იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ვისია შოტლანდიის ჭაობები?
01.05.17
ქეთი ნიუმანი
ჯიმ რიჩარდსონი

ჭაობი ბუჩქნარითა და ბალახით დაფარული მეჩხერი ლანდშაფტია მისთვის დამახასიათებელი ქარით. ასეთია შოტლანდიის მთიანეთის შედარებით მშრალი, მანანით დაფარული ადგილი. ასევე, ქვეყნის უფრო ტენიანი, ტორფიანი ტერიტორიები.

ჭაობი „მოინახულე შოტლანდიის“ ბროშურების გამორჩეული ფონია. გამოკითხვამ გამოავლინა, რომ შოტლანდიელები ქვეყნის არქეტიპად მიიჩნევდნენ მანანით მოფარდაგებულ ჭაობნარს, შოტლანდიურ მცირე ტბასა („ლოხს“) და კეთილშობილ ირემს. მანანის ჭაობების შესანარჩუნებლად, საჭიროა ხეების პერიოდული გადაწვა, რათა ტერიტორია არ იქცეს ტყის მასივად.

ირმებისა და ცხვრების მიერ გადაძოვის, გვიმრის შემოჭრისა და ტყის გასამრავლებლად მიწების დაცვის გამო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შოტლანდიამ ტორფნარის 25%-ზე მეტი დაკარგა. შემაშფოთებელია თუ არა ეს ციფრი? ჭაობნარები ბრიტანეთის ბიოლოგიურად ყველაზე მრავალფეროვანი ჰაბიტატია, სადაც უამრავი ფრინველი ბუდობს: ოქროსფერი მეჭვავია, პრანწია, ალალი. საგულისხმოა ეკონომიკური სარგებელიც, ტურიზმი და გარემოსდაცვითი ხელშეწყობა: ნოტიო ჭაობნარები, რომლებშიც ტორფიანი ჭაობებია, ეფექტურად შთანთქამს ნახშირორჟანგს, რაც ასუსტებს კლიმატის ცვლილების გავლენას.

ზოგადად, ცივილიზაციის სამსახურში მდელო ზეთისხილის პლანტაციას უთმობს ადგილს, პრერია ხორბლის ყანად იქცევა, ჭაობი კი ტყეს ანაცვლებს. როგორ გამოიყენება მიწა, დამოკიდებულია ეკონომიკასა და საკუთრების ტიპზე; ასევე, პოლიტიკაზე, ძალაუფლებასა და, ალბათ, როგორც არისტოტელე იტყოდა - ზნეობაზე.

ჭაობის სავიზიტო ბარათია ვარდისფრად, თეთრად და მეწამულად მოყვავილე, მრავალწლიანი მცენარე მანანა. ხედი იშლება მდინარე დეეს ნაპირას, მარ-ლოჯის მამულში, რომელიც „შოტლანდიის ეროვნული ფონდის“ მფლობელობაშია და ტყის აღდგენაზე მუშაობს.

2435 წყვილი, ირმის რქით მორთული „ხარირმის დარბაზი“ მარ-ლოჯის მამულში, 1890-იანი წლების ბოლოს ააშენა ფაიფის ჰერცოგმა. დღეს აქ ქორწილები იმართება. ნადირობის სეზონის დასასრულს, ბოლო დრომდე იმართებოდა „ეგერთა მეჯლისი“.
ბრეის-ოფ-დიუნის მამულში ქარის გენერატორებია დამონტაჟებული. კონსერვაციონისტ მაიკ დენიელსის აზრით, ქარის წისქვილები ვიზუალურად „აბინძურებენ“ გარემოს: „მთის წვერზე ავტოქარხანას დადგამდით?!“ – ამბობს ის.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია