იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
დნობასთან შეჯიბრება
01.08.17
ა. რ. უილიამსი
ერიკა ლარსენი

ალასკის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, ნუნალექის არქეოლოგიური გათხრების ადგილი დროში გაყინულ საბედისწერო მომენტს ინახავს. ტალახიანი მიწა სავსეა მკვიდრი, იუპიკი ხალხის საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომლებიც ხელუხლებელი დარჩა, თითქმის ოთხი საუკუნის წინ მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ.

არქეოლოგიაში ხშირია შემთხვევა, როცა შორეული წარსულის ტრაგედია თანამედროვე მეცნიერების ჯილდოდ ქცეულა. ნუნალექში მიაგნეს 2500-ზე მეტ ხელუხლებელ არტეფაქტს, ჩვეულებრივი ჭურჭლიდან დაწყებული, უჩვეულო ნივთებით დამთავრებული: ხის სარიტუალო ნიღბები, ლომვეშაპის ეშვებისგან დამზადებული ნემსები სვირინგისთვის, კარიბუს კბილებისგან გაკეთებული ქამარი. ეს ნივთები საოცრად კარგადაა შემონახული 1660 წლის შემდეგაც, მიწაში გაყინვის დამსახურებით.

დღეს, უფრო და უფრო გაუარესებულმა ულმობელმა ამინდმა ნუნალექი თითქმის განადგურების პირას მიიყვანა. ზაფხულში აქაურობა მშვენიერია; როდესაც მიწა მრავალწლიანი ფარსმანდუკის თეთრი ყვავილების მანტიას მოისხამს, ჭაობის ბამბის ბუჩქები ანთებული სანთლებივით აკიაფდება. თუმცა ეს სილამაზე, ზამთრის მოსვლასთან ერთად, საგანგაშოდ იცვლება; ბერინგის ზღვის მძვინვარე შტორმი თავს ატყდება სანაპიროს და თუ ტალღები საკმარისად დიდია, არქეოლოგიურ ველს სტაცებს მიწას.

არქტიკა ყოველთვის ასეთი არ ყოფილა - ახლა დედამიწის პოლარულ რეგიონს სახეს უცვლის გლობალური კლიმატის ცვლილება. შედეგად, ვკარგავთ კატასტროფული რაოდენობის არტეფაქტებს ალასკის მთელ სანაპიროზე. უფრო შორს კი - ნუნალექის მსგავს ნაკლებადცნობილი პრეისტორიული კულტურების კვალს. 1991 წელს, იტალიის გამდნარი მყინვარიდან გამოჩნდა ეცი - ქვის ხანის კაცი. ამ ნეშტის აღმოჩენა ყველაზე კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამოაქვს ამინდის დათბობას უძველესი ნაშთები დღის სინათლეზე. მაგრამ ყინულის მასობრივი ლღობა უძველესი ხალხებისა და ცივილიზაციების ნაკვალევს დედამიწის მთელ უკიდურეს ჩრდილოეთ

რიკ კნეხტი (მარცხნივ) და უორენ ჯოუნსი მდინარის ნაპირზე მშვილდს ეძებენ, რომელიც ადგილობრივებს შეუნიშნავთ. ვერ მიაგნეს, თუმცა ყველაფერი სცადეს. „გულხელდაკრეფილი ერ ვუყურებ არტეფაქტების ჩარეცხვას“, ამბობს თემის ლიდერი ჯოუნსი.

რეგიონებში „აშიშვლებს“ - დაწყებული ნეოლითის მშვილდ-ისრებით შვეიცარიაში, დამთავრებული ვიკინგების ხანის სალაშქრო აღჭურვილობით ნორვეგიაში და სკვითი მომთაბარეების მდიდრულად მორთული ყორღანებით ციმბირში. იმდენი ველია საფრთხეში, რომ ახლა არქეოლოგები გაყინული არტეფაქტების გადარჩენის საქმეში სპეციალიზდებიან.

სარა ბრაუნი თახვის ტყავისგან ქურთუკის შესაკერად რჩევებს იღებს 86 წლის კერი პლეზანტისაგან (მარჯვნივ), რომელიც ათივე შვილს უკერავდა ბეწვის ტანსაცმელს. დღეს ბავშვებს მაღაზიაში ნაყიდი სამოსი აცვიათ. „ყველაფერი ძალიან იცვლება“, ამბობს ის სევდიანად.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია