იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
იოჰან ეკენგარდი და მისი პარტნიორი დეკრეტულ შვებულებას თანაბრად ინაწილებენ. ამ ფოტოზე ის ერთ ჩვეულ დილას ატარებს ბავშვებთან (მარცხნიდან, ტირა, სტინა და ები).
01.01.17
დეკრეტული შვებულება მამებისთვის
ავტორი: პატრისია ედმონდსი
ფოტოგრაფი: იოჰან ბავმანი

იოჰან ბავმანს შვილის, ვიგოს დაბადებისთანავე გაუჩნდა იდეა შეექმნა პერსონალური ფოტოპროექტი, რომელიც შვედეთში საოჯახო შვებულებით მოსარგებლე მამებს ასახავდა.

ქალების ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. ამგვარი პოლიტიკით სარგებლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების წევრი 34 ქვეყანა (აშშ-ის გარდა ყველა). ამ ქვეყანათა დაახლოებით 2/3 ნაწილში, მამებსაც შეუძლიათ ისარგებლონ მსგავსი შვებულებით, თუმცა ხანგრძლივობა შემცირებულია. პირველად, ამის საშუალება მამაკაცებს 1974 წელს, შვედეთში მიეცათ.

შვედეთის პროგრამა მშობლებს საშუალებას აძლევს 480-დღიანი სუბსიდირებული შვებულება გადაინაწილონ. თუ წყვილი თანაბრად გადაინაწილებს ამ დღეებს, მათ ბონუსები ეძლევათ. მაგრამ ამ წამახალისებელი მიდგომის მიუხედავად, „მამების მხოლოდ 14% ინაწილებს თანაბრად შვებულების დღეებს“.

2012 წელს, ვიგოს დაბადებისას, იოჰანი ზემოხსენებულ 14%-ს შეუერთდა. ახლა ბავმანი შვებულებას უკვე მანფრედისთვისაც იყენებს, რომელიც 2016 წელს დაიბადა. მის ფოტოპროექტში ბავმანი გვაჩვენებს შვედ მამებს, რომლებიც სახლში თავიანთ შვილებს უვლიან. „რატომღაც არავინ აღიარებს, რომ ბავშვზე ზრუნვა, მეტად რთული პროცესია, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სრული განაკვეთის სამუშაოს. ამას კი, ყოველთვის ქალები აკეთებდნენ“.

როგორც დედების უმრავლესობა, კეროლინ ილსტრომიც მოწადინებული იყო შვილები გულში ჩაეკრა და გამოეკვება, თუმცა ტყუპები რომ შეეძინა, ვერ შეძლო მათი ბუნებრივი რძით გამოკვება. როდესაც ბავმანი ფოტოების გადასაღებად ახალდაბადებულებს ეახლა, ტყუპების მამას (სამად კოიგოლტაპე) ისინი უკვე გამოეკვება და ახლა ჩახუტებულებს ათბობდა. სამადი ინჟინერია და მან შვებულება მეუღლესთან ერთად პატარების დაბადებისთანავე, პირველ თვეებში აიღო და დამატებით, ექვსი თვით გააგრძელა.

ჯერჯერობით, ბავმანმა შვებულებაში მყოფი 45 მამა გადაიღო.

ფოტოგრაფს სურს, რომ ხალხმა ამ მამებს მიბაძოს, რათა მამაკაცებმა შეძლონ ამგვარი შვებულების დადებითი მხარეების დანახვა.

ბავმანის აზრით, დიდხნიანი შვებულების აღებამ, ის უკეთეს მშობლად აქცია; იმედოვნებს, რომ მისი პროექტი ბევრ მამაზე მოახდენს შთაბეჭდილებას და სამომავლოდ, უფრო მეტ ქვეყანაში ეცდებიან ამ იდეის დამკვიდრებას.

რას აკეთებენ მამები შვებულების დროს? ფრედრიკ კარლსონი შვილებს ეხუტება.
რას აკეთებენ მამები შვებულების დროს? ერიკ ლინდბალდი ბიბლიოთეკაში კითხულობს.
რას აკეთებენ მამები შვებულების დროს? ოლა ლარსონს მტვერსასრუტი უჭირავს.
რას აკეთებენ მამები შვებულების დროს? მარტინ გაგნერი შვილს ფრჩხილზე ლაქს უსვამს.
„ჩემი შვილები ისევე მენდობიან, როგორც დედას“, ამბობს ანდრეას ბერგსტრომი. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ შვებულება ორივემ აიღო. ახლა სემისა (ნიჟარაში) და ელიოტის ბანაობის დროა.
„მადლიერი ვარ რომ შესაძლებლობა მომეცა, შვებულება ამდენი ხნით ამეღო!“ ამბობს სტუდენტი ხუან კარდენალი, რომელმაც შვილებთან (მარცხნიდან, ალმა და ივო) ცხრა თვე გაატარა.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია