იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
დაიან ფოსის გადარჩენილი გორილები
01.09.17
ელიზაბეთ როიტი
რონან დონოვანი

1960-იანი წლების მიწურულს ანთროპოლოგ ლუის ლიკის თხოვნითა და ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების დაფინანსებით აფრიკაში, მთის გორილების შესასწავლად, ჩავიდა დაიან ფოსი, რომელსაც გარეულ ცხოველთა კვლევის გამოცდილება მანამდე არ ჰქონია.

ფოსი ყველას არ უყვარდა. ბევრი ადგილობრივი მას სხვისი საკუთრების მიმტაცებლად თვლიდა, ზოგიც – ჯადოქრად, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა მათთვის, ვისთვისაც ტყე საარსებო წყაროს წარმოადგენდა. ფოსი მწყემსებს პარკიდან დევნიდა, რადგან საქონელი გორილების საყვარელ მცენარეებს თელავდა და მათ უფრო მაღლა, ისეთ ტემპერატურულ პირობებში ასვლას აიძულებდა, რასაც ვერ გაუძლებდნენ. ფოსი ანადგურებდა ათასობით ხაფანგსა და მახეს. ფოსი ბრაკონიერებს სცემდა, ქოხებს უწვავდა, იარაღს ართმევდა... მაგრამ მისი მემკვიდრეობის გრძელვადიანი ნაწილი – საყარაულოდ ადგილობრივებისთვის ფულის გადახდა და რუანდის ხელისუფლებისგან ანტიბრაკონიერული კანონების შესრულების მოთხოვნა იყო. 1985 წელს ბანაკში უცნობი შემოიჭრა და ფოსი მოკლა. დანაშაული დღემდე იდუმალებითაა მოცული. 1994 წელს რუანდის გენოციდისას ბანაკი დაიხურა. დღეს კი, გაფართოებული კვლევითი ცენტრი ახლომდებარე მუსანზენის თანამედროვე ოფისიდან იმართება.

1973 წლისთვის ვირუნგის მთებში ამ პრიმატების პოპულაცია 275-ზე დაბლა დაეცა, მაგრამ დღეს, რადიკალური კონსერვაციის, მუდმივი მეთვალყურეობის, ბრაკონიერთა წინააღმდეგ ბრძოლისა და ვეტერინარული ჩარევის წყალობით, მათი რაოდენობა 480-მდე ავიდა. როგორც ერთხელ შიმპანზეების ცნობილმა ექსპერტმა ჯეინ გუდალმა თქვა, – „დაიანი რომ იქ არ ყოფილიყო, შეიძლება, რუანდის მთის გორილები ვეღარც გეხილათ“.

რომ არა ფოსის ასეთი თავგანწირვა, ამ პრიმატებს, კარისიმბის მთის მაღლა მდებარე ფერდობებზე რომ ისვენებენ, შესაძლოა დღეს აღარც ეარსებათ. მაგრამ თავისი რადიკალური მეთოდებით ფოსიმ მრავალი ადგილობრივის მტრობა დაიმსახურა.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია