იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სამყარო >
სხვადასხვა
გზა მიეცით ლამინარიას
01.11.17
კეტრინ ცუკერმანი
რებეკა ჰეილი, NGM-ის თანამშრომელი

იაპონური რესტორნის გარდა, ბოლოს სად ნახეთ წყალმცენარეები მენიუში? ვერ იხსენებთ? იმიტომ, რომ იაპონიისა და აზიის ნაწილის გარდა, წყალმცენარეებს ნაკლებად აფასებენ.

გასტრონომიული სიკეთეების გარდა, ლამინარიას ოკეანის მჟავიანობის შემცირების პოტენციალიც აქვს. ის ზღვის ცივ სანაპირო წყლებში იზრდება, არ საჭიროებს სასუქს და კლიმატის ცვლილების გამომწვევ ნახშირორჟანგს, ზედმეტ ფოსფორსა და აზოტს გადაამუშავებს. პრობლემა ბუნებრივი ლამინარიის არასაკმარისი რაოდენობაა.

წარმოგიდგენთ ლამინარიის ფერმას. ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ზღვის ეკოლოგ მუჰამედ ოინლოლას თქმით, ამ ინდუსტრიის წამყვანი ქვეყანა ჩინეთია. იაპონიასა და კორეაში კი უკვე საუკუნეებია არსებობს ლამინარიის ფერმები.

ოინლოლას თქმით, წყალმცენარეების ფერმების გაფართოება ატმოსფეროდან მილიარდობით ტონა ნახშირორჟანგს მოაშორებს. ლამინარიის მეტი აკვაკულტურა ბიომრავალფეროვნებასაც შეუწყობდა ხელს.

ლამინარია და სხვა წყალმცენარეები მინერალების დიდ რაოდენობას შეიცავს და გელად ქცევის თვისებებიც აქვს. ცოტა ხანში მათ სულ უფრო მეტ თეფშზე იხილავთ ეკოლოგიურად მდგრადი საკვების სახით.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია