იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ზღვის კლებადი სიუხვე
01.03.17
რეიჩელ ბეილი
ადამ დინი

ჩინეთის მიერ ძალის დემონსტრირების ფონზე, უზარმაზარი საბადური საფრთხის წინაშეა.

სამხრეთ ჩინეთის ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თევზის სარეწია, რომელიც ასაქმებს 3,7 მილიონ ადამიანზე მეტს და წლიურად გამოიმუშავებს მილიარდობით დოლარს. მაგრამ ათეულობით წლის განმავლობაში, ყველასთვის ხელმისაწვდომი თევზჭერის შემდეგ, ამ რესურსმა კლება დაიწყო, რაც საფრთხეს უქმნის მასზე დამოკიდებული სწრაფად განვითარებადი ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ზრდას.

ჩინეთი საკუთარ უფლებებს თითქმის მთელ ზღვაზე ავრცელებს; სადემარკაციო ხაზი გაავლო ფართო ზონაზე, რომელიც, მისი განცხადებით, ისტორიულად ჩინეთს ეკუთვნოდა, მაგრამ საერთაშორისო სამართლით, ის სხვა ქვეყნების ტერიტორიულ წყლებსაც მოიცავს. სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე მოდავე ყველა დანარჩენ ქვეყანას, ფილიპინების ჩათვლით, საკუთარი პრეტენზიები აქვს და იმოწმებს საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციას.

წლიურად 5,3 ტრილიონ დოლარამდე ღირებულების საერთაშორისო ტვირთი სერავს ამ წყლებს. მისი ბიომრავალფეროვნება დედამიწის თითქმის ყველა სხვა ზღვის ეკოსისტემაზე მდიდარია. თევზაობა კი საკვებითა და სამუშაოთი უზრუნველყოფს გარემომცველი 10 ქვეყნისა და ტერიტორიის მოსახლეობას.

ჭარბი თევზაობის გამო, მეთევზეთა ნადავლი და თავად თევზის ზომაც მცირდება, რაც სახიფათო ციკლის დასაწყისია. ზოგიერთი ფილიპინელი მეთევზე თევზჭერის გამანადგურებელ, უკანონო საშუალებებს მიმართავს, მათ შორის, თევზაობას ხელნაკეთი ყუმბარებისა და ციანიდის დახმარებით. ამ უკანასკნელის დროს შხამი აბრუებს თევზს და მის დაჭერას აადვილებს. ამასთან, ორივე მეთოდი ღუპავს მარჯნებსა და თევზებს. შედეგად, ზღვაც კიდევ უფრო უახლოვდება ჭარბი თევზაობის კრიზისს...

მარლინისა და სხვა ძვირფასი თევზის, მაგალითად, თინუსის პოვნა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სულ უფრო რთულდება. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი თევზის სარეწის დაცლა საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ადამიანის საარსებო წყაროს.

მეთევზეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაჭერილი მარლინი მოაქვს. ამ ზღვაზე საერთაშორისო დავებმა ძალიან გაამძაფრა კლებადი რესურსებისთვის პაექრობა.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია