იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
იაგუართა სამეფო თანდათან მცირდება
01.01.18
ჩიპ ბრაუნი
სტივ უინტერი

ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ სიმბოლოს, მოუხელთებელ მტაცებელს საფრთხე ემუქრება. შესაძლოა, მისი სახე მოგონებად იქცეს.

მაესტრო ხუან ფლორესის შეგირდებმა იაგუართა სულების სამყაროს საშვი პატარა პლასტმასის თასით მომართვეს. თასში „la medicina” ესხა - ჩაკრუნას ფოთლებისა და ხვიარა აიაუასკას ორი დღის ნადუღი და შემდგომ წყლის ძველ ბოთლებში გადაწურული სქელი ყავისფერი ნახარში. ცერემონიის დაწყებისას, მაესტრომ ნახარში ჯერ ამაზონის ველური თამბაქოს, მაპაჩოს კვამლით აკურთხა, შემდეგ კი თასი იქ შეკრებილი ხალხისთვის მცირე დოზებით შეავსო.

28 კაცი ვიყავით. პერუს ამაზონის ჯუნგლებში „მდუღარე მდინარის“ ნაპირზე მდებარე ბანაკში, ყველა რაღაცის საძიებლად ჩამოვედით. ზოგს მძიმე სენის მკურნალობის იმედი ჰქონდა; ზოგი ცხოვრების შეცვლას ცდილობდა; სხვებს უბრალოდ მიღმა სამყაროში უნდოდა ჩახედვა - ყველაზე ეზოტერიკულ კუთხეში იმისა, რასაც ალან რაბინოვიცი „იაგუარის კულტურულ დერეფანს“ უწოდებს. ეს ტერიტორია იმ ჰაბიტატებსა და სამიგრაციო ბილიკებს მოიცავს, რომელთა დაცვასაც მისი საკონსერვაციო ორგანიზაცია, „პანთერა“ ცდილობს, რათა დაახლოებით 100 000 იაგუარის გადარჩენასა და მათი გენეტიკური ფონდის სიცოცხლისუნარიანობაზე იზრუნოს.

ბანგის ჩამოსხმის პროცესი მდუმარედ მიდიოდა, მხოლოდ მდინარის გუგუნი ისმოდა. წყლიდან ამოწვერილი ორთქლის ლანდები კი ღამის გრილი ჰაერის მორევში ირეოდა. შეგირდები მომიახლოვდნენ და მეც მაშინვე მუხლებზე დავდექი. ერთმა შეგირდმა თასი გამომიწოდა, მეორე კი წყლით სავსე ჭიქით იდგა. თითქოს კლდეზე უნდა გადამებიჯებინა, ისე შევყოყმანდი. თან ცნობილი „კურანდეროს“ (მკურნალი), დონ ხოსე კამპოსის სიტყვები მახსენდებოდა, რამდენიმე დღით ადრე პერუს ხალხმრავალ საპორტო ქალაქ პუკალპაში რომ მითხრა:

„აიაუასკას შენ კი არ

ხუან ფლორესი „მდუღარე მდინარესთან“ დგას. დღეს აქ მხოლოდ სულთა სამყაროდან გამოხმობილი იაგუარები დარჩნენ. ხუანმა ამ ადგილს მას შემდეგ მოაკითხა, რაც ფეხში დაიჭრა; შემდეგ მან მაიანტუიაკუს შამანური მკურნალობის ცენტრი დააარსა.

იღებ, ის თვითონ გიღებს“.

თასი მოვიყუდე და გამოვცალე.

კოლუმბიაში, ჩირიბიკეტეს ეროვნული პარკის კლდის მხატვრობაზე იაგუარის გამოსახულებები ჭარბობს. ამ ველური ჯუნგლების მონახულება დიდხანს იყო შეუძლებელი, შეიარაღებული ჯგუფების თარეშის გამო. მეცნიერების აზრით, შესაძლოა, ზოგი ნახატი 20 000 წლისაც კი იყოს.

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია