იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სამყარო >
სხვადასხვა
ტუჩების კითხვა
01.09.17
კეტრინ ცუკერმანი
მერილ ლ. მარაზიტა
ტუჩის ანაბეჭდები შეიძლება გენეტიკურად უკავშირდებოდეს ოროფაციალურ დარღვევებს. აღდგენილ კურდღლის ტუჩთან ხვეული ანაბეჭდი ჩანს;

თითის ანაბეჭდებს ტუჩის ანაბეჭდები ანაცვლებს. მისი ღარები ემბრიონულ სტადიაში ყალიბდება და ითვლება, რომ აღარ იცვლება. ტუჩის ანაბეჭდები კრიმინალისტიკაში არ გამოიყენება, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია.

პიტსბურგის უნივერსიტეტის კრანიოფაციალური (ქალა-სახის) და დენტალური გენეტიკის ცენტრის დირექტორი, მერი მარაზიტა და გენეტიკოსი კეტრინ ნაისვანგერი კურდღლის ტუჩისა და გაყოფილი სასის გენეტიკას სწავლობენ. ისინი იკვლევენ, არის თუ არა გარკვეული ფიზიკური ნიშნები ერთმანეთთან გენეტიკურად დაკავშირებული.

ტუჩის ანაბეჭდები რამდენიმე კატეგორიად იყოფა: სწორი, ვერტიკალური ხაზები, „ტოტები“, რომლებიც ტუჩებზე ფესვების მაგვარად ვრცელდება, გადაკვეთილი ხაზები და წრიული ხვეულები. ხვეულები, განსაკუთრებით ქვედა ტუჩზე არსებობისას, სავარაუდოდ, დაკავშირებულია კურდღლის ტუჩის გენებისა და ოროფაციალურ სხვა ანომალიებთან.

მარაზიტასა და ნაისვანგერის აზრით, ტუჩების ანაბეჭდებთან ერთად, სხვა თავისებურებებით – მაგალითად, სახის ფორმითა და ლაპარაკის მანერით – შესაძლებელი იქნება გარკვეული გენეტიკური აშლილობის მიმართ მიდრეკილების ნაადრევად ამოცნობა.

„ჩვენ ახლა ვიწყებთ კავშირების დანახვას, – ამბობს ნაისვანგერი, – ეს ძალიან აზარტულია“.

 

ჩვეულებრივ ტუჩს ვერტიკალური ანაბეჭდი აქვს.

ფოტო: მერილ ლ. მარაზიტა, პიტსბურგის უნივერსიტეტის კრანიოფაციალური და დენტალური გენეტიკის ცენტრი

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია