იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სტატიები >
უკანასკნელი ყინული
01.01.18
ტიმ ფოლგერი

მეცნიერთა პროგნოზი: საუკუნის მიწურულს ზღვის ყინული, ახლა რომ არქტიკის უმეტეს ნაწილს ფარავს, ერთ ვიწრო ზოლად გადაიქცევა გრენლანდიისა და კანადის თავზე; ცხოველები კი ამ უკანასკნელ თავშესაფარს მიაშურებენ.

პირველი, რასაც ჩვენი გუნდი ხედავს, ნანადირევის ნიშნებია: თოვლით დაფარული ზღვის ყინული ალისფრად დაწინწკლულა; ალბათ, სელაპის სისხლია. შემდეგ თეთრი დათვიც ჩნდება; 200- კილოიანი მდედრი, რომელსაც ნაშიერი მისდევს კუდში. ისინი წამში ხტებიან გაყინული ზღვის ამოტეხილ ნაპრალში და უმალვე ამოდიან ზედაპირზე, ვერტმფრენი აფრთხობთ და ყინულზე გარბიან. შეუსვენებელად სირბილი კი სახიფათოა თეთრი დათვისთვის: ცხიმი და ბეწვი ისეთ თერმოიზოლაციას განაპირობებს, რომ გადახურების რისკი ეზრდება. ფრანსუა ლეტურნო-კლუტიე, ჩვენი 33 წლის პილოტი კვებეკიდან, უფრო მაღლა სწევს ვერტმფრენს და დედა-შვილიც ბაჯბაჯზე გადადის.

10-15-წუთიანი დევნის შემდეგ, ლეტურნო-კლუტიე ფრთხილად სვამს ვერტმფრენს. დათვებისგან ასიოდე მეტრი გვაშორებს. უცებ, სულ რამდენიმე წუთით, დრო იყინება და ამ სამყაროში ვიძირებით: დათვები თოვლისა და ყინულის უსასრულობაში, მდნარი წყლის წყალმარჩხ გუბურებზე არეკლილი ზაფხულის მზის სხივების მკრთალი ლურჯი და წითელი... მხოლოდ ჩვენი საფრენი აპარატის ფრთების გაუთავებელი გუგუნი გვაფხიზლებს და ამ ჯადოს გვიხსნის. კვლავ ავდივართ ჰაერში, გეზს ვიღებთ სამხრეთ-დასავლეთით და მივემართებით ჩვენი ბანაკისკენ, რომელიც ბაფინის კუნძულის (კანადა, ჰუდსონის ყურიდან 1100 კმ-ზე ჩრდილოეთით) ჩრდილოეთ წვერზეა მოწყობილი.

ალბათ, რამდენიმე ათწლეულში ასეთი ხედები ვეღარ გადაიშლება ჩვენ თვალწინ, ყოველ შემთხვევაში, აქ. პლანეტა თბება და ზაფხულის ზღვის ყინული თუ მასთან შეგუებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი - დათვები, სელაპები, ლომვეშაპები, ვეშაპები, არქტიკული ვირთევზა,

დევონის კუნძულზე (ბაფინის ჩრდილოეთით) აგვისტოს დილაა. თითქმის უყინულო სანაპიროზე ლომვეშაპები „ებერტყებიან“. საერთოდ, ლომვეშაპები ყინულზე ისვენებენ; მშრალი მიწა მათთვის ყინულის არც ისე ხელსაყრელი შემცვლელია. ფოტო: ფლორიან ლედუ

კიბოსნაირები თუ ყინულის წყალმცენარეები - დიდი ალბათობით, გაქრება ბაფინიდან. 1980-იანი წლების თანამგზავრული მონაცემებით, ზაფხულის მიწურულს არქტიკული ზღვის ყინული, საშუალოდ, 7,5 მილიონ კვ. კმ-ზე ვრცელდებოდა. მას შემდეგ, 2,5 მილიონ კვ. კმ-ზე მეტი დავკარგეთ.

კლიმატის მოდელირებით, 2050 წლისთვის მუდმივად მზრალი ზღვის ყინული 500 000 კვ. კმ-მდე დარჩება და გადარჩენილი ნაწილი ერთ კომპაქტურ რეგიონად შეიკვრება შორეული ჩრდილოეთით, გრენლანდიასა და კანადის კუნძულ ელსმირის თავზე. არქტიკის ცხოველთა უმრავლესობა, სწორედ, ამ ბოლო ციხესიმაგრეს შეეფარება.

ნაიმანგიტსოკ კრისტიანსენის შარვალი თეთრი დათვის ბეწვისგან შეუკერავთ, რაც მიუთითებს, რომ ის გამოცდილი მონადირეა. ზღვის ყინული ყოველწლიურად თხელდება და ძაღლებშებმული მარხილით „მოგზაურობაც“ სულ უფრო სახიფათოა. ფოტო: პოლ ნიკლენი

ჟურნალის გამოწერისთვის დააჭირეთ აქ.
თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია