იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ფრენის სკოლა
01.07.17
ბრენდან ბორელი
ანანდ ვარმა

კუბური კოლიბრი-ფუტკარი (Mellisuga helenae), ყველაზე პატარა ზომის ფრინველია მსოფლიოში. მისი მბზინავი მწვანე სხეული საშუალო ზომის ნუშზე ოდნავ მეტს იწონის. ის თავის მონათესავე ზურმუხტოვან კოლიბრზე (zunzun) მცირე ზომისაა.

ეს პაწაწინა ფრინველი სულ უფრო მაღლა მიიწევს, სანამ ღრუბლების ფონზე ქინძისთავივით არ გამოჩნდება. უცებ ისარივით ეშვება; მყისიერად ისევ ადის მაღლა, პიკეს აკეთებს და წამში კვლავ ეშვება. შემდეგ უჩინარდება. მისი ერთადერთი ნაკვალევი კი ათრთოლებული ფოთლებია.

გაფაციცებული ვუცქერდი, მაგრამ ის მაინც ვერ დავინახე. თუმცა ეს ყველაფერი მაღალსიჩქარიანი კამერით ჩაიწერა, რომელიც თითოეულ წამს 500 კადრად ანაწევრებს. ეს, მაღალსიჩქარიანი კამერით გადაღებული, ამ სახეობის პირველი ვიდეოა.

კოლიბრი მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს. სამხრეთ ალასკიდან ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგამდე, 340-მდე სახეობაა გავრცელებული. ყველაზე პატარა ფრინველის წონა, შეიძლება, 2 გრამზე ნაკლებიც იყოს. ლიდერია პერუსა და ჩილეში მობინადრე გიგანტური კოლიბრი, რომელიც 20 გრამს იწონის.

მსოფლიოში ყველაზე პატარა ფრინველის წოდება არ არის ერთადერთი, რითიც ისინი გამოირჩევიან; მხოლოდ კოლიბრს შეუძლია 30 წამით ლივლივი (როცა ჰაერი არ იძვრის); კოლიბრი ერთადერთი ფრინველია „უკუსვლის მექანიზმით“, ანუ მას ნამდვილად შეუძლია უკუმიმართულებით ფრენა. პლანეტის ყველა ხერხემლიანს შორის, სწრაფი მეტაბოლიზმის რეკორდსმენიცააა: კოლიბრები რომ საშუალო ადამიანის ზომის ყოფილიყვნენ, თავისუფალი ფრენის ყოველ წუთზე 330 მილილიტრზე მეტი ტკბილი გაზიანი წყლის დალევა მოუხდებოდათ, რადგან შაქარს ძალიან სწრაფად წვავენ. ისინი ნექტრით სავსე საუკეთესო ყვავილების დასაუფლებლად, საჰაერო ბრძოლებსაც მართავენ.

მეცნიერებმა კუბური მამრი კოლიბრი-ფუტკრები ასაწონად და ფრთების გასაზომად შეწყვილების პერიოდში შეიპყრეს. ერთი მათგანი სასწორზე გაჩერდა, რადგან კოლიბრი დეზორიენტირებულია ზურგზე გადაბრუნებისას – თუმცა წამომდგარი ისევ ტყვიასავით დაქრის. ამ გადაღებების დროს, ფრინველები არ დაზიანებულან. წყარო: კრისტოფერ კლარკი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, რივერსაიდი.

ხშირად, კოლიბრები არ უშინდებიან კოკისპირულ წვიმას და მაინც აგროვებენ ნექტარს, შიმშილის თავიდან ასაცილებლად. ეს ანას კოლიბრი წვიმის წვეთებს ძაღლივით, თავისა და სხეულის რხევით იფერთხავს. თითოეული შერხევა წამის ოთხი მეასედი გრძელდება და ფრინველის თავზე გრავიტაციულ ძალაზე 34-ჯერ მეტი ძალით ზემოქმედებს. აღსანიშნავია, რომ კოლიბრს ამის გაკეთება ფრენის დროსაც შეუძლია და ქანდარაზე ჯდომისასაც. წყარო: ვიქტორ ორტეგა-ხიმენესი და რობერტ დადლი

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია