იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
სამყარო >
სხვადასხვა
გადაშენებული სახეობების ხსოვნისთვის
01.01.18
ივ კონანტი
ენდი დიას ჰოუპი
გამოძერწილი მტრედი თავისი ხელოვნური სამოსიდან – გადაშენებული გვადალუპური კარაკარას მოქსოვილი ბუმბულიდან იყურება. ფოტო: ენდი დიას ჰოუპი, პიტერ შოუტენის ილუსტრაცია ტიმ ფლანერის წიგნიდან „ცარიელი ადგილი ბუნებაში: მსოფლიოს გადაშენებული სახეობები”.

გვადალუპური კარაკარების დაფასება მხოლოდ მაშინ დაიწყეს, როდესაც ისინი თითქმის გადაშენდნენ. 1876 წელს მექსიკაში კარაკარები მრავლად იყვნენ, თუმცა, მათ სისტემურად ხოცავდნენ და წამლავდნენ, როგორც მავნებლებს. 1800-იანი წლების ბოლოს ეს ენდემური სახეობა იშვიათობა გახდა და კოლექციონერების ინტერესის სფეროში მოექცა. ხალხმა მათი დაჭერა და აუქციონებზე გაყიდვა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მათ აღარ ხოცავდნენ, კარაკარები მაინც გადაშენდნენ. ამ ამბავს ყოფილი რეინჯერი და თვითნასწავლი ხელოვანი ლორინ ჰოუპი ირონიით უყურებს.

ჰოუპს ქალაქის მტრედებზე დაკვირვებისას გაუჩნდა იდეა, მოექსოვა კოსტიუმები და მოერგო ისინი მტრედების ფიგურებისთვის „ბიომრავალფეროვნების დასაბრუნებლად“. ჰოუპი ჯერ მტრედის ფიგურას აკეთებს ფისისაგან. შემდეგ ორნამენტებს და ფერებს არჩევს იმისათვის, რომ გადაშენებული ფრინველის ბუმბულის „სამგანზომილებიანი ესკიზი“ მოქსოვოს. ბოლოს კი, კოსტიუმს მანეკენს მკერავივით არგებს. პირველი კოსტიუმების სერიას „მტრედი როგორც წარმატებული ადაპტაციის მაგალითი და დოდო როგორც გადაშენების მაგალითი“ ერქვა.

„კოსტიუმები სამალავის ფუნქციას ატარებენ“, ხსნის ჰოუპი: „ისინი ფარავენ იმას, რაზედაც ჩვენ თვალს ვხუჭავთ – გარემოს დეგრადაცია და სახეობების გადაშენება“.

თეგები: 
სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია