იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სამყარო >
სხვადასხვა
იცნობთ კი საკუთარ კატას?
01.10.17
ნინა სტროჩლიკი
სეთ კასტილი

ჟურნალ Behavioural Processes-ში გამოქვეყნებული ანგარიში გაახარებს კატის მფლობელებს: კვლევისას ოთხნაირ სტიმულთან ჰქონდათ კატებს შეხება და უმრავლესობამ ადამიანთან ურთიერთობა არჩია სათამაშოებს, სუნებს და საკვებსაც კი.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერი და კვლევის თანაავტორი კრისტინ ვიტალე შრივი ამბობს, რომ მსგავსი კვლევები 90-იანებში ძაღლებზე ტარდებოდა. არსებობს სტერეოტიპი, რომ კატები ასოციალურები არიან და არ იწვრთნებიან; თუმცა მათი გაწვრთნა შეიძლება – მთავარია, სწორი სტიმული მისცე.

კატების ემოციების გაშიფვრა რთულია: იტალიელმა ვეტერინარებმა დაადგინეს, რომ პატრონთა უმეტესობა არასწორად იგებს კატების სტრესის მანიშნებელ სიგნალებს. მკვლევარი კიარა მარიტის თქმით, „ძაღლის პატრონებმა უფრო მეტი იციან მათ ქცევაზე, კატის შემთხვევაში კი – სახეობისთვის დამახასიათებელ ქცევად თვლიან ცხოველის საქციელს და არა განწყობის მაჩვენებლად“.

მეცნიერები მუშაობენ კატების საიდუმლოების ამოსახსნელად. შარშან, შვედეთის უნივერსიტეტმა კვლევა დაიწყო, რათა დაადგინონ, რეაგირებენ თუ არა კატები ადამიანის სხვადასხვანაირ საუბარზე; და რომ კნავილი გადათარგმნონ ემოციებად და სურვილებად.

კატების მეცნიერება

დამოუკიდებელი ხასიათი: კატებსა და ძაღლებს თავსატეხი უნდა ამოეხსნათ. რთული დავალების შესრულებაში დასახმარებლად, ძაღლები ადამიანებს მიმართავდნენ, კატები კი ბოლომდე დამოუკიდებლად წვალობდნენ.

კატის ტრანზიტი: 200 უძველესი კატის ნაშთის მიტოქონდრიული დნმ-ს შესწავლით, აღმოჩნდა, რომ კატა ჯერ ნაყოფიერი ნახევარმთვარის მიწათმოქმედთა და შემდეგ მეზღვაური ვაჭრების დამსახურებით გავრცელდა.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია