იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ხუარესის გაცოცხლება
01.05.17
სემ კინიონესი
დომინიკ ბრაკო II

2008-2012 წლებში, მექსიკის 1,3-მილიონიანი ქალაქი ხუარესი დედამიწაზე ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლებოდა. ერთ ყველაზე მძიმე წელიწადს მკვლელობების რაოდენობამ 3700-საც კი გადააჭარბა. არავინ ისჯებოდა ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანის მოტაცების გამო, მთელ ქვეყანაში მოპარული მანქანების ერთი მეოთხედი კი ხუარესზე მოდიოდა, იხურებოდა ათასობით ბიზნესი, ქალაქში ანარქია იყო გამეფებული.

დღეს კი ერთ დროს უკაცრიელი ქუჩები ისევ ხალხითაა სავსე. საკათედრო ტაძრის ირგვლივ მდებარე ტანსაცმლის მაღაზიების მყიდველებსა და სანაყინეების სტუმრებს მუსიკალური ჯგუფები ართობენ, ხალხი მუსიკოსებთან ჩერდება, ცეკვავს. ბავშვების მუზეუმიც გაიხსნა, რომელიც, როგორც მუზეუმის დირექტორი ამბობს, სხვებთან ერთად იმ 14 000 ბავშვისთვისაც შეიქმნა გამეფებული ძალადობის პერიოდში რომ დაობლდნენ. უბნებში სპორტული ლიგები ჩამოყალიბდა; ადამიანები ისევ ხვდებიან ერთმანეთს პარკებში. ისინი შიშისგან თავისუფლდებიან.

რა მოხდა ხუარესში? რამ დააძლევინა ქალაქის მცხოვრებლებს შიში? საქმე იმაშია, რომ გაჩნდა პოლიტიკური ნება (ყოველ შემთხვევაში, ხუარესში მაინც), გაეძლიერებინათ სამართალდამცავი სისტემა და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მეტი რესურსი მიეცათ. მოულოდნელად გამოჩდნენ ამ გაბედული ინიციატივის მთავარი მოქმედი გმირებიც: კანონდამცველებმა კორუმპირებული პოლიციის პირობებში მოახერხეს პროფესიონალი და პატიოსანი პოლიციელების გაწვრთნა; ბიზნესმენები აღარსად გარბოდნენ, მთავრობამ ბიუროკრატია შეარყია და მტკივნეული რეფორმები გაატარა.

ბანდის ყოფილი წევრები კედლებზე ხატავენ სხვადასხვა, ხშირად მტრულად განწყობილი უბნის ახალგაზრდების დასაახლოვებლად და შესარიგებლად.

ქალაქის სასამართლოს ექსპერტიზის ლაბორატორიაში ალეხანდრო კარდენასი ათვალიერებს გამომშრალ გვამს, რომლის ამოსაცნობად რეჰიდრატაცია ჩაატარა. ის ახალი მეთოდით ავლენს იმ დამნაშავეებს, რომლებიც გვამებს უდაბნოში ყრიან.
ხუან მანუელ ალვარადო გომესი iPod-ში მუსიკას უსმენს და სპეციალურად დამზადებული ველოსიპედით დასეირნობს სანტა-მარიას უბანში. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამას ნამდვილად ვერ გაბედავდა.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია