იხილეთ ჟურნალის ელექტრონული გამოცემა თქვენს IPHONE-სა IPAD-ზე
თქვენი ფოტო >
 

 

კონკურსის პირობები

  1. კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის, თუმცა “ვიზუალი” მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს. ფოტოებისთვის სპეციალურად არ არის შემუშავებული რაიმე კონკრეტული მოთხოვნები/მითითებები (რომ არ შეიზღუდოს პროფესიონალი და მოყვარული ხელოვანი), თუმცა, იმისთვის, რომ თქვენი ფოტო მოხვდეს ჟურნალში, უმჯობესი იქნება, რომ მასალა შეიცავდეს დამაინტრიგებელ დეტალ(ებ)ს, აჩვენებდეს ნამდვილ ადამიანებს ქმედებაში, ნამდვილ საინტერესო ადგილებს, ცხოველს, მცენარეს თუ ნებისმიერ ობიექტს თქვენი სურვილის მიხედვით.
  2. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ (!!!) გაძლევთ რეკომენდაციას გამოაგზავნოთ “ღია ბარათის ტიპის” სტანდარტული პეიზაჟები, რომელიც მკითხველს მრავალგზის აქვს ნანახი. თუ მაინც გსურთ პეიზაჟის გამოგზავნა, მაშინ კადრი უნდა იყოს მართლაც ექსტრაორდინარული, რომ ჟურნალში მოხვდეს.
  3. ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს გამომგზავნელს. სურათის გამოქვეყნების შემთხვევაში, ფოტოგრაფი იტოვებს საავტორო უფლებებს, მაგრამ National Geographic–ს და მის ყველა შვილობილ კომპანიას ეძლევა უფლება შეზღუდვებისა და ჰონორარის გარეშე გამოიყენოს ფოტოსურათი მსოფლიო მასშტაბით.
  4. სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამებით მანიპულირებული ფოტოსურათები კონკურსში არ მიიღება. დასაშვებია მხოლოდ მინიმალური კორექტივები - რეალური ფერების დასმა და სიმკვეთრის ცვალებადობა (დეტალები იხ. ქვემოთ)
  5. სურათი უნდა იყოს JPEG ფორმატში (.jpg ან .jpeg) და მინიმუმ 1,600 პიქსელი. ფაილის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს.
  6. National Geographic - საქართველო იტოვებს ყოველგვარ სარედაქციო და სურათების შერჩევასთან დაკავშირებულ უფლებებს.
  7. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფოტოგრაფების ვებ-გვერდების და ვებ-პორტალების ბმულები არ განიხილება, რადგან კონკურსის პირობა არ მოიცავს National Geographic - საქართველოს მხრიდან ფოტოების ვებსივრცეში ძებნასა და შემდეგ შერჩევას.

 

შეგახსენებთ, ფოტო (თვეში ერთი კადრი) იგზავნება შემდეგ მისამართზე: yourshot@natgeo.ge

გმადლობთ, რომ იღებთ კონკურსში მონაწილეობას და გისურვებთ წარმატებას!

 

ფოტოს დამუშავების შეზღუდვები

ზოგადი რეკომენდაციები: ჩვენ გირჩევთ, გამოგვიგზავნოთ რეალური ფოტოსურათები. მსოფლიო უკვე სავსეა ვიზუალური „ეშმაკობებით“ და არ გვინდა რუბრიკა „თქვენი ფოტოც“ მათ დაემსგავსოს. ანუ, უკეთესია თუ თქვენს (და არა “ფოტოშოპის”) შესაძლებლობებს დაგვანახებთ. გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ კადრის ციფრული გადიდების ტექნიკას და ნუ შეცვლით თქვენს ფოტოსურათს რაიმე სხვა ფორმით (გარდა იმ აუცილებელი ცვლილებებისა, რაც რეალისტური ფერის ბალანსისა და სიმკვეთრის მისაღწევად არის საჭირო). გთხოვთ, არ გამოაგზავნოთ ფოტო, თუ მას ციფრული ტექნიკის გამოყენებით რამე დამატებული ან მოშორებული აქვს. ავთენტურობის დასადგენად ჩვენ ყველა ფოტოს ვაკვირდებით და თუ ის რაიმე ფორმით ყალბი აღმოჩნდება, მას ფოტოკონკურსიდან ამოვიღებთ.

“Dodging-ი“და„Burning-ი“: ფოტოშოპის ყველა მოყვარული იცნობს ამ პროგრამის ფუნქციებს (Dodging -განათება და Burning - ჩაბნელება). ეს ზოგადად მისაღებია, მაგრამ მისი გამოყენება მინიმალური დოზით უნდა მოხდეს. ზედმეტი არ მოგივიდეთ. კომპიუტერული პროგრამების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებისას, თქვენი მიზანი უნდა იყოს ფოტოსურათზე მხოლოდ ტონალური გამის დინამიკის იმგვარად მორგება, რომ ის უფრო მეტად დაემსგავსოს თქვენ მიერ დანახულ კადრს. ფერს ხელოვნურად ნუ გადატვირთავთ (ე. წ. Saturation).

სოლარიზაცია, მეცო-ტინტო, დუოტონი და ა. შ.: ასევე ბევრისთვისაა ნაცნობი ფოტოების დამუშავების ეს სამი (და მათი მსგავსი სხვა) ტექნიკა. ნუ გამოიყენებთ მათ! ასევე, თუ თქვენ იყენებთ კადრის კომპოზიციის და კადრში ნებისმიერი ობიექტის რაიმე ტიპის ფიზიკური ცვლილების ტექნიკას, გთხოვთ, ამ ქმედებებისგან თავი შეიკავოთ.

შავ-თეთრი გამოსახულებები: დასაშვებია.

ტონირება/შავთეთრი ფოტოს ნაწილების გაფერადება: არა!

კადრირება, (ე.წ.“კროპინგი“): დასაშვებია, თუ ის ფოტოს უკეთესს ხდის.

გადაბმული („მიწებებული“) პანორამები: დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპოზიტური გამოსახულების შემადგენელი ყველა კადრი დროის ერთ მონაკვეთში გაკეთდა. ჩვენ არ გვინდა პანორამები, რომლის ნაწილებიც დროის მნიშვნელოვნად დაშორებულ პერიოდებში არის შესრულებული. არ შეცვალოთ ძირითადი საფოკუსე მანძილი (Focal Length), როდესაც ქმნით გადაბმულ გამოსახულებებს. პანორამის მნიშვნელობის გასაზრდელად არ შეიტანოთ მასში ის ელემენტები, რომლებიც არ იყო კადრში, როდესაც თქვენ ის დაინახეთ. თუ ფოტო გადაბმული გამოსახულებებისგან არის შედგენილი, გთხოვთ, აღნიშნოთ სათაურში.

ობიექტივი „თევზისთვალი“: დასაშვებია, მაგრამ ამგვარი ფოტოს გამოგზავნა თქვენთვისვეა სარისკო, რადგან ჩვენს ფოტო-რედაქტორებს (საქართველოშიც და ამერიკაშიც), როგორც წესი, არ მოსწონთ ამგვარი ოპტიკური ეფექტები.

კადრი დიდი დინამიკის დიაპაზონით (ე. წ. High Dynamic Range Images, HDRI): დასაშვებია, მაგრამ როგორც პანორამის შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ, თუ ეს შეერთებული ნაწილები ერთ დროს არის გაკეთებული. ჩვენ არ გვსურს იმგვარი დასრულებული გამოსახულებები, სადაც წინა პლანი ნაშუადღევს არის გადაღებული, ხოლო ცა მზის ჩასვლისას. თუ თქვენი ფოტო არის HDRI გამოსახულება, გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში.

სტატიები
გამოიწერეთ
სიახლეები
© 2012-2015 ყველა უფლება დაცულია. ჟურნალსა და ვებგვერდზე გამოქვეყნებული
მასალების ნაწილობრივი ან სრული გამოყენება რედაქციის ნებართვის გარეშე აკრძალულია