იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სამყარო >
სხვადასხვა
სიკვდილივით მშრალი
01.03.17
პატრისია ედმონდსი
მაურისიო ლიმა

ბოლივიის უდაბნოში კაცი მსოფლიოში სიდიდით მეორე ტბის გამომშრალ კალაპოტს აკვირდება. საუკუნეების განმავლობაში, ადგილობრივები პოოპოს ტბის თევზითა და წყლის ფრინველით იკვებებოდნენ. ერთ დროს 3000 კვ/კმ-ზე გადაჭიმული ტბა დაპატარავდა და 2015 წელს საერთოდ გაქრა. კენეთ რ. უეისი მისი დაშრობის ამბავს მოგვითხრობს.

2016 წლის გაეროს ანგარიშით, სამუშაო ადგილების 3/4 წყალზეა დამოკიდებული. სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას, ენერგიის მოპოვებას, ტრანსპორტირებას – ყველაფერს წყალი სჭირდება ფუნქციონირებისთვის.

ბევრი ტბა კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული საფრთხის წინაშეა. ცვლილებები ტბების არეალში მკვიდრ მოსახლეობაზეც აისახება, არღვევს საკვებ ჯაჭვს, იწვევს ექსტრემალურ ამინდს, რაც მოგვიანებით ადამიანებს აიძულებს, „სახლები მიატოვონ”, ამბობს უეისი. მისი თქმით, იძულებითი მიგრაცია არა მარტო ომის შედეგია.

რამ დააშრო პოოპოს ტბა? მიზეზი წყლის არამართებული ხარჯვა და გაუარესებული ამინდია. ერთმა მოხუცმა უეისს ისიც უთხრა, წვიმის ღმერთებს მსხვერპლი საკმარისად არ შევწირეთო. დარჩენილი მოსახლეობა მიზეზებზე არ ფიქრობს, „მათ ის უფრო ადარდებთ, შვილები როგორ გამოკვებონ”, ამბობს უეისი.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია