იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ამბები >
რა ჰქვია მსოფლიოში უდიდესი სიმაღლის მთას?
21.09.15
shutterstock
მაუნა-კეა ჰავაის კუნძულის უმაღლესი წერტილია. მართალია ამ ჩამქრალი ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4206 მეტრია, თუმცა ზღვის ფსკერიდან მწვერვალამდე მისი სიმაღლე 10 200 მეტრს შეადგენს, რაც დაახლოებით 1350 მეტრით აღემატება ევერესტის სიმაღლეს.

მაუნა-კეა. ის ჰავაის კუნძულის უმაღლესი წერტილია.

ამ ჩამქრალი ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4206 მეტრია, თუმცა ზღვის ფსკერიდან მწვერვალამდე მისი სიმაღლე 10 200 მეტრს შეადგენს, რაც დაახლოებით 1350 მეტრით აღემატება ევერესტის სიმაღლეს.

ამჟამინდელი შეთანხმებით, თუ ვამბობთ, რომ მთა „ყველაზე მაღალია“, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სიმაღლე გაზომილია ზღვის დონიდან მწვერვალამდე; ხოლო „უდიდესი სიმაღლის“ მთა ნიშნავს, რომ მისი სიმაღლე მთის ძირიდან მწვერვალამდეა გაზომილი.

ამგვარად, 8850-მეტრიანი ევერესტი ყველაზე მაღალია მსოფლიოში, მაგრამ ის არ არის უდიდესი სიმაღლის მთა.

მთების გაზომვა უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საკმაოდ ადვილი დასანახია, თუ სად არის მწვერვალი, მაგრამ სად მდებარეობს ზუსტად მთის „ძირი“?

მაგალითად, ზოგი ამტკიცებს, რომ ტანზანიაში მდებარე კილიმანჯაროს მთა (5895 მ) ევერესტზე მაღალია, რადგან ის პირდაპირ აფრიკის დაბლობზეა წამომართული, მაშინ როცა ევერესტი მხოლოდ ერთ-ერთი მწვერვალია უამრავს შორის, რომლებიც ჰიმალაის უზარმაზარ ფუძეს ახურავს და სადაც მსოფლიოს მომდევნო 13 უმაღლესი მთა მდებარეობს.

სხვების მტკიცებით, ყველაზე ლოგიკური იქნებოდა დედამიწის ცენტრიდან მთის მწვერვალამდე მანძილის გაზომვა.

ვინაიდან დედამიწა შებრტყელებულია და იდეალურ სფეროს არ წარმოადგენს, მისი ცენტრიდან ეკვატორი დაახლოებით 21 კილომეტრით უფრო შორსაა, ვიდრე პოლუსები.

ეს კარგი ამბავია იმ მთების რეპუტაციისთვის, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ეკვატორთან. ასეთია ჩიმბორასოს მთა ანდებში. თუმცა, ასეთი დაშვებით, ეკვადორის ნაპირებიც კი ჰიმალაიზე უფრო „მაღალი“ გამოდის.

მიუხედავად მასიურობისა, ჰიმალაის მთები საოცრად ახალგაზრდაა. მათი ფორმირების პერიოდში დინოზავრები 25 მილიონი წლის გადაშენებული იყვნენ.

ნეპალში ევერესტს „ჯომოლუნგმას“ - „სამყაროს დედას“, ტიბეტელები „საგამართას“ - „ცის შუბლს“ ეძახიან. ჯანმრთელი მოზარდის მსგავსად, ის კვლავ იზრდება, თუმცა მეტად უმნიშვნელო ტემპით - წელიწადში 4 მმ-ით.

თეგები: 
მთა
ბარი
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია