იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
ჯეინის გზა
01.10.17
ტონი გერბერი
ჰიუგო ვან ლავიკი

„ალბათ, აქამდეც გსმენიათ ჩემი ამბავი“,- ასე მიმართა ჯეინ გუდოლმა აუდიტორიას 2015 წლის ლექციაზე. „მაგრამ ის კოცონთან გაგონილ თავგადასავალს ჰგავს, ყოველი მოყოლისას რომ უმჯობესდება“. მისი ისტორია ადვილად საცნობია, მის შესახებ მრავალჯერ დაუწერიათ, ეთერშიც გადაუციათ; „ახალგაზრდა ინგლისელი ქალი აფრიკაში შიმპანზეებს იკვლევს და პრიმატების შესწავლაში რევოლუციას ახდენს“.

ჯეინის სახელი ფართო საზოგადოებამ National Geographic-ის 1965 წელს გამოსული ფილმით „მის გუდოლი და გარეული შიმპანზეები“ გაიცნო. პრიმატოლოგს წელს 83 წელი უსრულდება, ახლა კი საკუთარ თავს უყურებს 28 წლის ასაკში.

ფართო ასპარეზზე გამოჩენამ ჯეინს საერთაშორისო აღიარება მოუტანა და ბიძგი მისცა მის ლეგენდარულ წინსვლას პრიმატოლოგიაში. National Geographic-მა კი ჯეინის სახით ტელეგენური მკვლევარი და მთხრობელი იპოვა ფილმისთვის. ეს უნიკალური ამბავი იყო იმ დროს, როცა, როგორც წესი, ქალებს სამეცნიერო კარიერის სურვილს უკარგავდნენ.

ფილმის გამოსვლის შემდეგ, ჯეინმა კემბრიჯის უნივერსიტეტში სადოქტორო დაიცვა, ათობით წიგნი დაწერა, მეცნიერთა ახალი თაობები აღზარდა, ხელი შეუწყო კონსერვაციას განვითარებად სამყაროში და შიმპანზეებისთვის რამდენიმე თავშესაფარი დააარსა. დღეს ჯეინ გუდოლის ინსტიტუტის პროგრამა „ფესვები და ყლორტები“ თითქმის ას ქვეყანაში მოქმედებს და ახალგაზრდებს ბუნების დამცველ ლიდერებად ზრდის. ჯეინიც წელიწადში 300 დღე ჯერ კიდევ მოგზაურობაში ატარებს, მთავრობებზე ზეწოლა რომ მოახდინოს, სკოლები მოინახულოს და სიტყვით გამოვიდეს.

მაგრამ როგორ მოხდა, რომ ცხოველებით ძლიერ გატაცებულმა, თუმცა აკადემიური ცოდნისა და გამოცდილების არმქონე ქალმა გზა გაიკვლია მეცნიერებისა და მედიის პატრიარქალურ სამყაროებში? მან თავის დარგში უზარმაზარი აღმოჩენები გააკეთა და ბუნების დაცვის მოძრაობის საქვეყნოდ

ეს ფოტოები 2015 წელს საცავში ნაპოვნი ფილმის მორჩენილი მასალის ფირებიდანაა. ისინი 1960-იანი წლების დასაწყისში კინოოპერატორმა ჰიუგო ვან ლავიკმა გომბე-სტრიმის სანადირო ნაკრძალში, დღევანდელი ტანზანიის ტერიტორიაზე გადაიღო. National Geographic-მა ჰიუგო ვან ლავიკი დაიქირავა შიმპანზეების ქცევებისა და, როგორც თავად ამბობდნენ, „ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო“, ჩვეულებრივი ყოფის ამსახველი კადრების გადასაღებად. ჰიუგოსა და ჯეინს არ მოსწონდათ მსგავსი კადრები, თუმცა ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების გრანტის შესანარჩუნებლად დათანხმდნენ ამ მოთხოვნებს.

ცნობილი სახეც გახდა. სწორედ ამაზე მოგითხრობთ ეს სტატია.

ფლინტი ჯეინის პერიოდში დაბადებული პირველი შიმპანზეა. ჯეინი სწავლობდა მის განვითარებას და ფიზიკური კონტაქტიც ჰქონდა, რაც დღეს მიზანშეწონილად აღარ ითვლება.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია