იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
აფრიკის ოკავანგოს დელტის გადარჩენის მისია
01.11.17
დევიდ კვამენი
კორი რიჩარდსი

ოკავანგოს დელტას კოსმოსიდან ან მის თავზე გადაფრენისას თუ დახედავთ, გეგონებათ, ჩრდილოეთ ბოტსვანაზე გაფურჩქნილი ყვავილი დატკეპნესო. მისი ღერო ნამიბიის საზღვრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მიემართება, ვერცხლისფერი წყლის ფოთლები კი 150 კილომეტრზე კალაჰარის უდაბნოზე გადაჭიმულა. ეს პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი ჭარბტენიანი ტერიტორიაა — კონტინენტის საოცრად მშრალ რეგიონზე გადაჭიმული სიცოცხლისმომცემი არხების, ლაგუნებისა და სეზონური ტბების უზარმაზარი ქსელი.

დელტა არ უერთდება ზღვას. ის კალაჰარის რეგიონს არ სცდება, სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიმეტრზე წყდება და კალაჰარის ქვიშის სიღრმეში უჩინარდება. შეგვიძლია, რომ ის მსოფლიოს უდიდეს ოაზისად ჩავთვალოთ: ეს სველი თავშესაფარი სპილოებს, ჰიპოპოტამებს, ნიანგებსა და ველურ ძაღლებს, ანტილოპებს, კამეჩებს, ლომებს, ზებრებსა და ფრინველების გასაოცარ მრავალფეროვნებას მასპინძლობს. მაგრამ დასასვენებლად წამოგორებულ ჰიპოპოტამებს კოსმოსიდან ვერ დაინახავთ; ვერც ბუჩქებში ჩამჯდარ ველურ ძაღლებს შეამჩნევთ. რაც მთავარია, ვერ დაინახავთ ამ წყლის სათავეს.

თითქმის, მთელი ეს წყალი ანგოლიდან მოედინება, ბოტსვანის პრობლემური მეზობლიდან, ნაკადი ანგოლის ცენტრში, წვიმიანი მთიანეთიდან იწყება და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ აგრძელებს გზას. მდინარე კუბანგოს დიდ აუზში სწრაფად ვარდება, კვიტოში მდორედ მიედინება და სათავე ტბებად გროვდება; ბალახიან ჭალებში, ტორფნარსა და ქვიშაში ჟონავს და შენაკადებში ვრცელდება. ანგოლის სამხრეთ საზღვარზე ორი მდინარე კვიტო და კუბანგო ერთმანეთს უერთდება და უფრო დიდ მდინარეს, ოკავანგოს, წარმოქმნის. ის კი კაპრივის ზოლს მიუყვება და ბოტსვანაში შემოედინება. წლიურად, საშუალოდ 9,4 ტრილიონი ლიტრი წყალი მოდის, რომლის გარეშეც ოკავანგოს დელტა არ იარსებებდა. ყოველ შემთხვევაში, აქ არც ჰიპოპოტამები და სიტატუნგები იქნებოდნენ და არც აფრიკული

ამ ადგილებში უამრავი ჰიპოპოტამია. ისინი ღამით ძოვენ, დღისით კი წყალში ისვენებენ. მამრები მიწისთვის იბრძვიან, მდედრები – ნაშიერებს იცავენ. მათი ეშვები, შეიძლება, დაუპატიჟებელი სტუმრისთვის მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს.

თეთრკუდა არწივები ინავარდებდნენ.

მეცნიერების, სახელმწიფო მოხელეების, რესურსების განაწილების ექსპერტებისა და ახალგაზრდა, გამოცდილი მოგზაურების საერთაშორისო გუნდი სამხრეთ აფრიკელმა ბიოლოგ-კონსერვაციონისტმა, სტივ ბოისმა შეკრიბა და ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების დახმარებით, უდიდეს საძიებო, საკვლევ და ბუნების დაცვითი სამუშაო - „ოკავანგოს ბუნების დაცვის პროექტი“ - დაიწყო. რას აღმოაჩენს ეს ამბიციური ექსპედიცია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დელტის რეგიონში?

National Geographic-ის „ოკავანგოს ბუნების დაცვის პროექტი“ დელტის სათავეების კვლევისა და, საბოლოოდ, დაცვის მცდელობაა. ის 2015 წელს ანგოლის მდინარე კვიტოზე ექსპედიციით დაიწყო. აქ, სათავესთან, მდინარე იმდენად ვიწროა, რომ გუნდს ნავების ხელით თრევა მოუხდა.

მაკგადიკგადის ქვაბული ოდესღაც სიცოცხლით სავსე უძველესი ტბის ბრტყელი, მარილიანი ნარჩენია, რომელიც მდინარეების მიმართულების შეცვლამდე, ჩრდილოეთი ბოტსვანის დიდ ნაწილს ფარავდა. დღეს კოისანელი ბუშმენები ტურისტებს აცნობენ ამ დიდებულ, ვერანად ქცეულ ადგილს. უწყლოდ, ოკავანგოს ბედიც ეს იქნება.
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია