იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ზღვის მცველები
01.09.17
ერიკ ვენსი
თომას პ. პეშაკი

ქვემო კალიფორნიის მოსახლეობა თევზჭერას ზღუდავს ბიომრავალფეროვნების აღდგენის, ტურიზმისა და ტრადიციული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად.

კალიფორნიის ნახევარკუნძულის შუაგულში, მექსიკის ერთ პატარა სოფელში დღესასწაულია; ამ დღეს მუცელფეხიანი მოლუსკი ჰალიოტისის ჭერის სეზონი იხსნება. ოფიციალურად სეზონი ოთხი თვის წინ გაიხსნა, მაგრამ პუნტა აბრეოხოსში უჩვეულო თვითაკრძალვის წესი მოქმედებს. მოსახლეობა მოლუსკებს ზრდასა და წონაში მატებას აპრილამდე აცდის.

მთელ მსოფლიოში თევზის პოპულაციები მკვეთრად მცირდება. თუმცა, ჩრდილო-დასავლეთ მექსიკის რამდენიმე დასახლება თავისი წყალქვეშა რესურსების დაცვას მაინც ახერხებს.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოკეანის მდგრადი მართვის ხუთი ძირითადი წესი გამოიკვეთა: პირველი - კარგია, თუ თევზჭერის ზონა შედარებით იზოლირებული თევზჭერის ზონა; მეორე - ძვირადღირებული რესურსი; მესამე - შორსმჭვრეტელი ლიდერი; მეოთხე - თავის რჩენის საშუალება იმ პერიოდებში, როცა რესურსების აღდგენა ხდება; და ბოლოს, ერთმანეთის ნდობა.

„ამბობენ, რომ სახეობებს მეთევზეები ანადგურებენ, მაგრამ ასე აღარ ხდება. ზღვამ ბევრი მოგვცა. ახლა ჩვენი ჯერია“, - ამბობს ერთი მეთევზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ რესურსის დაცვისა და შეფასების სანაცვლოდ, მეთევზეები გასამრჯელოს იღებდნენ ზუსტად იმ პერიოდში, როცა მოლუსკების აღდგენა ხდებოდა - ისინი პროფესიონალ გარემოს დამცველებად იქცნენ.

თეთრი ზვიგენი ისლა-გვადალუპეს ბიოსფერულ ნაკრძალში, ქვემო კალიფორნიის სანაპიროდან 260 კმ-ში მიცურავს. დედამიწაზე მხოლოდ ორი ასეთი ადგილია, სადაც თეთრი ზვიგენები მსგავს გამჭვირვალე წყალში იკრიბებიან. სწორედ ამიტომ, აქაურობა უამრავ მყვინთავს იზიდავს.

საზღვაო ბიოლოგი ოქტავიო აბურტო ისლა-ესპირიტუ-სანტოს ახლოს ყვინთავს. ფაქტია, რომ ზოგმა ნაკრძალმა გაამართლა, სხვებმა კი – ვერა. მიზეზების კვლევისას, მან ადგილობრივების საიდუმლო აღმოაჩინა: „სიამაყის გრძნობის ჩამოყალიბებასთან ერთად და აღდგენის სურვილიც ჩნდება“.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია