იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ბრძოლა გადარჩენისთვის
01.03.17
ჯენიფერ ს. ჰოლანდი
სტეფანო უნტერთინერი

მათზე ნადირობენ ხორცისთვის, გასართობად მიჰყავთ სახლში და ამას ემატება ჰაბიტატის ფრაგმენტაცია...

ჯგუფში დაახლოებით 80 წევრია, თავისი მკაცრი იერარქიით. ალფა მამრი მდედრების უპირატესი მეწყვილეა, თუმცა მისი დომინანტობა მყიფეა. „გადატრიალებები“ ხშირად სწრაფი და უსისხლოა. თუ ალფა ადგილს დაკარგავს, უკან ვეღარ დაიბრუნებს. ზოგი გაძევებული მამრი საკუთარს ტოვებს და სხვისი ჯგუფის დაპატრონებას ცდილობს. მდედრები კი ერთმანეთის ვარცხნითა და სხვა სამშვიდობო ქცევებით აგვარებენ კონფლიქტებს...

მათ ერთადერთი ბუნებრივი მტაცებელი ჰყავთ - ბადისებრი პითონი, თუმცა მტრების ნაკლებობას არ უჩივიან. მათზე ნადირობენ, იჭერენ, რათა შინ წაიყვანონ და გასართობ „ლეკვად“ აქციონ. ქოქოსის პლანტაციებისა და საბოსტნე ნაკვეთებისთვის ტყის გაკაფვა კი მათ თავიანთი ჰაბიტატიდან დევნის, გზის მშენებლობა ალყაში აქცევთ, უკანონოდ დაგებულ ხაფანგშიც ხშირად ებმებიან.

2009-2010 წლების მონაცემებით, ინდონეზიის კუნძულ სულავესის ნაკრძალ ტანგკოკოში დაახლოებით 2000 ქოჩორა შავი მაკაკია. მაგრამ ამ კვლევის შემდეგ, მათი რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა. უცნობია, მათი რიცხოვნობა ჩრდილოეთ სულავესის სხვა ნაწილებშიც...

ერთ დროს ამ პირველყოფილ ტყეში ჯერ რეინჯერებმა დაიწყეს ბაღების გაშენება, შემდეგ სოფლის მცხოვრებლებმა. დუასაუდარის მთის ორმაგ მწვერვალზე, ჯერ კიდევ შესაძლებელია ტყის ნახვა, დანარჩენი ტერიტორია ახლა ქოქოსის პლანტაციაა, სადაც არც მაიმუნია და არც არაფერი. ადგილობრივი ვაჭრობა ყვავის - ყიდიან დაჭერილ თუ დაობლებულ ჩვილ მაკაკებს. კიდევ უფრო დიდი საფრთხე ისაა, რომ სულავესის მოსახლეობა საუკუნეებია მაკაკის ხორცს მიირთმევს...

კუმერსოტი. ტყიდან მოტაცებული „ნონა“ ერთ ოჯახში ცხოვრობს. „იაკიების“ სახლის გასართობ ცხოველად გადაქცევა, უკანონოა; ცხოველთა დაცვის ჯგუფები ცდილობენ გამოავლინონ ასეთი ფაქტები.

ტომპასობარუს ბაზარში სასწორზე დადებული დაკლული ნაშიერი ზოგისთვის შოკისმომგვრელია, სხვებისთვის კი – საყვარელი კერძი. მაიმუნები ფართოდ ხელმისაწვდომია სულავესის ქრისტიანულ სოფლებში, სადაც ნანადირევი ცხოველის ხორცის მირთმევა ჩვეულებრივი ამბავია.

მომხრეები მიიჩნევენ, რომ ბავშვების განათლება მაიმუნებით სავსე ტყის მნიშვნელობის კუთხით, „იაკიებს“ გრძელვადიან სარგებელს მოუტანს. „საბოლოოდ“, ამბობს მაკაკების მკვლევარი ანტიე ენგელჰარდტი, „ჩვენ უნდა დავიცვათ მათი ჰაბიტატი და აღარ შევაწუხოთ“.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია