იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
იაგუარებზე ბრაკონიერების კვალდაკვალ
01.01.18
რეიჩელ ბეილი
ქრისტიან როდრიგესი

მთელი ღამე გადაუღებელად წვიმდა. რიო კვენდეკის მომწვანო წყალი გაშმაგებული და ტალახიანი მოედინებოდა, ისე ჩანდა, შეიძლება ნებისმიერ მომენტში კოკისპირული წვიმა წამოსულიყო. მადლობა ღმერთს, გადახურული კარგი ნავი გვყავდა. პატრულირებას ვახდენდი იქ, სადაც ამაზონის გიგანტური ობობები და ნაირფერი ხოჭოები ბუდობენ.

მადიდის პარკი, რომელიც ნიუ-ჯერსიზე ოდნავ პატარაა, ბუნების ნამდვილი საგანძურია. აქ დედამიწის ფრინველთა 11%-ზე მეტი და ძუძუმწოვრების 200 სახეობა ბინადრობს. მაღლა დაქრიან წითელი მაკაოები, მომწვანო-მოლურჯო პეპლების გუნდი ხალიჩასავით ეფინება გუბეებს, ხოლო უზარმაზარი ხეების ჩარდახი ცას აბნელებს.

ამ პარკში ცხოვრობს იაგუარი, ჯუნგლების იდუმალებით მოცული ცხოველი, კატისებრთა ოჯახის ლაქებიანი წარმომადგენელი, რომელიც ოდესღაც აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთიდან არგენტინამდე იყო გავრცელებული. იაგუარებმა საბინადრო დაკარგეს მესაქონლეობის, ფერმებისა და ტყის უკანონო ჩეხის გამო; ხშირად, მათ ხოცავენ კიდეც ადამიანები, რომელთაც იაგუარების ეშინიათ, ან საკუთარ საქონელს იცავენ. თუმცა, ეს კატები იშვიათად ესხმიან ადამიანს თავს, საქონელზე ნადირობა კი მათგან უფრო მოსალოდნელია. ახლა იაგუარებს ახალი საფრთხე ემუქრებათ: ბრაკონიერობა გარეული ცხოველებით უკანონო ვაჭრობისთვის.

ჩინეთში იაგუარის კბილებით ყელსაბამებს ამზადებენ, სჯერათ, რომ ის ავი თვალისგან იცავს.

პერუში, იკიტოს სიახლოვეს ხალხი იაგუარის ტყავებს ყიდის. ამბობენ, რომ ყოველწლიურად ვიღაც ჩინელი მოდის არა ტყავის, არამედ ეშვების შესაძენად. ფოტო: სტივ უინტერსი
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია