იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
დამოკიდებული ტვინი
01.09.17
ფრენ სმითი
მაქს აგილერა-ჰელვეგი

ნებისმიერი რამ, რაც ზედმეტად ღირებულია თქვენთვის, ნებისმიერი რამ, რაც იწვევს ეიფორიას ან გამშვიდებთ, შეიძლება იწვევდეს დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, თავის ტვინი მხოლოდ კმაყოფილების აღქმის ორგანო არაა. აქ თავმოყრილია ევოლუციის ყველაზე დახვეწილი მექანიზმები: ფიქრის, რისკების შეფასებისა და უმართავი სურვილის კონტროლის. რატომ ხდება, რომ ძლიერი სურვილი და ჩვევები გადაწონის ხოლმე გონიერებას, კეთილ ზრახვებსა და დამოკიდებულების საფასურის გაცნობიერებას? 

დამოკიდებულების მკურნალობის სამყარო ორ ბანაკად იყოფა. ერთნი თვლიან, რომ განკურნება შესაძლებელია დამოკიდებული ტვინის გაუკუღმართებული ქიმიის ან ელექტროგაყვანილობის გამოსწორებით, მედიკამენტური მკურნალობის ან ტმს-ს მსგავსი ტექნიკის გამოყენებითა და თანმხლები ფსიქოსოციალური მხარდაჭერით. მეორენი კი მიიჩნევენ, რომ მედიკამენტები მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ აბსტინენტური სინდრომის ლტოლვა და აგონია შეამსუბუქოს. ამით ადამიანებს უკვე საშუალება მიეცემათ დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებელად ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გაიარონ. ორივე ბანაკი თანხმდება, რომ არსებული მკურნალობის მეთოდი არ კმარა.

ახალი კვლევით, ტვინის ჯილდოს სისტემას განსხვავებული მექანიზმები აქვს ლტოლვისა და სიამოვნებისთვის. ლტოლვის მაპროვოცირებელია ნეიროგადამცემი დოპამინი. სიამოვნების სხვა ნეიროგადამცემები „ჰედონისტურ კერებში“. როცა ლტოლვის სქემა ფარავს სიამოვნებისას, ჩნდება დამოკიდებულება, რომელიც უბიძგებს ამა თუ იმ ქცევის ან წამლისკენ.

მეცნიერები იკვლევენ დამოკიდებულების მკურნალობის მეთოდებს, რომელიც ათეულობით მილიონ ადამიანს გამოიყვანს დაუოკებელი სურვილებისა და მოხმარების შეწყვეტით გამოწვეული ტანჯვის ტყვეობიდან.

მკურნალობის პროცესში, კოკაინზე დამოკიდებული ადამიანების ტომოგრამების გაანალიზებით, კლინიკური ნევროლოგი ანა როუზ ჩაილდრესი სწავლობს, თუ როგორ აღაგზნებს ტვინის ჯილდოს სისტემას სუსტი მინიშნებები ნარკოტიკებზე, რაც ხელს უწყობს რეციდივს. მარცხენა ეკრანზე გამოსახული კოკაინის ფოტოს 33 მილიწამით ჩვენებით, პაციენტის ჯილდოს სქემა აიგზნო.

თამაშის კლანჭებში. მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეამ ზესწრაფი ინტერნეტი იაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი გახადა, ნათელი გახდა, რომ ზოგი ადამიანი თავს იღუპავდა მანიაკური ონლაინთამაშებით. მკურნალობის ფულს ახლა სახელმწიფო ფარავს. ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია მანიაკურ თამაშებს დამოკიდებულებად არ ცნობს, თუმცა იმ დარღვევათა სიაში შეიყვანა, რომელთაც მეტი შესწავლა სჭირდება.
ზიზღის გამოწვევის ტაქტიკა. მოსკოვთან ახლოს, სარეაბილიტაციო ცენტრში, მარშაკის კლინიკაში, ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ 30-დღიანი წოლის შემდეგ, სანამ გაწერდნენ, პაციენტს კანქვეშ ჩაუკერეს Antabuse-ის 6 თვის სამყოფი დოზა. თუ დალევს, ეს წამალი მასში გულისრევას გამოიწვევს – ესაა ზიზღის გამოწვევის ტაქტიკის პრინციპი.
პაციენტები და არა პატიმრები. სიეტლის ცენტრში, ჰეროინის მოწევაში ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს, დაბალი კატეგორიის ნარკოდანაშაულის გამო, ის სამკურნალო პროგრამაში განეწესებინათ და არა ციხეში. ეს ინოვაციური პროგრამა, რომელიც ხუთი წელია მზადდება, ასახავს ცნობიერების ზრდას, რომ ნარკოტიკების მოხმარება დამოკიდებულებიდან მომდინარეობს და ის უნდა ჩაითვალოს დაავადებად და არა დანაშაულად.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია