იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ფოტოამბავი >
ფოტოამბავი
ობიექტივში და კადრს მიღმა
ფოტოამბავის
შესახებ
ეს სარეველა მცენარეებით და ირონიული პოსტერებით სავსე ნიუ-იორკის მეტროს ვაგონის მოდელია. ლორიმ და ქეთლინმა მის შექმნას 7 თვე მოანდომეს.
01.04.17
ციცქნა ნანგრევები
ავტორი: ჯერემი ბერლინი
ფოტოგრაფი: ლორი ნიქსი და ქეთლინ გერბერი

ეს ხელნაკეთი მინიატურული მოდელია, მოდელი ქალაქისა, რომელიც ადამიანებმა დიდი ხნის წინ მიატოვეს.

ქალაქი ნანგრევებშია. მატარებლები უმოძრაოდ დგანან ლიანდაგებზე. სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და ამრეცხაოებში სამარისებური სიჩუმეა. ყველა გაუჩინარდა. ეს ყველაფერი სამყაროს დასასრულს ჰგავს, მაგრამ ლორი ნიქსი თავს ესანიშნავად გრძნობს. ის და მისი ცხოვრების მეგზური –ქეთლინ გერბერი აპოკალიფსის მხიარული არქიტექტორები არიან. ორი ქალბატონი, ცივი ზამთრის დღეს „მცირე“ კატასტროფების შექმნაში ატარებს, ბრუკლინის სახელოსნოში. ნიქსის თქმით, ათი მიზანი „დაუსრულებელი ნარატივების – უცნობი სტიქიის შემდეგ უადამიანოდ დარჩენილი ქალაქების მოდელის“ შექმნაა. „გვინდა, რომ მნახველის ფანტაზიამ ბოლომდე გაიღვიძოს და აწმყოზე აფიქრდეს. აქვს კი კაცობრიობას მომავალი? შევძლებთ გადარჩენას?“ ნიქსის შთაგონება როგორც ყოველდღიურობიდან, ასევე მისი წარსულიდანაც მოდის. ის 1970-იან წლებში ე.წ. „ტორნადოების ეივანში“ გაიზარდა, სადაც სტიქია ხშირად მძვინვარებს. ამბობს, რომ ფილმებმა „ჯოჯოხეთი ედამიწაზე“ და „მაიმუნების პლანეტა“ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ბავშვობაში. თავს „ხელოვნური ლანდშაფტების ფოტოგრაფად“ მიიჩნევს, თუმცა სრულყოფილი კადრის საძიებლად ველად სიარულს, მათი აქ, ამ მაგიდაზე შექმნა მირჩევნიაო, ამბობს. ნიქსის ქმნილებებს გერბერი ნამდვილი იერსახის შეძენაში ეხმარება და მათ სიძველის ეფექტს აძლევს. „ის მოქანდაკეა“, ამბობს ნიქსი. „მე არქიტექტორი. მე იდეებზე, ფერებზე, კამერის კუთხეზე ვფიქრობ, ის კი ეტალებზე მუშაობს და ჩემს ქმნილებებს აცოცხლებს“. მათი ქმნილებების დიამეტრი 50 სმ-დან 3 მ-მდე ერყეობს. ეს ძალიან შრომატევადი პროცესია: თითოეულის დამზადებას 3-დან 15 თვემდე ანდომებენ. დასრულების შემდეგ, ნიქსი მათ ფოტოზე აღბეჭდავს. თითოეული კადრის დამუშავებას 3 ვირაც კი შეიძლება დასჭირდეს. „ვიცი, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რთულია ეს წარმოიდგინო, მაგრამ სინამდვილეში ოპტიმისტი ვარ. იქ, სადაც ბუნება იმარჯვებს, იმედი ყოველთვის არსებობს”, ამბობს ნიქსი და გერბერიც ეთანხმება, „ჩვენი ქმნილებები შიშისა და იუმორის სინთეზია. ყოველთვის ვცდილობთ, ეს ყველაფერი ისე შევაჯეროთ, რომ ადამიანები დავაფიქროთ“.

 

ეს ანატომიის საკლასო ოთახია. „მე კედლები, იატაკი და სკამები დავამზადე“, ამბობს ნიქსი, „ქეთლინის სამუშაო ბევრად რთულია“.
„მე ნორტონში გავიზარდე, იქ, სადაც მუდამ სტიქიას ელოდნენ“, ამბობს ნიქსი. ამ კადრში, რომელზეც განადგურებული სილამაზის სალონია, გერბერის ხელი მასშტაბის გადმოცემის მიზნით მოხვდა.
შეეძლო ეკოლოგიურ კატასტროფას ამის გამოწვევა? „ახალ თაობებს საერთოდ ყოველთვის ჰგონიათ ხოლმე, რომ მდგომარეობა უარესდება. დღეს ეს მართლა ასეა“.
მასშტაბის განსასაზღვრად ჯერ მხოლოდ ერთ დეტალს ქმნიან, შემდეგ კი მთელ სცენას მის გარშემო აწყობენ. აქ ეს დეტალი ციცქნა გლობუსი იყო.
თეგები: 
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია