იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
პაკისტანი. ქალაქ კარაჩის ერთ ქუჩის კუთხეს ავტობუსის გაჩერება, ფოტოლაბორატორია და მოვაჭრეები იყოფენ.
01.03.17
მეტროპოლისი
ავტორი: მარტინ რომერსი
ფოტოგრაფი: მარტინ რომერსი

ქალაქებში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება. გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, ურბანულ ზონებში ადამიანთა ნახევარი ცხოვრობს – 2050 წლისთვის კი ის 70%-მდე გაიზრდება. რვიდან ერთი ქალაქის მკვიდრი ცხოვრობს 10 მილიონზე მეტი ადამიანით დასახლებულ მეგაქალაქში.

სწორედ ამიტომ შევქმენი ფოტოპროექტი „მეტროპოლისი”. მინდოდა, გაეროს სტატისტიკა თვალსაჩინო გამეხადა. 2007-2015 წლებში მეგაქალაქებში ფოტოებს ვიღებდი და ურბანიზაციის პროცესის დინამიკის დოკუმენტირებას ვახდენდი.

სულ მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ასეთ ვიწრო, ხმაურიან და ქაოსურ ქალაქებში? რა განსხვავებაა ამ მეგაქალაქებს შორის? რა აქვთ საერთო?

შევეცადე, სიმდიდრესა და სიღარიბეს, ტრადიციულ კულტურასა და ულტრათანამედროვე ყოფას შორის არსებული კონტრასტი მეჩვენებინა. მე მაოცებს, როგორ ახერხებენ ასეთ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ადამიანები თანაცხოვრებას. ადგილი საკმარისი არასდროს არის, მაგრამ მუდმივად რაღაც ვითარდება და ერთობის შეგრძნება არ იკარგება.

მორიგ დიდ ქალაქში მუშაობისას, აზრს ადგილობრივებს ვეკითხები. შესაფერისი ადგილის პოვნის შემდეგ, ფოტოების გადასაღებად ხელსაყრელ მომენტს ველოდები ხოლმე.

ქალაქური ცხოვრების რიტმისა და მისი ენერგიის საჩვენებლად, ფოტოგრაფირებისას, ძირითადად, ხანგრძლივი დაყოვნების ტექნიკას მივმართავ. ქაოსში ჰარმონია უნდა ვიპოვო.

ფოტოებს ფირიანი კამერით ვიღებ. ჩემი მიზანი მეგაქალაქის ერთ პანორამულ, კალეიდოსკოპურ ფოტოში მოქცევაა. ამ პროექტის ფოტოები მრავალშრიანია. რაც უფრო დიდხანს უყურებ ფოტოს, მით უფრო მეტს ხედავ. ეს ფოტოები ათასჯერ მაინც დამითვალიერებია, მაგრამ ყოველი მორიგი დახედვისას მაინც ვპოულობ რაღაც ახალს. იმედია, თქვენც მიაგნებთ სიახლეებს.

ეიფელის ფოტო პარკიდან არის გადაღებული. გადაღებისას, პოლიციამ ნებართვა მომთხოვა, რომლის აღებასაც 3 კვირა დასჭირდა. ზოგიერთ დასავლურ ქალაქში ფოტოგადაღებას ბიუროკრატია ართულებს, თუმცა ეს ამად ღირს.
ტოკიოს შიბუიას გზაჯვარედინი ერთ-ერთი ყველაზე გადაჭედილი წერტილია. ეს ფოტო 8-10-წამიანი დაყოვნებით გადავიღე, ამიტომ ის აბსტრაქტული გამოვიდა. ზღვა ხალხია, თუმცა ინდივიდების გარჩევა – მაინც შეუძლებელი.
ნიგერიის მდუღარე ქალაქი ლაგოსი. აფრიკაში ურბანიზაცია სწრაფად მიმდინარეობს. 2030 წლისთვის სამ მეგაქალაქს – ლაგოსს, კაიროსა და კინშასას, სავარაუდოდ, შეუერთდება დარ-ეს-სალამი, იოჰანესბურგი და ლუანდა.
ინდოეთის ქალაქი კოლკატა რიქშებით არის ცნობილი. ის არასდროს ჩერდება, მარტო ტრამვაის უთმობს გზას. საბედნიეროდ, ლენინ-სარანის გზაზე ტრამვაი ხუთ წუთში ერთხელ მოდის.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია