეოპარდი ნიშანს აძლევდა და აძლიერებდა მათ, ვისაც ამ ნიშნების გაგება შეეძლო.

ხის ნაზ ტოტზე ყაპყაპი შემომჯდარა. ეს შაბიამნისფრად მოელვარე ფრინველი ტყის, ბუჩქნარისა თუ ბაღ-ვენახების ბინადარია

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია