იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ოკეანეების გადასარჩენად
06.02.17
სინთია ბარნე
ბრაიან სკერი

ობამამ აშშ-ის დაცული წყლების ქსელი, 2,2 მილიონი კვ/კმ-ით გაზარდა. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ბოსტონის ნავსადგურიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 160 კილომეტრში, გადაშენების პირას მყოფი ექვსი სეივალი წყლის ზედაპირიდან ხტება და ზურგზე ტრიალდება, თეთრი მუცლები ჩრდილოატლანტური ოკეანის ზედაპირზე უელავთ. ყოველი ნახტომის წინ, ვეშაპები მოზრდილ ნისკარტისებრ პირს აღებენ და უამრავ წვრილ ნიჩაბფეხიანს ყლაპავენ. გემის, სახელად „გეგმა ბ“, მარცხენა მხარეს ქაშაყის გუნდებიც დასდევენ კიბოსნაირებს. მეცნიერები გემიდან აკვირდებიან, თუ როგორ იკვებებიან კლდოვანი რიფის 15 მეტრის სიღრმეზე ვერცხლისფერი საი-დები, ვირთევზები და ცისფერი ქორჭილები წაბლა წყალმცენარეების გარემოცვაში.

კაშეს-ლეჯი ყველაზე მაღალი წყალქვეშა მთაა მენის ყურეში; ის ერთგვარ „მოძრავ სუფრას“ წარმოადგენს ცხოველებისთვის. მოქცევისას, როდესაც წყალი ნაპირებსა და გრანიტის ქედებს გადაევლება, პლანქტონით მდიდარი ზედაპირული წყალი სიღრმეში გადაინაცვლებს და ფსკერზე მობინადრე თევზებიც იმავე რაოდენობის საკვებს მოიპოვებენ, რამდენსაც ზემოთ მოცურავე ბინადრები და ზღვის ფრინველები. ამგვარი მოქცევები და ადგილის ტოპოგრაფია მენის ყურეს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს მდიდარი წყლები, რომელთაც ჭარბი თევზჭერა ფიტავს.

ჯონ უიტმანის აზრით, ეს ადგილი 400 წლის წინანდელ ახალი ინგლისის სანაპიროს ჰგავს. ის ეკოლოგია და მენის ყურეს 30 წელიწადზე მეტია სწავლობს. ოკეანოგრაფი სილვია ერლი კაშეს-ლეჯს ჩრდილოატლანტურ იელოუსტოუნს უწოდებს.

დაბინძურება, ჭარბი თევზაობა და კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის მსოფლიო ოკეანე-ებს. სწორედ, ამიტომ, საზღვაო მეცნიერები და კონსერვაციონისტები, მათ შორის სილვია ერლიც, ცდილობენ აშშ-ის „ხელუხლებელი“ ადგილების შენარჩუნებას. ახალი ინგლისი, დასავლეთ ალეუტის კუნძულების (ალასკა) მარჯნები, კორტეს და ტენერის მარჩხობები სან-დიეგოში – ზუსტად ეს

კორტესის სანაპირო, სან-დიეგოდან 180 კილომეტრზე, დასავლეთით (წყნარი ოკეანე). კალიფორნიის შიპჰედი (იგივე სქელშუბლა ტუჩა) და სხვა თევზები მარჯნის წყალმცენარეებში მიძვრებიან. წყალქვეშა მთა საკვებით მდიდარ წყალს ზედაპირისკენ მოაქანებს, რაც ნაყოფიერ ოაზისს ქმნის.

ტერიტორიები ქმნის საზღვაო ნაკრძალთა ერთგვარ კომპლექსს, რომელიც გლობალური ჯაჭვის ნაწილია და ოკეანეების აღსადგენად და გადასარჩენად არსებითია.

რუზველტის დროიდან, აშშ-მა 1200-ზე მეტი დაცული საზღვაო ტერიტორია გამოყო. ეს ქვეყნის წყლების დაახლოებით მეოთხედია. ოკეანოლოგი რობინ კუნდის კრეიგი თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის საზღვაო ეკოლოგიის შესანარჩუნებლად. დაცული ტერიტორიების უმრავლესობაში გარკვეული ტიპის თევზების მოპოვება მაინც ნებადართულია. „რა უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის? საზღვაო რესურსების შენარჩუნება თუ მათი ექსპლუატაცია? ამ საკითხზე დღემდე ვერ ჩამოვყალიბდით“, ამბობს კრეიგი.

გასულ ზაფხულს პრეზიდენტმა ობამამ, „სიძველეთა აქტის“ მეშვეობით, რომელიც მას უფლებამოსილებებს აძლევს, მეცნიერულად ან ისტორიულად მნიშვნელოვან ადგილებზე, ამ პრობლემის გადაწყვეტა სცადა. პირველ რიგში, მან ჩრდილო-დასავლეთ ჰავაის დაცული ტერიტორია გაზარდა ოთხჯერ (1,5 მილიონ კვ/კმ-მდე). ამ ზონაში მხოლოდ რეკრეაციული და საარსებო მიზნებით არის თევზაობა დაშვებული. აქ გვხვდებიან გადაშენების პირას მყოფი ლურჯი ვეშაპები და ჰავაის სელაპები; უმაღლესი მტაცებლებიდან – თინუსი და ზვიგენები. ასევე, წარმოდგენილია მარჯნის რიფები, რომლებიც მიიჩნევა, რომ დედამიწაზე ყველაზე ჩრდილოეთით მდებარეობენ და ყველაზე ჯანსაღი პოპულაციაა. ისინი, სავარაუდოდ, გლობალურ დათბობასაც გადაურჩებიან.

სამი კვირის შემდეგ, პრეზიდენტმა პირველი საზღვაო მონუმენტი დააარსა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე (12 725 კვ/კმ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის კანიონები და წყალქვეშა მთები), რომლებიც კეიპ-კოდიდან 210 კმ-ზე მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მაგრამ კონსერვაციონისტებმა ბევრად უფრო მოზრდილი დაცული ზონის გამოყოფა მოითხოვეს და ამბობდნენ, რომ კაშეს-ლეჯიც აუცილებლად უნდა შესულიყო დაცული ტერიტორიების რიცხვში. მაგრამ თევზის ინდუსტრია ყველაფერ ამას ეწინააღმდეგებოდა. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, აღნიშნული

კორტესის სანაპირო ზღვის ძუძუმწოვრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე „პოპულარული“ თავშეყრის ადგილია მსოფლიოში. აქ ეს ჩრდილოეთის ვეშაპისებრი დელფინები 100-ინდივიდიან ჯგუფებად გადაადგილდებიან.

ინდუსტრიის რამდენიმე წარმომადგენელმა ისიც კი განაცხადა, რომ ობამას მიერ უკვე დადგენილ დაცულ ტერიტორიათა ნაწილის სტატუსიც, შესაძლოა, გადაიხედოსო. მართალია, ისტორიის განმავლობაში არც ერთ აშშ-ის პრეზიდენტს არ გაუუქმებია წინამორბედის დაცული ტერიტორია, მაგრამ აშკარაა, რომ ოკეანეთა დაცვა-შენარჩუნების ბრძოლა ახალ საგანგაშო ფაზაში გადადის.

1870-იან წლებში „საოცარი იელოუსტოუნის დაცვის იდეაც კი ძნელად მისაღები აღმოჩნდა“, წერდა პარკის იმდროინდელი რეინჯერი ჯორდან ფიშერ სმითი. თუმცა, თომას მორანის ნახატებმა და უილიამ ჰენრი ჯექსონის ფოტოებმა ხალხის განწყობაზე იმოქმედა. 1872 წელს, კონგრესმა იელოუსტოუნის პარკი დააარსა. ჟურნალ Century-ის რედაქტორი ამბობდა, რომ ოდესმე, აშშ-ის წარმატება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურით, არამედ შენარჩუნებული ლანდშაფტებით განისაზღვრებაო.

მაგრამ განსაკუთრებით რთულია ხალხისა და პოლიტიკოსების დარწმუნება, რომ სანაპიროებსა და ოკეანეებსაც დაცვა სჭირდებათ: დიდი კანიონის მოსანახულებლად, ლაშქრობაში შეგვიძლია წასვლა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთის კანიონებსა და წყალქვეშა მთებზე დასაკვირვებლად წყალქვეშა ნავია საჭირო. სამწუხაროდ, ამერიკელთა უმრავლესობა, კაშეს-ლეჯზე ვერასოდეს გაცურავს სეივალებთან ერთად. მათ მხოლოდ ვიდეომასალითა და სურათებით დაკმაყოფილება უწევთ, რომლებსაც მეცნიერები და National Geographic-ის ფოტოგრაფები გვთავაზობენ.

ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები, რის გამოც წყალქვეშა სტრატეგიული ადგილების დაცვაა საჭირო, ხშირად უხილავია. 1970 წლიდან მოყოლებული, ჭარბმა თევზაობამ, დაბინძურებამ და კლიმატის ცვლილებამ თევზის რაოდენობა გაანახევრა. წყლის ზედაპირის ტემპერატურა რეკორდულად მაღლა იწევს. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ წყალი 30%-ით უფრო შემჟავდა. არადა, ოკეანეები ჩვენ მიერ გამოყოფილ ნახშირბადის ემისიებისა და ნახშირორჟანგის 30%-ს შთანთქავენ.

ეს ცვლილებები, შესაძლოა, ვერც დავინახოთ, მაგრამ ეფექტი სულ უფრო მეტად ვლინდება. ოკეანეთა რეგიონებს შორის, ყველაზე

კალიფორნიული სკაროსი წყალმცენარეებსა და ფილოსპადიქსს შორის დაცურავს კორტესის სანაპიროზე. ის ცხვირით მიწასა და ბალახს თხრის, რათა მოლუსკები, ჭიაყელები და სხვა საკვები მოიპოვოს.

სწრაფად ტემპერატურა მენის ყურეში იზრდება. მაკიას-სილის კუნძულზე კი, ცულთავას ასობით წიწილი იხოცება შიმშილით, რადგან მათი ძირითადი საკვები თევზები, ქაშაყი და თეთრი ზღვის თავდიდა თბილ წყალმარჩხ წყლებს ერიდებიან. შარშან, ზაფხულში სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლორიდაში ტემპერატურის მატებამ, ტოქსიკური წყალმცენარეების ზრდას შეუწყო ხელი, რის გამოც სასტუმროები და სანაპიროები დაცარიელდა. დედამიწაზე ბევრი უდიდესი და ფერადი მარჯნის რიფი საფლავის ქვას დაემსგავსა. მარკ ეაკინის აზრით, რომელიც ოკეანეებისა და ატმოსფეროს ეროვნულ ადმინისტრაციაში მარჯნებს აკვირდება, 2014 წელს დაფიქსირდა რიფების ყველაზე მძლავრი გაუფერულება, რომელიც სათბურის აირების გამოყოფით დამთბარმა ოკეანემ გამოიწვია. 2015 წელს კი ეს პროცესი კიდევ უფრო გაამწვავა ელ-ნინიომ.

მიუხედავად ამისა, ოკეანე დღემდე ბიომრავალფეროვნების საგანძურია და მყარდება მოსაზრება, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაცვა ზრდის გლობალური დათბობისადმი ელასტიკურობასა და უკვე დაკარგულის აღდგენის შესაძლებლობასაც კი აჩენს.

კარიბის ზღვაში, ზუსტად ვირჯინის კუნძულებთან (აშშ) ამომართული ბაკ-აილენდი ორი მწვანე ბორცვია, რომლებსაც ერთმანეთისგან ვარდისფერი მარჯნის ქვიშა აცალკევებს. ბორცვები გადაჰყურებს ზღვის ლურჯ მოზაიკასა და ერთ წყალქვეშა სასწაულს, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა პრეზიდენტ კენედიზე და 1961 წელს ამ ტერიტორიას დაცული მონუმენტის სტატუსი მიანიჭა. კუნძულს ყელსაბამივით შემორტყმია რიფი, რომლის მუქი სილუეტი ძალიან კარგად ჩანს თავთხელ ფირუზისფერ წყალში.

კენედის სურდა, მსოფლიოში პირველი წყალქვეშა გზა გაეყვანა, რითიც ყველა შეძლებდა „კარიბის ზღვის ულამაზესი ზღვის ბაღების“ ხილვას. ეს 356-ჰექტარიანი მონუმენტი მოიცავდა 105 ჰექტარ ტერიტორიას, სადაც ყველა სახის თევზაობა მკაცრად იკრძალებოდა. იმ დროს ბაკ-აილენდი ყველაზე მრავალფეროვანი იყო, განსაკუთრებით

ატლანტის ოკეანის საგანძური, აქტინია (ზევით); რქოვან მარჯანზე მიკრული ზღვის ვარსკვლავა; ვარდისფერი ქორჭილა, ღრუბელები, ჭიაყელები და ომარები. ეს არსებები ჩრდილო-აღმოსავლეთ კანიონებსა და მის გარშემო ტერიტორიაზე ცხოვრობენ „სიმაუნთის ეროვნულ საზღვაო მონუმენტში“, რომელიც გასულ წელს ბარაკ ობამამ დააარსა. ეს ზონა იცავს კონტინენტური მეჩეჩისკენ შეჭრილ სამ ღრმა კანიონსა და ჩამქრალ ვულკანებს, რომლებიც წყლის ქვეშ ათას მეტრზე მდებარეობენ. ხმელეთის მონუმენტებისგან განსხვავებით, აქ მოსასვლელად წყალქვეშა ნავია საჭირო.

ზოლიანი ქორჭილების პოპულაცია ჭარბობდა. სამწუხაროდ, კონტროლირებული ზონა ძალიან მცირე აღმოჩნდა. 1990 წლისთვის ჭარბმა თევზაობამ თევზის გუნდები კატასტროფულად შეამცირა. დროთა განმავლობაში ბილ კლინტონმა ეს დაცული ტერიტორია 7695 ჰექტარამდე გაზარდა.

ბაკ-აილენდის რიფები სხვა არაერთი საფრთხის წინაშეც დამდგარა. 1980-იან წლებში რიფების ძირითად მაშენებელ ელკორნის მარჯანს საფრთხე დაემუქრა თეთრი დაავადების სახით. დაავადების შედეგად, მარჯნების მხოლოდ 5% გადარჩა.

1989 წლის ქარიშხალმა ჰიუგომ ბაკ-აილენდს რვამეტრიანი ტალღები და 240 კმ/სთ ქარი დაატეხა და სამხრეთი რიფის ნაწილი მთლიანად გაანადგურა, რაც გადარჩა, 25 მეტრით გადაწია ნაპირისკენ. ადგილს მოწყვეტილი მარჯანი დაკარგული სულივით ბორგავდა, სანამ, საბოლოოდ, ახალი ფსკერი არ იპოვა. შემდეგ, 2005 წელს, როცა ახალმა მარჯნებმა ის-ის იყო ზრდა დაიწყეს, ოკეანის ტემპერატურამ მოიმატა, რამაც აღმოსავლეთ კარიბის ზღვაში მარჯნების გაუფერულება განაპირობა.

2014 წელს, როდესაც მენის უნივერსიტეტის ოკეანოლოგი რობერტ სტენეკი ბაკ-აილენდს 10-წლიანი არყოფნის შემდეგ დაუბრუნდა, აღმოსავლეთ კარიბის ზღვის რიფების შემზარავი სურათი დაინახა. ჩრდილოეთ მხარეს რიფები ჯერ კიდევ უსიცოცხლოდ მოჩანდნენ, მათ შორის გაცურვა გაქვავებულ ტყეში ხეტიალს მოგაგონებდათ. სამაგიეროდ, სამხრეთით სიურპრიზი ელოდა: ახალგაზრდა, ლამაზი ელკორნის მარჯნები, ყველაზე ჯანსაღი, რაც კი თავის გამოკვლეულ 15 კუნძულზე ენახა. ცოცხალი მარჯანი სამხრეთ რიფის 30%-საც კი ფარავდა. ბაკ-აილენდზე სტენეკმა აღმოაჩინა დიდი რაოდენობით თევზი-თუთიყუში, ცისფერი ქირურგი და სხვა ბალახისმჭამელი თევზები, რომლებიც მარჯნების ზრდის შემაფერხებელი წყალმცენარეებით იკვებებიან. ამგვარად, მარჯნის საფარმაც მოიმატა.

სანტა-კრუსის კუნძულზე თევზი-თუთიყუშის მირთმევა ძალიან უყვართ. როდესაც კლინტონმა დაცული ტერიტორია გაზარდა, აღნიშნულ საზღვრებში ყველა სახის

ტეხასზე დიდი პარკი, პაპაჰანაუმოკუაკეას მონუმენტი (ჩრდილო-დასავლეთის დაუსახლებელი ჰავაის კუნძულები და მის გარშემო საზღვაო ტერიტორია). საათის ისრის მიმართულებით, მარცხნიდან: ზღვის ფრინტა, ალისფერი ტუჩა, შიშველლაყუჩა მოლუსკი, მავრიტანიული იდოლი, კიბო-განდეგილი, ზღვის ფინია, ბრტყელი ჭია, წითელკუდა ფაეტონი. ფოტო: დევიდ ლიტშვაგერი და სიუზან მიდლტონი

თევზაობა აიკრძალა. იმ დროისთვის ეს მეტად კონტროვერსიული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ახლა უკვე ბევრი ადგილობრივი მეთევზე ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, რადგან ბაკ-აილენდის რიფებს მართლაც ეტყობათ გამოცოცხლების ნიშნები.

„დღეს ბაკ-აილენდის სამხრეთ რიფთან თევზების პოპულაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდია მთელ რეგიონში“, ამბობს მარჯნის რიფების შემსწავლელი ეკოლოგი პიტერ მამბი. მისი კვლევის, მათ შორის სტენეკის, თანახმად, სწორედ თევზების უხვმა რაოდენობამ შეუწყო ხელი რიფების აღდგენასა და დაცვას გაუფერულებისა თუ დაავადებისგან.

„ბაკ-აილენდი იმედს გვაძლევს, რომ კარიბის რიფები ამ საუკუნის ბოლომდე გააგრძელებენ ფორმირებას“, ამბობს მამბი. „თუ ჩვენ კლიმატის ცვლილებაზე ადაპტაციას მოვახერხებთ და ამას დავუმატებთ თევზჭერის კონტროლსა და დაბინძურებასთან ბრძოლას, ჩვენი შვილიშვილები მართლაც ისიამოვნებენ ამ რიფების ცქერით“.

ეს დაცული ზონა იმ ცხოველებსაც ეხმარებათ, რომლებიც მისი საზღვრებისგან საკმაოდ არიან დაშორებული. შეუძლებელია, ზაფხულში არ შენიშნოთ მწვანე კუები, რომლებსაც ზღვის ბალახიდან თავი წამოუყვიათ, ხანდახან ორ თავსაც დაინახავთ, ეს ნიშნავს, რომ მათ შეწყვილების პროცესი აქვთ. ბაკ-აილენდის რიფი, ასევე, ერთ-ერთია იმ მცირე დაცული ადგილებიდან, სადაც გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ბისა იკვებება ზოანტარიებით, ეს პოლიპები კი მხოლოდ ჯანსაღ მარჯნებზე გვხვდება. ბაკ-აილენდის დაცულ ნაპირებზე ბინადრობს კუს კიდევ ორი მოწყვლადი სახეობა: ლოგერჰედი და ტყავიანი კუ. კენედის სურვილი ჯერჯერობით ასრულებულია – მსურველებს ჯერ კიდევ შეუძლიათ კუნძულზე პიკნიკის მოწყობა ან თუნდაც წყალქვეშ მარჯნებს შორის ყვინთვა; ეკრძალებათ თევზაობა, ლაგუნაზე ღუზის ჩაშვება და კუნძულზე დაბანაკება.

შეუძლია თუ არა ბაკ-აილენდის მსგავს დაცულ ტერიტორიას მთელი ოკეანის გადარჩენა? მაგალითად,

კაშეს-ლეჯი, ბოსტონის პორტიდან 160 კილომეტრის მოშორებით (მენის ყურე). ატლანტური ვირთევზა წყალმცენარეებს შორის მიცურავს. მეცნიერების თქმით, 1425 კვ/კმ-ის კაშეს-ლეჯი ოკეანური სიმდიდრის იშვიათი მემკვიდრეობაა, რომლის შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მექსიკის ყურეში მდებარე პულის ქედი, რომელიც ყველაზე ღრმა, სინათლეზე დამოკიდებული მარჯნის რიფია აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში. კონსერვაციონისტები მიიჩნევენ, რომ ეს ადგილიც დაცულ მონუმენტად უნდა იქცეს. მეცნიერების აზრით, თევზების ლარვები, რომლებიც პულის ქედთან იბადებიან, დინების მეშვეობით ფლორიდის სამხრეთ სანაპიროსკენ, ფლორიდა-კისის ეროვნული საზღვაო ნაკრძალისკენ ინაცვლებენ, სადაც ისინი იქ შემცირებულ თევზის რაოდენობას ზრდიან.

ბაკ-აილენდზე მეცნიერები ელკორნის მარჯნების მოულოდნელ ელასტიკურობას შეისწავლიან, რათა მათი სხვა, კლიმატის ცვლილების შედეგად გაუფერულებულ მარჯნებზე „გადასახლება“ შეძლონ. „თუკი მეტს გავიგებთ მათზე, ეს ბიოლოგიური აქტივები ჩვენი წარმატების წყარო იქნება“, ამბობს რესურსების მენეჯერი ზენდი ჰილის-სტარი. ხომ მოახერხეს ბუნების დაცვის თანამშრომლებმა მგლებისა და ბიზონების გამრავლება იელოუსტოუნში? ზვიგენებისა და ზოლიანი ქორჭილების დახმარებასაც შევძლებთ ზღვის ბინადართა რაოდენობის გასაზრდელად.

არის შანსი, რომ ისინი ვირთევზების გადარჩენასაც შეძლებენ. „გეგმა ბ-ზე“ მდგარი ზღვის ბიოლოგი უიტმენი კაშეს-ლეჯზე თავის გადაღებულ ვიდეომასალას ათვალიერებს. კოლონიზაციის პერიოდთან შედარებით, ვირთევზა 1%-ზე ნაკლები რჩება ყურეში, იმის მიუხედავად, რომ ბოლო ათწლეულია იქ თევზჭერაზე ლიმიტებია დაწესებული. უიტმენი თვალს ადევნებს, როგორ ცურავენ ცისფერი ქორჭილები და ვერცხლისფერი საიდები 10 წუთში ერთხელ, ის 2-3 ვირთევზასაც ამჩნევს. ეს ძალიან პატარა მაჩვენებელია, თუმცა მენის ყურეში სხვა ადგილებს რომ შევა-დაროთ, სიხშირე 30-ჯერ მეტია! ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ზონის გამოყოფა, სადაც ვეღარ ითევზავებენ, არც ისე ურიგო იდეაა.

სეივალი წყლის მასას ყლაპავს, სადაც უამრავი ნიჩაბფეხიანიც ხვდება. კაშ-ლეჯზე მოქცევით დაძრული ტალღები სიღრმიდან ზედაპირისკენ ინაცვლებს და საკვებიც ამოაქვს. იქ კი ქაშაყი და ზღვის ფრინველები ნადიმობენ.

ბაკ-აილენდი, სანტა-კრუსი (აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, კარიბის ზღვა). ბაკ-აილენდზე დაცულმა ელკორნის მარჯნებმა დაავადებები და გაუფერულება გადაიტანეს, თუმცა გადარჩნენ და კვლავ აგრძელებენ ზრდას. აქ მარჯნები, ნაწილობრივ, გორგონაირებით არიან დაფარული.

„სანდი-პოინტის“ ეროვნული ველური ბუნების ნაკრძალში ტყავიანი კუ სანაპიროს იქ ტოვებს, სადაც კვერცხები დადო. დაცულმა ზონებმა კუებს უფრო ეფექტურად გამრავლების საშუალება მისცა.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია