იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სამყარო >
სხვადასხვა
დაბინძურებული ოკეანე
01.04.17
ქეთრინ ცუკერმანი
ზაკ ნოილი

ფოტოგრაფი ზაკ ნოილი განაცვიფრა იავას შორეულ სანაპიროზე 2012 წელს ნანახმა სურათმა. ის ინდონეზიელი სერფერის – დედე სურიანას იღებდა, როცა თავი ნაგვით სავსე წყალში ამოყო. „მეგონა, მალე გვამიც ამოტივტივდებოდა“, იხსენებს ის. 2015 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად 8 მილიონი ტონა პლასტმასა ხვდება ოკეანეში. დაბინძურების ძირითადი წყარო ჩინეთი, ფილიპინები და ინდონეზიაა. დაბინძურებული წყალი მხოლოდ სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაში არაა არც თუ ისე იშვიათი სანახაობაო, ამბობს საზღვაო ბიოლოგი ნიკოლას მალოსი. „სამწუხაროდ, ამგვარი გროვები ნორმად ითვლება, განსაკუთრებით მსოფლიოს განვითარებად ნაწილში, სადაც საშუალო ფენის მოსახლეობა და, შესაბამისად, მათ მიერ მოხმარებული პროდუქტის რაოდენობა იზრდება – ნარჩენების მართვის სფერო კი იმავე სისწრაფით არ ვითარდება“. მიუხედავად პრობლემის აქტუალობისა, მალოსი იმედს არ კარგავს. მაგ. აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ამომრჩევლებმა 2016 წელს მხარი დაუჭირეს შტატში პოლიეთილენის პარკების გამოყენების აკრძალვას. მისი თქმით, ცნობიერების ამაღლების კუთხით პროგრესი ინდონეზიაშიც იგრძნობა.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია