იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
ამბები >
რამდენი გალაქტიკის დანახვაა შესაძლებელი შეუიარაღებელი თვალით?
21.09.15
shutterstock

ხუთი ათასის? ორი მილიონის? ათი მილიარდის?

ოთხის. თუმცა, იმ ადგილიდან, სადაც ზიხართ, მხოლოდ ორი გალაქტიკის დანახვა შეგიძლიათ. მათ შორის ერთი - „ირმის ნახტომია“ (რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით).

თუ გავითვალისწინებთ, რომ სამყაროში 100 მილიარდზე მეტი გალაქტიკაა, რომელთაგან თითოეული 10-100 მილიარდ ვარსკვლავს მოიცავს, ცოტა გულდასაწყვეტია, რომ დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით სულ ოთხი გალაქტიკის დანახვა შეიძლება; ერთდროულად კი მხოლოდ მათი ნახევრის (ორის თითოეული ნახევარსფეროდან). ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან შესაძლებელია ირმის ნახტომისა და ანდრომედას (M31) გალაქტიკების დანახვა, სამხრეთ ნახევარსფეროდან კი მაგელანის დიდი და მცირე ღრუბლების.

განსაკუთრებული მხედველობის მქონე ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ შეუძლიათ კიდევ სამის დანახვა. ესენია: M33 სამკუთხედის თანავარსკვლავედში, M81 დიდი დათვის თანავარსკვლავედში და M83 ჰიდრის თანავარსკვლავედში, თუმცა ამის დამტკიცება ძალიან ძნელია.

შეუიარაღებელი თვალისთვის, სავარაუდოდ, ხილული ვარსკვლავების რაოდენობა ძლიერ მერყეობს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ მათი საერთო რიცხვი აშკარად ნაკლებია 10 000-ზე. მოყვარულ ასტრონომთა კომპიუტერული პროგრამები იმავე მონაცემებს ეყრდნობა: 9600 ვარსკვლავს ითვლის, როგორც „შეუიარაღებელი თვალისთვის ხილულს, თუმცა რეალურად ამ ციფრის არავის სჯერა. სხვა შეფასებებით, ეს რაოდენობა დაახლოებით 8000-იდან იწყება და 3000-ზე ნაკლებზეც ჩამოდის.

ადრე ამბობდნენ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში უფრო მეტი კინოთეატრი იყო (დაახლოებით 5200), ვიდრე ღამეულ ცაზე ხილული ვარსკვლავები.

თეგები: 
0
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია