იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
გაელვება სილურჯეში
01.08.17
გლენ ჰოჯისი
ბრაიან სკერი

ზეინ გრეიმ ამერიკის დასავლეთზე შექმნილი სათავგადასავლო რომანებით გაითქვა სახელი, თუმცა მისი ნამდვილი სიყვარული არა ცეცხლსასროლი იარაღი ან კოვბოები, არამედ ღია ზღვაში თევზაობაა. მან 14-ჯერ დაამყარა ოკეანის თევზის დაჭერის მსოფლიო რეკორდი, მაგრამ ვერაფერი შეედრებოდა 1926 წელს ახალი ზელანდიის ნაპირებთან აღმოჩენილ მაკოებს.

გრეი განაცვიფრა მათი სხეულის აგებულებამ - დაკუნთული, გარსშემოდენილი და ტყვიის მსგავსი თავით. „მსგავსი არასოდეს მენახა, ამ მაკოს ყოველი ნაკვთი მის სისწრაფესა და ძალაზე მეტყველებდა“.

მაკოებს ჯერ კიდევ ჰერკულესის რეპუტაცია აქვთ მეთევზეებში, რომელთაც ისინი მათი ბრძოლისუნარიანობისა და ხორცის გამო უყვართ. თუმცა, ასწლიანმა თევზჭერამ თავისი შედეგი გამოიღო. მოკლეფარფლიანი მაკოები რეკრეაციული მეთევზეების საყვარელი სამიზნეა და ხშირად შემთხვევით ხვდებიან კომერციული თევზჭერის ბადეებში. მაკოს ხორცი ხარისხით ხმალთევზას კონკურენტია, ხოლო მისი ფარფლების წვნიანი პოპულარული კერძია აზიურ სამზარეულოში. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, რამდენი მაკო დაცურავს ოკეანეებში.

პასუხის საპოვნელად, პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ისაა, რომ მაკო ლურჯ ზვიგენებთან ერთად ბინადრობს. ეს ორი სახეობა წააგავს ლომებსა და აფთრებს, რომლებიც ერთსა და იმავე ტერიტორიებზე თანაარსებობენ, მაშინ როცა კვების სხვადასხვა სტრატეგია გააჩნიათ. მოკლეფარფლიანი მაკო ოკეანის უსწრაფესი ზვიგენია. მას შეუძლია 55 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, როდესაც თავის მსხვერპლს, ლუფარსა თუ თინუსს დაედევნება. მეორე მხრივ, ლურჯი ზვიგენები უფრო სხარტები არიან და ნელა მოძრავ ნადავლს, მაგალითად კალმარს უსაფრდებიან. მათი დაჭერაც ბევრად იოლია და არც მაკოსავით გემრიელი ხორცი აქვთ. ალბათ უკვე მიხვდით, რომელია ლომი და რომელი - აფთარი. ცხადია,

სან-დიეგოს სანაპირო. მაკო ლამინარიებში იმალება. მოტივტივე წყალმცენარეები პატარა ეკოსისტემების საფუძველია, აქ დიდი თევზები პატარებზე ნადირობენ, მაკო კი კვებითი ჯაჭვის სათავეშია.

ყველას ლომის მონადირება სწადია.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია