იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
პუებლა (მექსიკა). კათოლიკურ ქალთა მონასტერი. „ფეხშიშველი კარმელიტას“ ორდერის ახა-ლაღკვეცილი მონაზონი, 23 წლის რეინა მარია ფრენბურთს თამაშობს. ლოცვასა და შრომაში გა-ტარებული გრძელი დღის შემდეგ, მონაზვნებს შეუძლიათ დაისვენონ.
01.11.16
მექსიკაში აღკვეცილები
ავტორი: მარსელა ტაბოადა
ფოტოგრაფი: მარსელა ტაბოადა

ყოველთვის მაინტერესებდა, რა ხდებოდა კულისებში. სულ ერთია, კალათბურთის ფოტოებს ვიღებ თუ ბალეტის – მინდა, ფარდა გადავწიო და ადამიანების ნამდვილი ცხოვრება დავინახო. ასე რომ, მექსიკის მონასტრებში მცხოვრები კათოლიკე მონაზვნების გვერდით 3 წლის გასატა-რებლად საჭირო გრანტი ხელიდან არ გავუშვი.

მექსიკის ქალაქ პუებლაში გავიზარდე; აქ ზოგი კათოლიკური ეკლესია 400 წლის წინ დაარსდა. უწინ მონაზვნები კათოლიციზმს ავრცელებდნენ, თუმცა ახლა უმეტესობას გარე სამყაროსთან კონტაქტი ეკრძალება. ბავშვობაში ჩემთვის ისინი იდუმალებით იყვნენ მოცულნი.

მათ სამყაროში შეღწევა ადვილი არ იყო, თუმცა ბოლოს და ბოლოს ჩემი გავიტანე და მათთან დაახლოება მაინც მოვახერხე.

დავინტერესდი, რატომ აღიკვეცნენ. ზოგმა მითხრა, გამოცხადება მქონდაო, სხვამ ეს ქორწინების თავიდან ასაცილებლად გააკეთა. ორი მონაზონი კი მანამდე როკ-ჯგუფში უკრავდა და ეკ-ლესიას სულიერების საპოვნელად შეუერთდა.

ყოველი დილა მათთან ერთად, დილის 4:30-ზე იწყებოდა. მათი გალობა ჩემი მაღვიძარა იყო. მოგვიანებით კი ყოველდღიურ ლოცვებში, საქმიანობაში, რეცხვა-დალაგებასა და საჭმლის მომ-ზადებაში ვუერთდებოდი.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ მონაზვნები მშვენივრადაც ერთობოდნენ. იცინოდნენ, ცეკვავდნენ, ბანქოსა და სხვა სახის თამაშებსაც ეტანებოდნენ. როკ-ენ-როლს უსმენდნენ და ერთი ფეხბურ-თის დიდი გულშემატკივარიც იყო. საყვარელ გუნდებს ემოციურად ქომაგობდა, ლოცულობდა მათთვის და გამარჯვებისას სიხარულისგან ხტოდა.

ამ სერიით მინდოდა მეჩვენებინა სრულიად განცალკევებული, უჩინარი ადამიანების ცხოვრება, რათა ყველას ენახა, რა ხალასები, ადამიანურები და ქალურები არიან. შესაძლოა, ერთ დღეს მა-თი საუკუნოვანი ცხოვრების სტილი შეიცვალოს კიდეც, თუმცა დღეს ასეთია.

მესამდე მონაზვნები მღვდლის სარტყლით სიტყვა „იესოს“ წერენ.
ხშირად მონაზვნების ღვაწლი დაუნახავია. დებმა მითხრეს, რომ მათი პორტრეტებიც არ არსე-ბობდა, მეც და ემა თავზე გვირგვინითა და ხელში კვერთხით გადავიღე.
პროექტის დაწყებისას, მეგონა, ეს მონაზვნები ყოველთვის თავშეკავებულად იქცეოდნენ. არა-და, აქაურ მონაზვნებს მხიარულება ძალიან უყვართ. „უბიწო ჩასახვის“ ორდენის ცხრა მონასტრის წევრების შეხვედრაზე, დედა მარია დელ-კარმენი (მარჯვნივ) და და ვირჯინია დესერტის მაგიდასთან დგანან.
კათოლიკე მონაზვნები დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან. საკურთხეველს ყვავილებით რთავენ, რეცხავენ ტანსაცმელს, აუთოვებენ და წვეულების შემდეგ საბანკეტო მაგიდებს ალაგებენ.
ჩოლულა, მექსიკა. დები მიემართებიან ფრანცისკანელთა მონასტრის მოსანახულებლად. ბერ-მონაზვნებს შეუძლიათ ექიმთან წასვლაც, თუმცა აუცილებლად გამყოლის თანხლებით.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია