იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
უკანასკნელი თაფლზე მონადირე
01.12.17
მარკ სინოტი
რენან ოზთურქი

90 მეტრის სიმაღლეზე დაკიდებულ ბამბუკის დაწნულ კიბეზემაული დჰანი დგას და კლდის ერთ მონაკვეთს ათვალიერებს. აქ უნდა აძვრეს და მიზანსაც მიაღწევს - ათასობით ჰიმალაიური გიგანტური ფუტკრის მფეთქავ მასას. ეს ფუტკრები ლიტრობით წებოვან, მოწითალო ფერის სითხეს,ე.წ. „შეშლილ თაფლს“ დარაჯობენ, რომელიც ჰალუცინოგენური თვისებების წყალობით, აზიის შავ ბაზარზე კილოგრამი 30-40 დოლარად, ჩვეულებრივ ნეპალურ თაფლზე დაახლოებით ექვსჯერ ძვირად იყიდება.

ჰიმალაიური ფუტკარი რამდენიმე სახის თაფლს ამზადებს. თაფლის ტიპი დამოკიდებულიასეზონსა და ზღვის დონიდანიმ ყვავილების მდებარეობაზე, რომლებიც ფუტკრისსაკვებ ნექტარს წარმოქმნის. გაზაფხულის თაფლის ფსიქოტროპულიეფექტის გამომწვევიმასიური როდოდენდრონის ხისყვავილებში აღმოჩენილი ტოქსინებია. როდოდენდრონის ღია ვარდისფერი, წითელი და თეთრი ყვავილები, ყოველწლიურად,მარტსა და აპრილში იშლება ჰონგუს ხეობის გორაკების ჩრდილოეთ ფერდობებზე.

მაულისთვის თაფლის მოპოვება ფულის შოვნის ერთადერთი საშუალებაა. ფული კი იმ პროდუქტის შესაძენად სჭირდება, რომელსაც თავად ვერ ამზადებს (მათ შორის - მარილსა და საკვებ ზეთს).

საუკუნეების განმავლობაში, კულუნგის ტომის ხალხი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. მათი საცხოვრებელი მდინარე ჰონგუს მიერ გამოკვეთილი ღრმა ხეობაა, რომელიც გაუვალი ჯუნგლებითაა გარშემორტყმული. ევერესტი ჰიმალაის ამ მთისწინეთის ჩრდილოეთით, სულ რაღაც ერთიხეობის იქითაა, მაგრამ ეს ადგილი მაინც იზოლირებული და მიყრუებულია.

თუმცა,წლიდან წლამდე გარე სამყარო სულ უფრო ახლოვდება. სადიდან,მისი სოფლიდან ორი დღის სავალზე, გრუნტის გზა გაიჭრა და სამუშაოები დაიწყო ტრეკინგის ტურისტულ მარშრუტზე, რომელიცსადისა და მეზობელი სოფლების ტრეკინგის ზონასთან დამაკავშირებელ ხეობაში, მდინარის ზედა შენაკადებს გაივლის.

მაული და კულუნგის სხვა უხუცესებიკატმანდუს ჯერ კიდევ „ნეპალად“ მოიხსენიებენ - გარდა იმ ადგილისა,სადაც თავად ცხოვრობენ. მათ

ასდჰან კულუნგმა (მარჯვნივ) თოკები სკაზე მიამაგრა და მაგრად უჭირავს, სანამ მაული მას კლდიდან მოხერხავს. სკის ნაწილებს მოგლეჯენ და თოკებით დაუშვებენ მიწაზე. შეიძლება, ეს პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდეს.

ცნობიერებაში დედაქალაქი უცხო ქვეყანაა, მათი პაწაწინასამკვიდრებლის შორეული მეზობელი. თუმცა,გარემო იმდენად სწრაფად იცვლება, რომ საზღვრები და ამ უძველესი თემის იდუმალებაც თანდათან ქრება.

ჯუნგლებში 13 კილომეტრის გავლის შემდეგ, მაულის ჯგუფი ამ ადგილამდე მოვიდა. მაული კვამლისა და ფუტკრების ღრუბელში, მდინარე ჰონგუს თავზე, კლდის წვერზე დამაგრებული დაწნული კიბით ჰკიდია და ბამბუკის ჭოკით ამტვრევს სკას, კლდიდან ჩამოსატეხად.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია