იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
აფრიკის ცხელი გული
01.05.17
პიტერ გვინი
მარკუს ბლისდეილი

ფილიპ ანდე ვერაფერს ამჩნევს, სამუშაო მაგიდასთან ზის და უამრავი პეპლის ფრთაში ჩაურგავს თავი. მაგიდა ელექტრული ფერებით, ორნამენტებითა და ეგზოტიკური ქარგებითაა დაფარული. პინცეტით, საპარსი ფირფიტითა და რეზინის წებოთი ის სიფრიფანა ფრთებისგან საგულდაგულოდ აწყობს ცენტრალური აფრიკის ცხოვრების ამსახველ სიუჟეტებს ფერად მინაზე. ფირუზისფერ მდინარეში კაცი მწვანე თევზს იჭერს. ფორთოხლისფერკაბიან ქალებს მძინარე ჩვილები მიუბამთ და მანიოკს ფქვავენ. აქვე ნახავთ სპილოს, გორილას, თუთიყუშს, ანტილოპასა და მრავალწახნაგიან ბრილიანტსაც კი — ქვეყნის ყველაზე ცნობილ საექსპორტო საქონელს.

ასეთი იყო ქვეყანა 2013 წლამდე, სანამ სელეკა — ძირითადად, მუსლიმური მეამბოხე ჯგუფების გაერთიანება — მთელ ქვეყანას გაძარცვავდა, გააუპატიურებდა, ამოჟუჟავდა და დაწვავდა, გადააგდებდა ქრისტიანული გავლენის მქონე, კორუმპირებულ მმართველობას და სასტიკ, დღემდე მბჟუტავ სამოქალაქო ომს გააჩაღებდა, რომელმაც ათასობით ადამიანი შეიწირა, მილიონობით მოქალაქე გადაასახლა და საკვების კრიზისი გააჩინა.

ქვეყნის უზარმაზარი ტყეები ჯერაც დაუსახლებელი და ხელუხლებელია. ამ საგანძურის ქვეშ უძვირფასესი რესურსები ინახება: ალმასი, ოქრო, ურანი და, ალბათ, ნავთობიც. ლოგიკურად, ასეთი მეჩხრად დასახლებული ქვეყანა (აქ მხოლოდ ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს) უნდა ყვაოდეს, თუმცა ის ძალიან ღარიბია. რატომ?

ბერბერატის მთავარი მეჩეთი გაძარცვეს. 2014 წლის კონფლიქტამდე მუსლიმები ქალაქის მოსახლეობის მეოთხედს შეადგენდნენ და ბევრ ბიზნესს მართავდნენ. „ისინი საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან“, – ამბობს ქალაქის მერი, ალბერტ იუსტაჩ ნაკომბო, „გვინდა, რომ დაბრუნდნენ“.

მუსლიმი მეამბოხე საბადოს დარაჯობს. მეამბოხეები „უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ სანაცვლოდ, ოქროს ნაწილს ისაკუთრებენ. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბევრი ოქროა, თუმცა პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, ხალხი ვერ ხეირობს.
ტყის სპილოები დზანგა-სანგის ეროვნულ პარკში თავიანთ საყუდარში იკრიბებიან. მთავრობის ჩამოგდების წელს, ბრაკონიერებმა 26 სპილო მოკლეს. რეინჯერები დაბრუნდნენ და პარკი კვლავ დაცულია. ნელ-ნელა სპილოებიც და ტურისტებიც ბრუნდებიან.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია