იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სამყარო >
სხვადასხვა
სამყაროს გაფერადება
01.07.17
ნინა სტროჩლიკი
NASA
დაფერვა: მეტ ლოგრი, „ჩემი ფერადი წარსული“.

2015 წელს NASA-მ ამერიკისა და საბჭოთა კავშირის კოსმოსური პაექრობის შავ-თეთრი ფოტოები გამოაქვეყნა. სურათებზე მართვის პუნქტის წევრები, „აპოლოს“ მისიის ინჟინრები და გასაფრენად გამოწყობილი ასტრონავტი ჯონ გლენია გამოსახული. ირლანდიელი ფოტოგრაფი მეტ ლოგრიც ათვალიერებდა ინტერნეტში გამოქვეყნებულ ათასობით ფოტოს.

მამა ხშირად უყვებოდა ხოლმე ისტორიებს კოსმოსზე. ერთხელ კი საკუთარმა შვილმაც ჰკითხა: „უწინ სამყარო შავ-თეთრი იყო?“ „მივხვდი, რომ გავიჭედე“, – იხსენებს ლოგრი. ბოლოს შვილს აუხსნა, რომ სამყარო მუდამ ფერადი იყო, უბრალოდ, აპარატურა შეიცვალა.

ლოგრიმ ბებიის ფოტო გააფერადა. მაშინ დაფიქრდა, რამხელა სიხარულს მოუტანდა მეცნიერთა ახალ თაობას NASA-ს ფერადოვანი ფოტოები. სპეციალური პროგრამით 300-საათიანი მუშაობის შემდეგ, 12-მდე ძველ ფოტოს მომავლის კარი გაუღო.

აგვისტოს ნომერში NATIONAL GEOGRAPHIC-ი გაგაცნობთ ვარსკვლავურ მტვრის ნაწილაკებს, რადიოტელესკოპის კოსმოსური სინათლის შოუსა და კოსმოსური მოგზაურობის მომავალს.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია