იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
აფრიკის ტექნოლოგიური თაობა
01.12.17
რობერტ დრეიპერი
კირილ იაზბეკი

2004 წლის ერთ დღეს კენიის სოფელში, რომელსაც „ინჟინერი“ ჰქვია, იქ ოდესღაც მდებარე ინგლისელის კუთვნილი მოწყობილობების შესაკეთებელი საამქროს გამო, გამხდარმა, ახლომხედველმა ბიჭუნამ საბეჭდ მაღაზიას ჩაუარა და პირველად დაინახა საოცარი რამ -კომპიუტერი.

2010 წელს 18 წლის კომპიუტერის ჯადოქარი რუანდის დედაქალაქ კიგალიში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ კიგალი აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და უსაფრთხო ქალაქი იყო, მისი სატრანსპორტო სისტემა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, კონტინენტის სტანდარტის შესაბამისად. არასაიმედო, ხალხით გადავსებული და ნელი ავტობუსების მგზავრთა უმეტესობა მოტოციკლი-ტაქსის მძღოლების იმედზე იყო, რომელთა დაუდევრობაც საყოველთაოდ ცნობილია. მართლაც, სუბსაჰარულ აფრიკაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისასდაღუპულთა რიცხვი თითქმის გაუთანაბრდა შიდსისა და მალარიისგან გარდაცვლილთა რაოდენობას. პოლიციის სტატისტიკაც მიუთითებს, რომ კიგალიში მომხდარი ავარიების 80%-ში მოტოციკლი ფიგურირებს. ამ ფაქტმა დააფიქრა კარიუკი და მისი მეგობარი, ბარეტ ნეში. როგორ მოეხერხებინათ კიგალის უზრუნველყოფა „უბერის“ მსგავსი მოტოციკლი-ტაქსების მომსახურებით, რომელიც ეფექტური, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო იქნებოდა?

რუანდული სტარტაპი SafeMotos-ი დღეს მოტოციკლით მგზავრობის უდიდესი კომპანიაა აფრიკაში. ის 400-ზე მეტ ლიცენზირებულ მოტოციკლი-ტაქსის მძღოლთან თანამშრომლობს.

ინჟინრის სიამაყე ციფრულ მეწარმეთა ტალღას ეკუთვნის, რომლის მიზანი სუბსაჰარული აფრიკის გარდაქმნაა. მათი გამოჩენა კონტინენტზე მობილური ტელეფონების საყოველთაო გავრცელებასა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შემოსვლას ემთხვევა. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ათობით მილიონი დოლარის ვენჩურული კაპიტალი გავიდა დასავლეთიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კენია, რუანდა, ნიგერია და სამხრეთ აფრიკა. შედეგი კი ინოვატორთა თაობაა, რომელთა იდეებმაც, შესაძლოა, SafeMotos-ის მსგავსად, გააუმჯობესოს აფრიკელების ცხოვრება.

სამბურუს ქალები კომპიუტერებს საკლასო ოთახში, ნაირობის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებაში ეცნობიან. ეს პლანშეტური კომპიუტერები ინტერნეტს სატელიტის მეშვეობით უკავშირდება დამათში თავიდანვეა ჩატვირთული საგანმანათლებლო პროგრამები. ტექნოლოგია აფრიკის იზოლირებულ რეგიონებში უმთავრესად იაფი მობილური ტელეფონების სახით ვრცელდება.

რუანდამ პირობა დადო, რომ მოსწავლეებს ციფრულ სამყაროს აზიარებდა, ინტერნეტთან დააკავშირებდა და 2020 წლისთვის ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას ააწყობდა. ქვეყნის მიზანი 500-ფრანკიანზეც გამოისახა.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია