იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ვიკინგების ახლებური ხედვა
01.03.17
ჰეზერ პრინგლი
რობერტ კლარკი და დევიდ გუტენფელდერი

სისასტიკით სახელგანთქმულსა და აურაცხელი სიმდიდრის მფლობელთ ქალი მეთაურებიც ჰყავდათ და 50-ზე მეტ კულტურას დაუპირისპირდნენ ავღანეთიდან კანადამდე.

დიდი ხნის წინ გამქრალი ვიკინგი მეზღვაურები და მეომრები დღემდე ცხოვრობენ ხელოვანთა გამოგონილ სამყაროებში. დღეს ბევრს შეუძლია ვიკინგებზე ილაპარაკოს - როგორ იბრძოდნენ, სად ცხოვრობდნენ, როგორ დაიღუპნენ. სინამდვილეში, რა ვიცით მათზე?

ახლა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით - თანამგზავრული ფოტოებიდან დაწყებული, დნმ-ის კვლევებითა და იზოტოპური ანალიზებით - მეცნიერები ბევრ ახალსა და მოულოდნელ პასუხებს იღებენ. ესტონეთში, თავს დასტრიალებენ დახოცილი მეომრებით სავსე ორ დასაკრძალ ხომალდს და ვიკინგების სისხლიანი რეიდების დასაბამს ჰფენენ ნათელს. შვედეთში ვიკინგი ქალი-მეთაურის ნეშტს სწავლობენ. რუსეთში ტყვეებით ვაჭრობის კვალს მიუყვებიან და ვიკინგების ეკონომიკაში მონობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. არქეოლოგებისთვის ფართოდ იღება კარი იმ სამყაროში, რომელიც გაცილებით უფრო კომპლექსური ყოფილა, ვიდრე წარმოედგინათ.

ახალი კვლევები ამ მამაცი მეზღვაურების ამბიციებისა და კულტურული გავლენის სრულიად ახალ სურათს იძლევა.

ვიკინგების ერა „არ ეკუთვნის სუსტ ადამიანებს“. როგორ დაიწყო ეს მღელვარება? როგორ იქცნენ შუა საუკუნეების სკანდინავიელი ფერმერები ევროპის ჭირად?

დანია. რიბეში, ვიკინგურ ცენტრში, ისტორია ცოცხლდება. რეკონსტრუირებულ გრძელ ქოხში მსახიობები ძველ ვიკინგებს განასახიერებენ. კერძი კერიის ღია ცეცხლზე მზადდება; ვიკინგების კვების ძირითად რაციონს დამარილებული ქაშაყი, ჭვავის ფაფა და ცხვრის მოხარშული თავი წარმოადგენდა.

ვიკინგი ვაჭრებისა და რეიდერების მთავარი იარაღი გოკსტადის მსგავსი, მოხდენილი ხის გემები იყო. 1880 წელს სამარხიდან ამოღებული IX საუკუნის ამ გემს იალქანი და 32 მენიჩბე მართავდა.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია