იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ხეების სიბრძნე
01.03.17
კეთი ნიუმანი
დაიენ კუკი და ლენ ჯენშელი

ისინი შთაგვაგონებენ, გვანუგეშებენ და შეგვახსენებენ, რომ ცხოვრება გრძელდება.

თითოეული ხე რაღაც ამბავს ჰყვება, მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრებით მრავლისმთქმელია და უამრავ მოგონებას, ფიქრსა და ტკივილს იტევს. ამ ხეებს ჩვენს წარმოსახვაში ვინახავთ, სადაც ისინი ჩვენი გასაოცარი ფანტაზიით შექმნილ, ჩვენივე შიშებით სავსე ტყეებში იზრდებიან. ზღაპრებსა და ლეგენდებში ტყე სულებისა და ჯადოქრების სამფლობელოა. ჩვენს ბავშვობაში აქ დიდი, ბოროტი მგელიც ბინადრობდა; შეიძლება, თეთრი ქორბუდა ირმისთვისაც მოგეკრა თვალი, მშვილდმომარჯვებულ მონადირეს რომ გაურბოდა. საჭირო დროსა და ადგილას განდეგილი ადამიანიც გამოჩნდებოდა და ზღაპრის კეთილ დასასრულს მოიტანდა.

ხეები იდეებსაც გვთავაზობენ. შთაგონების ატლასზე ყველაზე ცნობილი ვაშლის ხე ხის მესრითაა შემოსაზღვრული ლინკოლნშირის (ინგლისი) ბაღში. ამბობენ, 1666 წელს ამ ხიდან ვაშლი ჩამოვარდა და ერთ ახალგაზრდა კაცს, სახელად ისააკ ნიუტონს, ასეთი რამ აფიქრებინა: რატომ ეცემა ვაშლი ყოველთვის მიწის პერპენდიკულარულად?

ხე ბუნების მეხსიერების ბარათია, მოლეკულურ დონეზეც კი. ხის მერქანში დამატებული ყოველი რგოლი, ნახშირბადის სახით, წინა წლის ჰაერს ინახავს. ამგვარად, ხე მისი გარემომცველი გარემოს წლებსაც ინარჩუნებს.

ზოგჯერ ხეები ტკივილსაც გვაყენებენ. ამსტერდამში ანა ფრანკის სახლის წინ იდგა ერთი წაბლის ხე. ანა სხვენის ფანჯრიდან მთელი წელი აკვირდებოდა, როგორ იცვლებოდა მისი საყვარელი ხე, იმ საბედისწერო 1944 წლის 4 აგვისტომდე.

„ხე ცნობადისა“ - კოლექტიური მეხსიერების მატარებელი, ედემის ბაღში მდგარი ხე, რომელშიც უმანკოება და დანაკარგი განსხეულდა. სწორედ მისი ნაყოფია ცდუნების ვაშლი, რომლის მირთმევაც ძვირად დაგიჯდებოდათ...

გამოძახილი

მიგრანტი ხეები

ფოტო და ტექსტი: გიორგი დარჩიაშვილი

თითქოს მარტივია განსაზღვრო, რა არის ცოცხალი და

ბავშვების მომცემი გინკგო ტოკიო, იაპონია. ლეგენდის თანახმად, ზოშიგაია-კიშიმოჯინის ტაძრის ეზოში აღმართულ ხეს ნაყოფიერება მოაქვს. თურმე, შთამომავლობის გამოსაკვებად, ის ბავშვებს სანსლავდა. მისთვის ჭკუის სასწავლებლად, ბუდამ ერთ-ერთი შვილი შესაწირ თასში დაუმალა. დასჯილმა კიშიმოჯინმა დაიფიცა, რომ ამიერიდან ყველა ბავშვს დაიცავდა.

არაცოცხალი. თუმცა, ჩვენი აღქმით, ცოცხალი არის ის, რაც მოძრაობს და კავშირს ამყარებს ჩვენთან. ამ ლოგიკით, ყველა ცოცხალი ჩვენთვის უფრო ცხოველია. მათ ან ინსტინქტები აქვთ და მარტივად იქცევიან, ან რაღაც ინტელექტის მატარებლები არიან, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა აქვთ და რთულად იქ-ცევიან. ისინი მიგრირებენ ერთი ეკოსისტემიდან მეორეში და ადგილობრივებს ექიშპებიან... მცენარეები? ბიოლოგიურად ისინიც ხომ ცოცხლები არიან! მცენარეებს თუ გააჩნიათ ინდივიდუალობა და ემოცია? თუ ეს ჩვენი გრძნობების პროექციებია? ვიცით, რომ ისინი ცხოველების მსგავსად მიგრირებენ – სხვანაირად დედამიწის ყველა კონტინენტზე, ერთის გამოკლებით, მცენარეთა ასეთი მრავალფეროვნება ვერ იქნებოდა. როგორ ხვდებიან მათ ადგილობრივები? როგორ ეგუებიან ახალ გარემოს? სად გინდა ნახო ემიგრანტი და დამხვედრი მცენარე ერთად? როგორ უნდა გადაიღო, რომ მკითხველს მათი ემოციები გაუზიარო...

ნიუტონის ვაშლის ხე ლინკოლნშირი, ინგლისი. ვაშლი, რომელიც ისააკ ნიუტონის სახლის წინ ხიდან ჩამოვარდა, სინამდვილეში, ამ დიდ ადამიანს თავში არ მოხვედრია. ის მიწაზე დაეცა. მაგრამ 1752 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით, ნიუტონმა, სწორედ, ამ ვაშლის გამო ფიქრებში გართულმა აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი.

ბაობაბი დერბი, ავსტრალია. რა არ მიუცია ამ გაბერილ ხეს აბორიგენებისთვის: წყალი, საკვები, წამალი, თავშესაფარი, საფლავიც კი. დასავლეთ ავსტრალიაში ეს ბაობაბი საპყრობილის ხედაა ცნობილი. ამბობდნენ, რომ ხე დერბისკენ მიმავალი აბორიგენი ტყვეების დროებითი საპყრობილე იყო. თუმცა, მიიჩნევენ, რომ ეს ამბავი ბნელი კოლონიური წარსულის საჩვენებლად შეთხზეს.
ერთ დროს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ნარგავები საფრანგეთიდან ჩამოჰქონდათ, მორთვაზე კი იტალიელი დეკორატორი ზრუნავდა.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია