იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
იესო ქრისტეს ძიებაში
01.01.18
კრისტინ როუმი
საიმონ ნორფოლკი

მორწმუნენი ეთაყვანებიან, სკეპტიკოსები - უარყოფენ. მხატვრები თავიანთი ეპოქის შესაბამისად გამოსახავენ. მეცნიერები მის რეალურ ვინაობაზე მსჯელობენ, არქეოლოგები, კი წმინდა მიწაზე აწარმოებენ გათხრებს და ტყუილისა და მართალის გარჩევაში გვეხმარებიან.

ეუჯენიო ალიატას იერუსალიმის კაბინეტი ნებისმიერი იმ არქეოლოგის ბაზას ჰგავს, რომელსაც ოთახის დალაგებას ველზე ხელის დასვრა ურჩევნია. ყველაფერი ისეა, როგორც ყველა ახლოაღმოსავლელი არქეოლოგის კაბინეტში მინახავს; განსხვავება ისაა, რომ ალიატას ფრანცისკელი ბერის სამოსი აცვია და მისი შტაბ-ბინა ქრისტეს წამების მონასტერშია. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ეს მონასტერი იმ ადგილასაა აგებული, სადაც სიკვდილმისჯილი იესო ქრისტე რომაელმა ჯარისკაცებმა გაშოლტეს და ეკლის გვირგვინი დაადგეს.

ჩემთვის, ჟურნალისტად ქცეული ყოფილი არქეოლოგისათვის, რომელსაც გააზრებული აქვს, რომ მრავალი კულტურა აღმოცენდა და დაეცა ისე, რომ დედამიწაზე თავისი არსებობის თითქმის არანაირი კვალი დაუტოვებია, სრული სიგიჟის ტოლფასია ამ ძველ მიწაზე ერთი ადამიანის ნაკვალევის ძიება. მამა ალიატა მეც და ჩემს კითხვებსაც განსაცვიფრებელი მოთმინებით გვხვდება. იგი 700-წლიანი ფრანცისკანული მისიის წამომადგენელია, რომელსაც ევალება ძველი რელიგიური ძეგლების მოვლა და დაცვა წმინდა მიწაზე, XIX საუკუნიდან კი - გათხრების წარმოება სამეცნიერო პრინციპების შესაბამისად.

მორწმუნე მამა ალიატას არ აღელვებს, რა შეიძლება - ან არ შეიძლება - აღმოაჩინოს არქეოლოგიამ ქრისტიანობის ცენტრალური ფიგურის შესახებ. „კონკრეტული ადამიანის შესახებ 2000 წლის წინანდელი არქეოლოგიური მტკიცებულების მოპოვება საკმაოდ იშვიათი და უცნაური იქნება - ამბობს იგი - თუმცა ვერ იტყვი, რომ იესოს კვალი არ დაუტოვებია ისტორიაში“.

დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი და, ალბათ, ყველაზე საკამათო ნაკვალევი ახალი

იოანეს სახარების თანახმად, ქრისტემ იერუსალიმში ბეთეზდის აუზში განკურნა პარალიზებული კაცი. მეცნიერებს ეჭვი ეპარებოდათ ასეთი ადგილის არსებობაში, სანამ არქეოლოგები ამ მრავალსაუკუნოვანი ეკლესიების ნანგრევებში მის აშკარა კვალს აღმოაჩენდნენ.

აღთქმის ტექსტია. მაგრამ რა კავშირია I საუკუნის მეორე ნახევარში დაწერილ ამ უძველეს ტექსტებს, მათ მიხედვით დამკვიდრებულ რწმენა-წარმოდგენებს და არქეოლოგების საქმეს შორის?

„რწმენა-წარმოდგენები არქეოლოგიას უფრო ასაზრდოებს, არქეოლოგია კი - რწმენა-წარმოდგენებს“ - მპასუხობს მამა ალიატა. „ზოგჯერ ერთმანეთს ეთანხმებიან, ზოგჯერ - არა“, - წამით ჩერდება და გაღიმებული აგრძელებს - „რაც უფრო საინტერესოა“.

ასე გავუყევი იესოს ნაკვალევს სახარებაში მოთხრობილი და მეცნიერთა მრავალი თაობის მიერ ინტერპრეტირებული ამბის მიხედვით. იმედი მაქვს, გზად აღმოვაჩენ, რამდენად შეესაბამება ქრისტიანული ტექსტები და გადმოცემები არქეოლოგების აღმოჩენებს, რომლებმაც წმინდა მიწის გათხრა 50 წლის წინ დაიწყეს.

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქის, თეოფილე III-ის ძვირფასი ქვებით შემკული პანაღია.

ქრისტეს ცხოვრების კადრები – ყრმობიდან დაწყებული, იერუსალიმში ტრიუმფალური შესვლითა და საიდუმლო სერობით დამთავრებული – ამშვენებს პატარა კოპტურ მართლმადიდებლურ სამლოცველოს ქრისტეს აღდგომის ტაძარში. ეკლესიის გასაღები ადგილობრივ მაჰმადიანთა ოჯახს აბარია.
ეთიოპიელი მართლმადიდებლები აღდგომას აღნიშნავენ აღდგომის ტაძარში. კოპტებთან ხანგრძლივი დავის შემდეგ, 200 წელზე მეტია, დაკავებული აქვთ სხვენში განლაგებული მონასტერი და ეკლესიის ნაწილზე აცხადებენ პრეტენზიას. ფოტო: ალესიო რომენცი
ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია