იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
პროტესტი გვაერთიანებს
01.05.17
სოლ ელბეინი
ერიკა ლარსენი

შარშან, აგვისტოს მიწურულს, „დაკოტა აქსეს ფაიფლაინის“ (DAPL) წინააღმდეგ პროტესტმა პიკს მიაღწია. ზაფხულის განმავლობაში, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ხალხის პროცესია ქენონ-ბოლს ყოველდღე უერთდებოდა. ეს აღარ იყო უბრალოდ პროტესტი ნავთობსადენის წინააღმდეგ. ეს იყო მოწოდება მსოფლიოსადმი, დაეცვათ მკვიდრი მოსახლეობის უფლებები და მათი მიწა.

სეზონის პირველ ქარბუქთან ერთად, აქციის მონაწილეებმა სავარაუდო გამარჯვების შესახებ შეიტყვეს: აშშ-ს საინჟინრო ჯარმა „დაკოტა-აქსესს“ ოაჰეს ტბის ქვეშ გათხრების წარმოების უფლება ჩამოართვა.

20 იანვარს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “დაკოტა აქსეს ფაიფლაინს“ და “ქისთოუნ XL ფაიფლაინსს“ ჩამორთმეული უფლებები განუახლა, რათა ამ კომპანიებს შეექმნათ სისტემა, რომლის მეშვეობითაც ნავთობი კანადიდან მექსიკის ყურემდე გაივლიდა. თებერვლის დასაწყისში, არმიამ მისურის ქვემოთ, ოაჰეს ტბის ქვეშ მილსადენის გაყვანის ნებართვა გასცა.

აქტივისტები აგრძელებენ პრობლემის შესახებ ხალხის ინფორმირებას. სასამრთლოშიც უწევენ წინააღმდეგობას ნავთობ-კომპანიებს. ეს ბრძოლა ხომ ყველას ეხება.

სტენდინგ-როკის ერთ-ერთი ბანაკის – „ოცეტი საკოვინის“ საგზაო მაჩვენებელი მიუთითებდა მანძილს მსოფლიოს სხვადასხვა ტომამდე.

ბისმარკის საპროტესტო აქციის მონაწილეს ხელზე სვირინგი აქვს: „ჩემი ხალხისთვის“.
ალასკელი უნანგა, ჯორჯ პლეტნიკოვ უმცროსი, ამბობს: „მე სახლშიც მინდა სტენდინგ-როკი, ადამიანთა სიხარბე რომ დავამარცხოთ“.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია